დავალება მოტივაცია. - 4 ქულა-ვადა: 14.01.2025
დავალება მომხმარებლის მოტივაციის თავიდან:
მოძებნოთ 5 რეკლამა, სადაც ხდება მომხმარებელთა შემდეგი მოტივაციის აქტუალიზაცია (ნებისმიერი 5 სხვადასხვა მოტივაცია ქვემოთჩამოთვლილთაგან)
1.ჰედონისტური მოტივაცია
2. რეკლამა, რომელიც სტიმულაციის მაღალი ოპტიმუმის მქონე პირთათვისაა განკუთვნილი
3.რისკისადმი მიდრეკილების ან რისკის თავიდან აცილების მოტივაცია
4. რეკლამა, სადაც ხდება ოპონენტ-პროცესუალური თეორიის დემონსტრირება (ანუ ორივე პოლუსის ემოციის თანაარსებობა)
5. რეკლამა, სადაც ხდება ძალაუფლების, მიღწევის ან აფილაციის მოთხოვნილების დემონსტრირება (მაკ-ლილენდი)
6. რეკლამა, სადაც ხდება უფრო დაბალი საფეხურის მოთხოვნილების (ფიზიოლოგიური, უსაფრთხოების) დამაკმაყოფილებელი პროდუქტის რეკლამირება ისე, რომ სარეკლამო სიუჟეტში პროდუქტი გვევლინება უფრო მაღალი საფეხურის მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებლად. (მასლოუს იერარქ. სისტ)
2. თითოეულ რეკლამის ქვეშ უნდა იყოს მოცემული მცირე ინტერპრეტაცია, თუ რატომ მიაკუთვნეთ ამა თუ იმ მოტივაციას, ანუ იმის ახსნა, თუ მომხმარებლის რომელ მოტივებზე ხდება რეკლამაში ხაზგასმა.
მაგალითისათვის გაეცანით პრეზენტაციას და შემდეგ შეასრულეთ დავალება.
დავალება გადმოაგზავნეთ word დოკუმენტის სახით, სადაც იქნება კოპირებული რეკლამის ფოტოები ან ლინკები.
- ნოემბერი 13 2022, 10:34 PM