თემის მონახაზი
-
შესავალი თემა ეხება მხატვრულ ტექსტს, როგორც ლიტერატურულ ნამუშევარს. წინარე ცოდნის შემოწმებით გავიხსენებთ ტროპის მნიშვნელობას მწერლობაში და მის სახეებს.
-
ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა მოლოდინებია კურსის მიმართ. როგორ ფიქრობთ, რის შესახებ იქნება აღნიშნული საგანი?
-
ლექცია მოიცავს მეტაფორის, როგორც მთავარი ტროპული მეტყველების სახის, განსაზღვრას და მუშაობას ამ მხატვრული ხერხის ამოცნობასა და მნიშვნელობაზე.
-
მოისმინეთ ვიდეოგაკვეთილი მეტაფორის შესახებ და შეარჩიეთ 10 მეტაფორა, რომლებსაც განსაზღვრავთ. დავალება შეასრულეთ წერილობით და წარუდგინეთ აუდიტორიას.
დავალება არ ფასდება.
-
აღნიშნული ბმულით შეძლებთ, ივარჯიშოთ მეტაფორების ამოცნობაში.
-
დასაწერად გეძლევათ ტესტი, რომელშიც მოცემული იქნება სხვადასხვა მეტაფორა, რომელთა ამოხსნაც თქვენ დაგევალებათ.
-
ეპითეტი და მისი სახეები. რა განსხვავებაა აღწერით და ხატოვან ეპითეტებს შორის.
-
წაიკითხეთ პედაგოგის სტატია და გაეცანით მის მიერ შექმნილ სავარჯიშოებს.
-
შედარების ფორმები და სახეები, გამოხატვის საშუალებები.
-
1-ლი კოლოკვიუმი მოიცავს განვლილი ექვსი ლექციის თემებს: ტროპები, მხატვრული სახე, მეტაფორა, ეპითეტი, შედარება, გაპიროვნება,
-
მხატვრული გაზვიადება - ჰიპერბოლა, და მისი ანტინომია - ლიტოტესი.
-
სიმბოლოს მნიშვნელობა სხვადასხვა მიმდინარეობისთვის.
-
ოსქიმორონი ანუ მხატვრული აურზაური.
-
II კოლოკვიუმიში შევა განვლილი მასალა, რომელიც მოიცავს 10 სალექციო ჩანაწერს:ტროპები, მეტაფორა, ეპითეტი, შედარება, გაპიროვნება, ჰიპერბოლა, სიმბოლო, ალეგორია, ირონია, ოქსიმორონი.
-
არქაიზმებისა და ნეოლოგიზმების გარდა, ლექცია მოიცავს იმის გარკვევას, თუ რას ნიშნავს და რა ფუნქცია აქვს მხატვრულ ტექსტში ბარბარიზმს, ვულგარიზმს, ევფემიზს, ფრაზეოლოგიზმსა და სხვა სიტყვათშეხამებებს...
-
-
წაიკითხეთ გალაკტიონ ტაბიძის ,,ატმის ყვავილები" და გაარჩიეთ ის მხატვრული თვალსაზრისით ისე, როგორც ვმუშაობდით სემინარებზე.
-