კურსის მიზანია სტუდენტს გააცნოს აღზრდის, განათლებისა და სწავლების თეორიული საფუძვლები, ამ პროცესების ძირითადი თავისებურებანი და მათი მნიშვნელობა პიროვნების ფორმირების პროცესში. მიღებული ცოდნის საფუძველზე სტუდენტს გარკვეული წარმოდგენა უნდა შეექმნას პედაგოგიკის მეცნიერების ყოფითი, პრაქტიკული მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.