მოგესალმებით, კურსის ფარგლებში გაეცნობით ექსპერიმენტული ფონეტიკისა და სასამართლო ფონეტიკის ძირითად პრინციპებს. კურსი შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობებისგან. აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ გექნებათ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ იმუშაოთ როგორც სასამართლო ექსპერტებმა, ან ექსპერიმენტის საფუძველზე აწარმოოთ ფონეტიკური კვლევები.

კურსი განკუთვნილია ლიტერატურათმცოდნეობის, ტექსტოლოგიისა და საგამომცემლო-სარედაქციო საქმის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.

კურსის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლებიან რედაქტირების პრინციპებს, სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების ტექსტების რედაქტირების სპეციფიკასა და სტილისტიკას.

კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია - ქართული და უცხოური ხელნაწერი წიგნები და დოკუმენტები, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები. კურსი ითვალისწინებს აღნიშნული კოლექციების მიმოხლივას - ფონდების შექმნის ისტორიისა და კოლექციების თემატიკის განხილვას, ასევე მათ შორის ყველაზე გამორჩეული ერთეულების ფიზიკურად გაცნობას.

ქართული ხელნაწერები დაცულია A, S, H Q ფონდებში.

A ფონდში წარმოდგენილია ყოფილი საეკლესიო მუზეუმის კოლექცია. საეკლესიო მუზეუმი დაარსდა 1889 წელს თბილისში დიმიტრი ბაქრაძის ინიციატივით. 

H ფონდში წარმოდგენილია ყოფილი საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კოლექცია. აღნიშნული საზოგადოება დაარსდა თბილისში 1907 წელს ე. თაყაიშვილის ინიციატივით.

S ფონდში წარმოდგენილია წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კოლექცია.  აღნიშნული საზგადოება 1879 წელს თბილისში დაარსდა ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, აკაკი წერეთლისა და სხვათა ინიციატივით. 

Q ფონდში წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის კოლექცია, რომელიც შეიქმნა თბილისში 1919 წელს. Q ფონდი არის ერთადერთი მზარდი ფონდი. ყველა ანიშნული ფონდი ივსებოდა კერძო შემოწირულობებისა და შეძენის ხარჯზე.

უცხოური ფონდები წარმოდგენილია ბერძნული, სომხური, სირიული, არაბული, ოსმალური, მონღოლური, სპარსული, ებრაული, რუსული, პოლონური, ფრანგული, გერმანული, ლათინური ხელნაწერებით.

კურსი მიზნად ისახავს, სტუდენტს ფართო, ინტერდისციპლინურ სააზროვნო კონტექსტში გაააზრებინოს  ანარქისტული დოქტრინის ძირითადი ცნებები, პრობლემები, მიმდინარეობები; კურსის მანძილზე გააანალიზებინოს ანარქისტული თეორიის თავისებურებები, ანარქისტული იდეების როლი და ადგილი წარსულ და თანამედროვე აზროვნებაში.

გარდა ძირითადი მიზნებისა, კურსი შეეხება სპეციფიკურ საკითხებსაც, რომლებიც აქტუალურია თითოეული პოლიტიკური მიმდინარეობისთვის,  ქმნის დისკუსიის საინტერესო შესაძლებობას და,  რა თქმა უნდა, შეესაბამება კურსის მიზნებს-შესძინოს სტუდენტს ფუნდამენტური ცოდნა.

ანტიკური ქვეყნების ისტორიის კურსი მოიცავს ძველი საბერძნეთის და რომის ისტორიის საკითხებს. განსახილველი საკითხები იწყება უძველესი პერიოდიდან და სრულდება გვიან ანტიკური ხანით. კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ანტიკური ქვეყნების ისტორიის ძირითადი ეტაპები და წარმოაჩინოს ანტიკური სამყაროს თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში.

კურსის მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს სპარსული ენის B1 დონის ლექსიკის ათვისებაში, გაუუმჯობესოს მათ კითხვის, მოსმენისა და წერის უნარები.  კურსში აგრეთვე განხილულია რიგი გრამატიკული საკითხები. 

9508576