კურსის მიზანია ასწავლოს სტუდენტებს გამართული წერა ფრნგულად. მეთოდი ითვალიწინებს წერაში პრაქტიკას მრავაფეროვანი სავარჯიშოების გამოყენებით სამი ძირითადი მიმართულებით :

  • მართლწერა
  • გრამატიკა
  • წინადადების აგება 

დონეები ითვალისწინებს A1-ს, A2-ს , B1-ს , B2-ს. 

კურსი მიმართულია ახლო აღმოსავლეთის მიმართულების სტუდენტებისათვის. კურსი გულისხმობს ახლო აღმოსავლეთში არსებული ქვეყნების პოლიტიკური/ეკონომიკური/სოციალური კუთხით შესწავლას.

 ეს კურსი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ციფრული ტექნოლოგიების, საკომუნიკაციო საშუალებებისა და/ან ქსელების გამოყენების უნარი მათი დანიშნულების შესაბამისად. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ) იძლევა სასურველი ინფორმაციის მოპოვების, შენახვის, ერთმანეთთან დაკავშირების, შეფასების, ანალიზის, ახლის შექმნისა და გადაცემის შესაძლებლობას.
ჩვენ მოვიხმართ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს: ვსარგებლობთ მობილური ტელეფონით, ვუკავშირდებით ერთმანეთს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მოვიძიებთ ინფორმაციას ინტერნეტში, ერთმანეთს ვუზიარებთ და ვუცვლით ინფორმაციას. ჩვენი ყოველდღიური თუ პროფესიული საქმიანობა სულ უფრო მეტად მოითხოვს ისტ-ის საფუძვლიან ცოდნასა და სისტემატურ გამოყენებას.
ისტ-ის სწავლა ემსახურება ეთიკური, ინფორმირებული, კანონთა პატივისმცემელი და ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტურად გამოყენების უნარის მქონე პიროვნების აღზრდას; ისტ-ის სწავლება მოწყვეტილი არ არის სასწავლო დისციპლინების კონტექსტს. ისტ-ის სასწავლო გეგმა რეალიზდება ყოველ ცალკეულ სასწავლო დისციპლინაში. უფრო მეტიც, მისი საშუალებით შესაძლებელია ერთმანეთთან სასწავლო დისციპლინების ეფექტური დაკავშირება

არაბული ენა (1) არაბისტიკის პროგრამის სტუდენტებისთვის

8444032