ძვ.წ. I ათასწლეულის  I ნახევარში ურარტუს მმართველები აწარმოებდნენ სამხედრო ექსპედიციებს კავკასიაში. ამ კონფრონტაციის ერთადერთ წყაროდ გვევლინებიან ურარტული ლურსმული ტექსტები. წარწერების თარგმნა და ანალიზი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის ამიერკავკასიის რეგიონის შესახებ. კურსის ფარგლებში მსმენელები შეძლებენ შეისწავლონ ურარტული ტექსტების სპეციფიკა, ტექსტების შინაარსი და ამის საფუძველზე კავკასიის ძველი სამეფოების და ურარტუს იმპერიის დაპირისპირების ისტორია

სასწავლო კურსის მიზანია, როგორც თეორიული ცოდნის მიღება ფიზიკური ანთროპოლოგიის შესახებ, ასევე პრაქტიკული უნარების შეძენა. სტუდენტები შეისწავლიან მეთოდოლოგიურ ნაწილს და შემდგომ თავად მოახდენენ ჩონჩხზე სქესისა და ასაკის განსაზღვრას, სავარაუდო სიმაღლის დადგენას. ასევე შეისწავლიან საველე მუშაობის მეთოდებს, რათა შეძლონ არქეოლოგიურ ძეგლებზე მოპოვებული ოსტეოლოგიური მასალის კვლევა. 

კურსის მიზანია ისტორიის სპეციალობის სტუდენტებს შევთავაზოთ საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფოს ფარგლებს მიღმა არსებული ისტორიული ქართული ტერიტორიების, აქ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის და მცხოვრები ქართველებისა თუ ქართველთა ჩამომავლების ისტორია, პოლიტიკური, ეთნიკური თავგადასავალი (ტაო-კლარჯეთი ანუ თურქეთის საქართველო, ჰერეთი ანუ აზერბაიჯანის საქართველო, ლორე-ტაშირი ანუ სომხეთის საქართველო). კურსი ითვალისწინებს აგრეთვე საქართველოდან სხვადასხვა დროს ემიგრირებული ან იძულებით გასახლებული კომპაქტურად მცხოვრები ქართველების ისტორიის შესწავლას (ქართველი მამლუქები სირიასა და ერაყში, კახეთიდან გასახლებულნი XVII ს-დან ირანში ფერეიდანის პროვინციაში, 1944 წ. შუა აზიაში გასახლებული მაჰმადიანი მესხები, 1918-1921 წწ. პოლიტიკური ემიგრაცია ევროპაში, პოსტსაბჭოთა ემიგრაცია დსთ, ევროპასა და ამერიკაში)

მოგესალმებით და გთავაზობთ მოგზაურობის მოყვარულთა სასწავლო-შემეცნებით კურს, რომლის მიზანია საქართველოს კულტურის და ღირსშესანიშნაობების გაცნობა, ინფორმაციის მიღება და დასკვნით ნაწილში ერთ-ერთი ადგილის სტუმრობა!

The course is designed for the students of Tourism School learning English on B2 level. 

კურსის "პოსტმოდერნული კონცეფცია და თანამედროვეობა" მიზანია პოსტმოდერნიზმის, როგორც განსაკუთრებული მახასიათებლების მქონე კულტურული პარადიგმის, ნიშნების, მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების გზის გაცნობა კურსის მონაწილე სტუდენტებისთვის. კურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოსტმოდერნული კონცეფციის იმ მახასიათებლებს, რომლებსაც ვაწყდებით თანამედროვეობაში; ამასთან, სტუდენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია პოსტმოდერნული ეპოქის "მეტამოდერნიზმად" რეკოდირების შესახებ, რის თაობაზეც აქტიურად მიდის მეცნიერული დისკუსია ახალი დროის მკვლევრებსა და მოაზროვნეებს შორის.

    კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორია. ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს უსაფრთხოებისა და მის წარმატებული განვითარებისთვის. 

     განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკანასკნელი ოცი წლის პერიოდს, როდესაც საქართველომ დაიბრუნა თავისუფლება და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო. 

     კურსი აგებულია ქრონოლოგიურ პრინციპზე. 

აზერბაიჯანული ლიტერატურის ისტორიის კურსის შესწავლის შემდგომ სტუდენტი შეიგრძნობს და გაიაზრებს ამ მხატვრული სახეობის ფასსა და ღირებულებას. იგი შეძლებს გააანალიზოს შუა საუკუნეების აღმოსავლური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები და სათანადო დასკვნებიც გამოიტანოს.

კურსის მიზანია ჩეჩნებისა და ინგუშების ფოლკლორული შემოქმედების სპეციფიკის შესწავლა, მათი ფოლკლორისა და ლიტერატურის კავშირის გამოვლენა ყოფა-ცხოვრებასთან, ჩეჩნური და ინგუშური ლიტერატურის ჩამოყალიბებისა და განვითარების ძირითადი ეტაპების გაცნობა, მნიშვნელოვანი ნაწარმოებების ტიპოლოგიური, სტრუქტურული და მხატვრული ანალიზი, ქართული და ჩეჩნურ-ინგუშული ფოლკლორულ-ლიტერატურული ურთიერთობები.

კურსის მიზანია მისცეს არქეოლოგიის სტუდენტებს სათანადო ცოდნა იმ პროექტების შესადგენად, რომელთა მეშვეობით უნდა მოხდეს მათი მომავალი სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობის დაფინანსება. სტუდენტის მომავალი სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობისათვის საფუძვლების მოსამზადებლად აუცილებელია ყველა იმ ზოგადი დებულებისა და მოთხოვნის ცოდნა, რომლებიც სამეცნიერო პროექტის შედგენისთვისაა საჭირო.

კურსის მიმდინარეობისას სტუდენტებს ექნებათ საშუალება გაეცნონ საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ იმ ზოგად პრინციპებს, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის დარგშია დამკვიდრებული.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, კურსის  მიზანია სტუდენტს განუვითაროს ანალიტიკური აზროვნების უნარი დებატებისა და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეშვეობით. ეს მას დაეხმარება სიტუაციის ადეკვატურ შეფასებასა და პრობლემების გადაჭრაში, რაც ამ დარგის არსებითი ნაწილია.

   კურსი მოიცავს პესიმიზმის ფილოსოფიის ძირითად მიმართულებებსა და იდეებს (ონტოლოგია, გნოსეოლოგია, ეთიკა) ანტიკურობიდან ახალი დროის ფილოსოფიის ჩათვლით.

ყველა დაინტერესებული მხარე ერთხმად აღიარებს, რომ მუზეუმებმა უფრო მჭიდრო კავშირი უნდა დაამყარონ საზოგადოებასთან და რომ მუზეუმები ფართო საზოგადოების მიმართ უფრო კეთილგანწყობილი უნდა გახდნენ. უპირველეს ყოვლისა, მუზეუმებმა უნდა განსაზღვრონ საკუთარი პრიორიტეტები და ეფექტიანად მართონ თავიანთი თანამშრომლები - ამ ნაბიჯმა შეიძლება ხელი შეუწყოს რაციონალურ ფინანსურ მართვას და ამით შეამციროს ზედნადები ხარჯები. მეორე - უნდა გაფართოვდეს მუზეუმების საქმიანობა, უნდა მოეწყოს გამოფენები ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ამ მხრივ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება მუზეუმის წარმატების ხელშეწყობის, მის მფარველებთან და ფართო საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარების ქმედითი საშუალებაა. მესამე - მუზეუმებმა უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებებში მიმდინარე ცვლილებები - ამ საზოგადოებებში ხომ მრავალი კულტურის ერთობლიობა გვხვდება - და უნდა გაათვითცნობიერონ, რომ მათი მუშაობის მომხმარებელია სხვადასხვა იდეოლოგიის, რწმენისა და ხშირ შემთხვევაში, წარმომავლობის საზოგადოება. ამ მიზეზით მუზეუმებმა უნდა შეიმუშაონ საკომუნიკაციო სტრატეგიები, რომლებიც მიმართული იქნება საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დამყარებისკენ, კულტურული გაცვლებისა და საერთო პრობლემების შესახებ კონსტრუქციული დიალოგისაკენ. და ბოლოს, მუზეუმების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს, აგრეთვე, მუზეუმთმცოდნეებისა და მუზეუმთა მენეჯერების სპეციფიკური ცოდნის დამკვიდრება, ოღონდ ამ პროცესში დაუშვებელია ხელოვნების ისტორიკოსების როლის უგულებელყოფა. 4 დღევანდელ დღეს მუზეუმებს ემუქრება საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია მათ ახალ როლთან მუდმივი ცვლილებების პროცესში მყოფ საზოგადოებებში - ეს არის მხოლოდ ბაზარზე ორიენტირებული პოლიტიკის დანერგვა და, შედეგად, მუზეუმების რეალური მიზნის - კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და წარმოჩენის - უკანა პლანზე გადასვლა. მუზეუმის დღევანდელი მიზნის მიღწევის ძირითადი საშუალებაა კოლექციების როლისა და საზოგადოების როლის დაბალანსება. ეს სახელმძღვანელო ორ მიზანს ემსახურება: ერთის მხრივ, წარმოადგინოს და მოკლედ გააანალიზოს მუზეუმების გარშემო არსებული საკითხები, მეორეს მხრივ კი, დაინტერესებულ მხარეებს შესთავაზოს ამ საკითხებთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემების მოგვარების გზები. „ისტორიული ასპექტი“ და „მუზეუმის როლი დღევანდელ საზოგადოებაში“ შესავალი თავებია, რომლებიც მკითხველის ყურადღებას ამახვილებს მუზეუმის მიზნის ინტერპრეტირებაზე და აფასებს წლების განმავლობაში ამ მიზნის მუდმივ ხელახალ განსაზღვრას საზოგადოების ცვალებადი მოთხოვნილების გათვალისწინებით. თავში „მუზეუმის მართვა“ განხილულია სტრუქტურის, ორგანიზებისა და კადრების საკითხები, რომლებიც მუზეუმებმა უნდა გაითვალისწინონ დღევანდელ დღეს. თავში „კოლექციათა მართვა“ გაანალიზებულია კოლექციების შეძენა და გასხვისება-ლიკვიდაცია, დოკუმენტაციის უზრუნველყოფა და მულტიმედიური მოწყობილობები, მისადგომობა, მოვლაპატრონობა, შენახვა და ტრანსპორტირება. ზოგადი თავი „საზოგადოებისთვის განკუთვნილი პროგრამები“ შედგება შედარებით მოკლე თავებისგან: 1. „ექსპოზიციები“ გაანალიზებულია სხვადასხვა კატეგორიებად მათი დაყოფის, დაგეგმვისა და შეფასების თვალსაზრისით; 2. „სამუზეუმო განათლება“ ეხება საგანმანათლებლო მომსახურებას, რომელსაც მუზეუმები თავიანთ მომხმარებლებს სთავაზობენ თავად მუზეუმში და მის ფარგლებს გარეთ. თავში „კომუნიკაცია“ განხილულია მარკეტინგის სტრატეგიები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს მუზეუმებში, განხილულია, აგრეთვე, ამ სტრატეგიათა პოზიტიური და ნეგატიური გამოყენება. თავი „მუზეუმები და საზოგადოება“ ეხება მუზეუმის პოტენციურ დამთვალიერებლებს, მათთან დაკავშირებულ პოლიტიკას და მათი საჭიროებების თაობაზე ინფორმაციის მოპოვების მეთოდებს

კურსი მიზნად ისახავს  სტუდენტების დაინტერესებას კულტურული ღონისზიებების ფორმირებაში, მათ უშუალო ჩართვას საგამოფენო და ექსპოზიციების სივრცეში.

პრაქტიკული დავალებების და ვიდეო ინსტრუქციების მეშვეობით მიღებული დავალებების განხორციელებას საექსპოზიციო გარემოში. 

36441616