ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სავალდებულო კურსი, კურსს შეიძლება დაესწროს ნებისმიერი მსურველი, რომელიც დააკმაყოფილებს წინაპირობას.
კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს აშშ-ის ისტორიის ძირითადი მომენტები. კურსი ფოკუსირებულია ამერიკის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და სოციალური სფეროს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ამერიკული ღირებულებები, ამერიკული პოლიტიკური ინსტიტუტების მახასიათებლები, ეკონომიკური სისტემა და სოციალური ურთიერთობები, კულტურა, მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები და აღმოჩენები. კურსი აგებულია ქრონოლოგიურ პრინციპზე.

 თანამედროვე ისრაელის მდგომარეობა 

კურსის მიზანია სტუდენტებს გამოუმუშავდეთ ინფორმაციის მიღებისა და კვლევის ჩატარების უნარი. კურსის მონაწილეებს დაეხმაროს თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ისტორიის გამოკვლევაში. სასწავლო პროგრამა მოიცავს ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბების, მისი სტრუქტურებისა და შიდა და გარეპოლიტიკური და ისტორიული პროცესების აღწერას. კურსი განკუთვნილია აღმოსავლეთმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების და თანამედროვე ისტორიის მიმართულების სტუდენტებისთვის.

მოიცავს 3 ასპექტს : ლექსიკა- 4სთ, გრამატიკა-2სთ,  ანალიზური კითხვა-2სთ

ფრანგული ენა 3 პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი ფლობს B1.2 დონით გათვალისწინებულ ზეპირ და წერით უნარ–ჩვევებს: 

-იგებს სხვადასხვა სახის აუდიო-ინფორმაციას, ახერხებს  მისი შინაარსის გადმოცემას, კომენტირებას, საქმიანი  კორესპონდენციის გაგებას, მის მშობლიურ ენაზე თარგმნას, მონაწილეობას იღებს ინტერაქციაში, წარმოადგენს თავის აზრს და ასაბუთებს მას

-საუბრის დროს სტუდენტი იცავს უცხო ენისთვის დამახასიათებელ ინტონაციას და აქვს სათანადო გამოთქმა

-აკეთებს პრეზენტაციებს

-სტუდენტს შეუძლია ფრანგულ ენაზე კომუნიკაცია: ის ადვილად იგებს მოსმენილს  და ახდენს მის ინტერპრეტაციას, სვამს შეკითხვებს, მსჯელობს ფრანგულ ენაზე  ყოფით თემებზე, აყალიბებს და გამართულად გადმოსცემს საკუთარ აზრს 

-კამათობს მოცემული საკითხის ირგვლივ და დამაჯერებლად აყალიბებს საკუთარ აზრის სოციალურ ეთიკურ და სამეცნიერო საკითხებზე-აანალიზებს ინფორმაციას და აკეთებს სინთეზს, მონაწილეობს დისკუსიაში-მუშაობს დამოუკიდებლად და ჯგუფურად

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა დიპლომატიის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო პერიოდზე, რომლის დროსაც მოღვაწეობდნენ ისეთი დიპლომატები როგორიც იყვნენ ტალეირანი, მეტერნიხი და ბისმარკი. ეს ის დიპლომატები არიან, რომელთა მოღვაწეობის შესწავლა აუცილებელია საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარებისა და საგარეო თუ უსაფრთხოების პოლიტიკაზე მომუშავე სპეციალისტებისათვის.

ამ ინტერდიციპლინარული სასწავლო კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს ამერიკისმცოდნეობის როგორც დისციპლინის რაობა; ხელი შეუწყოს სტუდენტების გათვითცნობიერებას და ჩართვას ამერიკისმცოდნეობის ძირითად მიმართულებებში: ამერიკის კულტურა, ცივილიზაცია, სოციალური განვითარება, ისტორია, ლიტერატურა, პოლიტიკა, მასმედია, განათლების სისტემა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ა.შ. ისეთ ცნებებში გარკვევა, როგორიც არის ინდივიდუალიზმი, თვითმყოფადობა, რეგიონალიზმი, თვითმმართველობა, თანასწორობა, რასიზმი, ქალთა უფლებები, იმიგრაცია, ურბანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა.

კურსი გაგაცნობს ეფექტური სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლების საჭიროა ეფექტური სწავლებისთვის, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის, რაც ხელსაყრელი და სასიამოვნოა, როგორც მასწავლებლისთვის, აგრეთვე მოსწავლეთათვის.

კურსი მიზნად ისახავს კლასიკური ხანის (ძვ.წ. VI-IV სს) ელინურ ლიტერატურასთან გაცნობას და განკუთვნილია მაგისტრანტებისთვის. კურსი ორგანიზებულია იმგვარად, რომ სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში ოპტიმალურად გაეცნონ ძველბერძნული ლიტერატურის უმთავრეს წარმომადგენლებსა და მათ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებებს; ის, ასევე, შეიცავს შემოქმედებით დავალებებს, რათა სტუდენტებმა მაქსიმალურად აითვისონ მასალა და შეძლონ მისი შინაარსის ღრმად გააზრება.

სალექციო კურსი ხელოვნების ისტორიის სპეციალობაზე ბაკალავარიატის ზოგადი კურსის გავლის შემდგომ სტუდენტებს გაღრმავებულ, პროფესიულ ცოდნას მისცემს შუა საუკუნეების ქართული მხატვრული ტრადიციის განვითარების ისტორიისა და თავისებურებების თაობაზე, ხელს შეუწყობს მათში კვლევისა და მეთოდოლოგიური ჩვევების ჩამოყალიბებას. რელიქვიებისა და გამოსახულებათა თაყვანისცემის ტრადიცია, რელიქვიების ადგილი ბიზანტიაში, ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და საქართველოში, ურთიერთგავლენათა ნიშნები, მსგავსებები და განსხვავებები - ყოველივე ეს დღევანდელი მედიევისტიკისათვის აქტუალურ პრობლემათა რიგისაა.

კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს გაუღრმავოს ცოდნა თანამედროვე ევროპულ ლიტერატურაში, კერძოდ, მოდერნიზმის და პოსტმოდერნიზმის მიმდინარეობას ხელოვნებაში.

მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი, როგორც ცნება, თავის თავში აერთიანებს ხელოვნებასა და კულტურაში, ადამიანის აზროვნებასა და სულიერ სამყაროში მიმდინარე პროცესებს, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში იჩენენ თავს.

კურსი განკუთვნილია მეშვიდე კლასის მოსწავლეთათვის.

კურსის მიზანია მეშვიდე კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიის შესავალი  და ძველი მსოფლიო ისტორიის ძირითადი საკითხების  სწავლება.

კურსის დასასრულს მოსწავლეებს შეეძელბათ ისტორიის რაობაზე მსჯელობა, პრეისტორიული ხანის პერიოდიზაცია, მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი ცივილიზაციების რუკაზე ჩვენება, დათარიღება და მახასიათებლებზე მსჯელობა.

 

 ამ კურსის შესწავლა სტუდენტს საშუალებას მისცემს სწაფუძვლიანად შეისწავლოს ფეოდალური ხანის საქართველოს ეკონომიკური ისტორია. სალექციო კურსი ითვალისწინებს უკვე არსებულ კვლევებთან ერთად, მდიდარ წყაროთმცოდნეობით ბაზის დამუშავებას. კურსის საბოლოო მიზანია სტუდენტს შეეძლოს საკითხის სრულყოფილი აღქმა.   

სასწავლო კურისის სტატუსი

კურსი წარმოადგენს სავალდებულო-არჩევით კურსს ჰუმანიტარული ფაკულტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, სპეციალობა-ისტორია, კულტუროლოგია.

კურსის მიზანი

სტუდენტების ყურადღების გამახვილება კოლექტიური მეხსიერების, ადგილისადმი დამოკიდებულების, გაზიარებული ტრავმის, როგორც ჯგუფის გამაერთიანებელი ფუნქციის მქონე მექანიზმზე; ასევე ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბება/ შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები

კურსი ეხმარება სტუდენტებს  ისტრიის სხვა რაკურსით, კერძოდ იდენტობის ფორმირება/შენარჩუნების მარკერებით, ადგილისა და სივრცის მნშვნელობის და კოლექტიური მეხსიერებისა თუ  გაზიარებული ტრავმის კუთხით აღქმაში.

 

კურსის მიზნები 

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს  სტუდენტს შეასწავლოს კულტურის ძირითადი საფუძვლები, განუმარტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში კულტურის როლი და მნიშვნელობა. გამოიმუშაოს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ცოდნა და გაცნობიერება

1. აანალიზებს კულტურის არსს.

2. აცნობიერებს სოციალური გამოცდილების გადაცემის მექანიზმს.

3.აცნობიერებს კულტურის როლსა და მნიშვნელობას საზოგადოების განვითარების პროცესში.

უნარი

1. ახდენს პრობლემების იდენტიფიცირებას, აანალიზებს და გადაჭრის მათ.

2. წარმოადგენს საკუთარ აზრს საჯარო პაექრობაზე.

3.აქტიურად მონაწილეობს დისკუსიებსა და დებატებში.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია სტუდენტმა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა ქართული ლიტერატურის უახლესი პერიოდის შესახებ. კურსის შესწავლისას გამოიკვეთება ქართული ლიტერატურის განვითარების გზა 1890-იანი წლებიდან XXI ს-ის მიმდინარე ლიტერატურული პროცესის ჩათვლით. 

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია სტუდენტმა მიიღოს გაღრმავებული ცოდნა თანამედროვე ქართული რომანის შესახებ შედარებით პერსპექტივაში. კურსის შესწავლისას გამოვლინდება ქართული რომანისტიკის განვითარების გზა. ქართული ლიტერატურული პროცესი განიხილება საზღვარგარეთულ ლიტერატურაში განვითარებულ მოვლენათა ფონზე. კურსის შესწავლის ერთ- ერთი მთავარი ამოცანაა, სტუდენტმა გამოააშკარაოს ის კულტურულ- ლიტერატურული კავშირი და მიმართება, რომელიც არსებობს ( და არსებობდა) ქართულ და მსოფლიო მწერლობას შორის, და რომელიც, გარკვეულწილად, იჩქმალებოდა საბჭოთა ეპოქის ლიტერატურათმცოდნეობის მიერ.