Курс обеспечивает знакомство слушателей с основами русской фонетики, грамматики и лексики на уровне А1. Курс обзорный, он не предполагает детальной проработки каждого языкового явления, предусмотренного стандартными требованиями к уровню А1, задача курса - в сжатой форме представить основные явления фонетики и грамматики, обобщить уже имеющиеся знания, вывести обучающихся в речь. Использование языка-посредника не предусмотрено, все фонетические и грамматические явления демонстрируются через иллюстративный материал.

მოცემული კურსის ფარგლებში, სტუდენტი გაიცნობს XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ესპანეთის ლიტერატურას.

ამ მიზნის მისაღწევად კურსის განმავლობაში განხილული იქნება მოცემული პერიოდის მთავარი ლიტერატურული მიმდინარეობები და სკოლები, სოციალურ-კულტურული გარემო, ექსისტენციალისტური ფილოსოფიის ავტორებისა და სხვა მნიშვნელოვანი მწერლების შემოქმედება. კურსი ასევე მოიცავს სხვადასხვა ნაწარმოების წაკითხვა-ანალიზს.

კურსის მიზანია სტუდენტებმა სიღმისეული ცოდნა მიიღონ სამხედრო ისტორიის შესახებ. ისინი გაეცნობიან, გაანალიზებენ სხვადასხვა პერიოდში საქართველოს ლაშქრის, არმიის შეიარაღებას, კონკრეტულად იარაღებს და საბრძოლო ტაქტიკას. 

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტმა სიღრმისეული ცონდა მიიღოს ანტიკური პერიოდის გამოჩენილი ადამიანების შესახებ. განსხვავებულ ჭრილში დაინახოს მათ მიერ გატარებული სოციაულურ-პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმები. სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტმა სიღრმისეული ცონდა მიიღოს ანტიკური პერიოდის გამოჩენილი ადამიანების შესახებ. განსხვავებულ ჭრილში დაინახოს მათ მიერ გატარებული სოციაულურ-პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმები. 

შესავალი დასაქმებულების და უმაღლესი მენეჯმენტის კომპენსაციების დაგეგმვაში, რომელიც დაეხმარება მსმენელებს პრაქტიკული ნაბიჯები გადადგან ორგანიზაციული მოწყობის სრულყოფის თვალსაზრისით.

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა საქართველოს ტერიტორიაზე გვიანბრინჯაოს ხანაში გავრცელებული კულტურების შესახებ. ამ კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან აღნიშნულ კულტურათა გავრცელების საზღვრებს და  ქრონოლოგიურ ჩარჩოებს. ასევე გაიგებენ რა ტიპის იარაღს ან ჭურჭელს იყენებდნენ იმ დროს ადამიანები, როგორ სახლებში ცხოვრობდნენ, რა წეს-ჩვეულებები ჰქონდათ და ასე შემდეგ. 

ამ კურსში წარმოდგენილია ქართული რელიგიისა და ტრადიციების ძირითადი ასპექტების ასახვა ლიტერატურაში. 

ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილები ძალიან მნიშვნელოვანია მწერლის საზოგადოებრივი და ბიოგრაფიული ცხოვრების სრულყოფილი შესწავლისათვის. კურსი გვაძლევს საშუალებას დეტალურად გავეცნოთ ნ. ბარათაშვილის როგორც პირად, ისე სამსახურეობრივ ეპისტოლეებს. 

რუსული ენის პროფესიული გამოყენების კურსის მიზანი არის, რუსული ენის უნარ-ჩვევების დახვეწა და გამოყენება პროფესიულ საქმიანობაში.

კურსი ორიენტირებულია ძირითადი ენობრივი და საკომუნიკაციო  მიმართულებების განვითარებაზე:

  • კითხვა. ამ ეტაპზე სტუდენტი აქტიურად კითხულობს სხვადასხვა სირთულისა და თემატიკის ჩინურენოვან საკითხავ მასალას.
  • წერა. სტუდენტი მოცემული თემატური სიტყვების, სურათის საფუძველზე თხზავს მცირე მოცულობის თხრობით ტექსტებს,  გადმოსცემს საკუთარ მოსაზრებას, ამასთანავე წერს წაკითხულის ან მოსმენილის შინაარსს.
  • ლაპარაკი. ინტერაქტიული მეთოდი საშუალებას აძლევს სტუდენტს სიმულაციური სიტუაციების        დახმარებით ისაუბროს სხვადასხვა ყოფით გარემოში, მოამზადოს დიალოგები, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში, გამოხატოს   საკუთარი შეხედულება, იმსჯელოს საზოგადოებრივ და პირად პრობლემებზე.
  • მოსმენა. მოსმენის უნარის გასანვითარებლად სტუდენტი ისმენს როგორც ცოცხალ მეტყველებას, ასევე აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს. მოსმენითი სავარჯიშოები ავითარებს სტუდენტის უნარს    ამოიცნოს       კონკრეტული ინფორმაცია და გაიგოს საუბრის  შინაარსი.

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა საქართველოს არქეოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდის - ბრინჯაოს ეპოქის, მისი ცალკეული ეტაპების (ადრე, შუა და გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანა) და ამ პერიოდში არსებული კულტურებისა და მისი წამყვანი ძეგლების შესახებ. ასევე გაეცნობიან კოლხურ კულტურასა და ანტიკურ სამყაროს.

სტუდენტები შეძლებენ გამოიყენონ მიღებული ცოდნა ბრინჯაოს ეპოქის სხვადასხვა ეტაპებისათვის დამახასიათებელი ძეგლების აღწერის, იდენტიფიცირების და გაანალიზების პროცესში. 

კურსი ეხება სიტყვაკაზმული მწერლობის გამომხატველობით საშუალებებს. მისი მიზანია, სტუდენტებს გააცნოს თითოეული ტროპული მეტყველების სახე და მათი კონტექსტური მნიშვნელობა ტექსტებში.

ბრინჯაოს ხანის პერიოდი გახლავთ საზოგადოების განვითარების ისტორიულ–კულტურული ხანა, როდესაც იარაღების დასამზადებელი ძირითადი მასალა იყო ბრინჯაო. ამ ლექციის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ექნებათ ყურადღება გაამახვილონ კავკასიის ტერიტორიაზე მიკვლეული არტეფაქტების უმეტესობაზე და განიხილონ მათი მნიშვნელობა.

კურსის მიზანია გავეცნოთ ინგლისური ენის განვითარების ძირითად პერიოდებს და მის კავშირს გერმანიკულ და ფრანგულ ენებთან

სასწავლო კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს ძირითადი კატეგორიები, რომელთა შესახებ მეცნიერული ცოდნის ჩამოყალიბება საფუძვლად დაედო კულტურის შემსწავლელ მეცნიერებათა ჩამოყალიბებასა და მათი ურთიერთმიმართების განსაზღვრას; კულტურის მეცნიერებებში არსებული უმთავრესი სკოლები და მათ წარმომადგენელთა შეხედულებები; აჩვენოს კულტურის ფენომენის ინტერდისციპლინური შესწავლის აუცილებლობა, საკვლევ საკითხთა აქტუალურობა და მათი კავშირი თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან.

თარგმანის კრიტიკის თეორია და პრაქტიკა ევროპასა და საქართველოში - ისტორიული განვითარება და თანამედროვე ტენდენციები.

ცოდნა ლექსიკური ერთეულების სპეციფიკური თვისებებისა და მახასიათებლების, იტალიური ენის ლექსიკურ–ფრაზეოლოგიური ფონდის ჩამოყალიბებისა და განვითარების ძირითადი ტენდენციების შესახებ; ცოდნა ლექსიკოგრაფიის რაობის, ლექსიკონების ტიპების და მათში ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ.

აღნიშნული კურსი შეისწავლის მოზარდის განვითარების თავისებურებებს და მისი გათვალისწინებით სასწავლო პროცესის წარმართვას.

   Home reading is a series of lectures dedicated to modern or classic books and authors of the English language. It helps students to practice fluency, analytical thinking, build confidence in the English language, learn how to work on the English texts, and acquire all the skills important for understanding and analyzing English texts. 

Throughout the course, the important works of Oscar Wilde will be discussed. The main focus will be on the analysis of the following short stories: Happy Prince; Nightingale and the rose; Selfish Giant; Devoted Friend; The Remarkable Rocket; The Young Prince; The Birthday of the infanta; An important emphasis will be put on the vocabulary component. New vocabulary items will be acquired and practised throughout the sessions. Apart from that students will practice their reading skills in the context of various topics.

12272184