კურსი შეიქმნა დოქტორანტი სტუდენტებისათვის, რათა საფუძვლიანად გაეცნონ სამეცნიერო ინფორმაციას, თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა "ვეფხისტყაოსანმა" შუა საუკუნეების ევროპულ ცივილიზაციაში.

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ცნობები VI-XV საუკუნის ეკლესიის მამათას და მოძღვართა ცხოვრებების, შრომებისა და საღვთისმეტყველო სწავლებების შესახებ.

ფოლკლორი ქართულ-ინგლისურ კომპარატივისტულ ჭრილში განკუთვნილია იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც აინტერესებთ შედარებითი ანალიზი, კულტურული სხვადასხვაობები, ფოლკლორი,მითოლოგია, ტრადიციები, გადმოცემები და სხვა.

კურსის მიზანია გააცნოს და შეასწავლოს მაგისტრანტს თარგმანის ლინგვისტიკის ძირითადი მახასიათებლები. მაგისტრანტი უნდა ეზიაროს ტექსტისა და თარგმანის ანალიზის თანამედროვე მეთოდოლგიას და წარმატებით გამოიყენოს შეძენილი ცოდნა საკუთარ თეორიულ და პრაქტიკულ მთარგმნელობით საქმიანობაში.

სავალდებულო კურსი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის

ამერიკული ფილოსოფიის კურსი წარმოადგენს აშშ ფილოსოფიური აზრის სისტემურ პრეზენტაციას 1620 წლიდან ვიდრე დღემდე.  კურსის მოსმენის შემდეგ სტუდენტი შეიძენს ზოგად ცოდნას იმის შესახებ თუ რას წარმოადგენს ამერიკული ფილოსოფია, რა ადგილი უკავია მას, ჩრდილო-ატლანტიკური ცივილიზაციის არეალში, გაერკვევა ამერიკული ფილოსოფიის თვალსაწიერში არსებულ საკითხებსა და პრობლემებში; კურსი საშუალებას მისცემს სტუდენტს გაერკვეს ამერიკული კულტურის თავისებურებებში, გაეცნოს ძირითად ფილოსოფიურ ტენდენციებს, სკოლებს მიმდინარეობებს. 

კურსის მიზანია გააცნოს და შეასწავლოს მაგისტრანტს თარგმანის, როგორც სხვადასხვა ერის კულტურათა დიალოგის დამაკავშირებელი ლიტერატურული მოვლენის ღირებულება და დანიშნულება. 

კურსის ფარგლებში შევისწავლით პიროვნების განვითარების საკითხებს და მათზე კონტექსტის ზეგავლენის შესახებ უახლეს თეორიებსა  და კვლევებს:
  • პიროვნების შესწავლის თეორიული ჩარჩო მაკ ადამსის მიხედვით
  • გარემოს გავლენის მექანიზმები სოციალიზაციის პროცესში
  • პიროვნების განვითარების მიკრო და მაკრო კონტექსტები
  • პიროვნული და სოციალური იდენტობა
  • ოჯახის როლი სოციალიზაციის პროცესში
  • კულტურის როლი პიროვნების ფსიქო-სოციალური ჩამოყალიბების პროცესში

ეს კურსი მიზნად ისახავს ბაკალავრიატში ზოგადი კურსის გავლის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების (ახალი და უახლესი პერიოდის) პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ისტორიის ცალკეული პრობლემების სამეცნიერო ანალიზს და სინთეზს, მიღებული ცოდნის გაღრმავებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შესაბამისი წყაროების და სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავებას და  განხილვას.

სავალდებულო კურსი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის. ასევე, არჩევითი ნებისმიერი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის.

კურსი შექმნილია მე-7 კლასის მოსწავლეებისათვის, კერძოდ კი - სსიპ ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა - მათემატიკური N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის. საგნის მიზანია, მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოება, მათი ჩართვა სხვადასხვა აქტივობებსა თუ პროექტებში. როგორც ვიცით, სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს არ იცნობენ, რადგან სწავლა აქ მე-7 კლასიდან იწყება, ამიტომ ამ კურსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვების ადაპტაციისა და ინტეგრაციისათვის. 

კურსის მიზანია ამერიკანისტიკის მაგისტრატურის სტუდენტებს შეუქმნას ძირითადი წარმოდგენა იმ ერთიან ესთეტიკურ  და მსოფმხედველობრივ კონტექსტზე რაც მეოცე საუკუნის ურთულეს მოვლენას , ამერიკულ ლიტერატურას და ხელოვნებას აერთიანებს და საერთო ნაციონალურ თვითგამოხატვის ფორმად აქცევს .

ძალადობის სტრუქტურული ლოგიკის სისტემურ კურსი დაფუძნებულია ძალადობის კლასიკურ და თანამედროვე თეორიებზე. კურსი განკუთვნილია სოციოლოგიისა და ფილოსოფიის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის

კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დასაწყისსა და მის შემდგომ განვითარებას, პირველი ქართულ-ამერიკული კონტაქტიდან, 1803 წლიდან 1921 წლამდე.

ყოველდღიურობის ისტორია, მიკროისტორიის ერთ-ერთი დარგია. დღევანდელ დღეს ჩვენთვის მეტად საინტერესო და მიმზიდველი გახდა იმის გაგება და შესწავლა თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი წარსულში, როგორი ყოველდღიურობა ქონდათ მათ ? რამდენად მსგავსი, ან განსხვავებული იყო მათი ყოველდღიური ცხოვრება ჩვენი ცხოვრებისაგან. მეცნიერებს დიდი ძალისხმევა ესაჭიროებათ, რათა შეისწავლონ და გაიგონ მათი ყოფა-ცხოვრება. ყოველდღიურობის ისტორიას მეორენაირად შეგვიძლია „ხალხის ისტორიაც“ ვუწოდოთ. მისი შესწავისას ყურადღებას ვამახვლებთ არა მარტო კონკრეტულად პოლიტიკური ისტორიის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა : პოლიტიკა, რელიგია, ეკონომკა, ბრძოლები, მეფეების და არისტოკრატების ცხოვრება, რასაც ძირითადად პოზიტივისტები შეისწავლიდნენ, არამედ უშუალოდ, უბრალო ხალხის ცხოვრებაზე, იმ პერიოდის ტრადიციებზე, რწმენებზე, ჩვევებზე, როგორ ესმოდათ ესა თუ ის საკითხი შუა საუკუნეებში, რა ეცვათ, რას ფიქრობდნენ, რას გრძნობდნენ, რას ჭამდნენ, რისი ეშინოდათ, რისი სწამდათ, მოხუცების, ქალების, ბავშვების როლი საზოგადოებაში და ასე შემდეგ.
ყოველდღიურობის ისტორია
გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული საკითხის საკმაოდ ფართოდ შეგვიძლია გავშალოთ, მედიევისტებს დიდი შრომის გაწევა უხდებათ, წყაროებიდან საჭირო ინფორმაციის ამოსაღებად. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადამუშავება, გააზრება და ინტერპრეტაცია. მეცნიერებს დღემდე უჭირთ შეთანხმდნენ თუ რა საკითხები უნდა შევიდეს ყოველდღიურობის ისტორიაში და რა არ უნდა შევიდეს. ევროპული სამეფო კარის ჩანაწერებიდან ჩვენ შევიძლია გარკვეული ინფორმაცია მივიღოთ იმ პერიოდის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თუმცა აქ შეზღუდვა გვაქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს წყაროები ძირითადად მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებს ეხებათ. სამეფო კარი და არისტოკრატია მოსახლეობის მცირე ნაწილს წარმოადგენდნენ და მთლიანი სურათის დანახვა ძალიან ძნელდება. აქ ჩვენ მედლის მხოლოდ ერთ მხარეს ვხედავთ, არადა ჩვენთვის ორივე მხარე საინტერესოა. ზუსტად ამ აზრამდე მისვლამ გამოიწვია მეცნიერების სურვილი დაეწყოთ ყოველდღურობის ისტორიის კვლევა. თუმცა ეს იმგვარად არ უნდა გავიგოთ, თითქოს ყოველდღიური ცხოვრება მხოლოდ უბრალო ხალხს გააჩნდა და რომ მხოლოდ მათი გადმოსახედით ვიკვლიოთ. არა, რათქმა უნდა. აქ იგუისხმება, რომ უბრალო ხალხი : გლეხები, ვაჭრები, ხელოსნები, და ასე შემდეგ ყოველთვის და ყველგან აღემატებოდნენ სამეფო კარს და თავადებს რაოდენოიბთ და ამგვარად მათი ყოველდღიურობის შეუსწავლელობა ბევრს დაგვაკლებს.

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა საქართველოს პრეისტორიული ხანის არქეოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდის - ბრინჯაოს ეპოქის, მისი ცალკეული ეტაპების (ადრე, შუა და გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანა) და ამ პერიოდში არსებული კულტურებისა და მისი წამყვანი ძეგლების შესახებ.

სტუდენტები შესძლებენ გამოიყენონ მიღებული ცოდნა ბრინჯაოს ეპოქის სხვადასხვა ეტაპებისათვის დამახასიათებელი ძეგლების აღწერის, იდენტიფიცირების და გაანალიზების პროცესში. მკაფიოდ გაიაზრონ და აქტიურად ისარგებლონ მიღებული ინფორმაციით დარგობრივ თემატიკაზე მუშაობისას.სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები უნდა  ფლობდნენ საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა რეგიონებში გავრცელებული ცალკეული კულტურების შესახებ ცოდნას მათი ქრონოლოგიური, სოციალ-ეკონომიკური და არსებითი კულტურული მახასიათებლების კუთხით.  ამ არეალში აღმოჩენილ და შესწავლილ სხვადასხვა ტიპის ძეგლებსა (ნამოსახლარები, სამაროვნები, სამარხები, განძები, სამლოცველოები, სახელოსნოები) და მათ არქეოლოგიურ კონტექსტზე სტუდენტმა უნდა შესძლოს იმუშაოს პროფესიული საქმიანობის დროს. ასევე, ის უნდა ფლობდეს იმ სპეციფიკურ მიდგომებს, რასაც ბრინჯაოს ეპოქის კულტურების მრავალფეროვანი ტიპის მასალებზე (სამეთუნეო ნაწარმი, ბრინჯაოს ნიმუშები, ძვირფასი ლითონისგან დამზადებული სამკაული და ტორევტიკა თუ სხვა) მუშაობა მოითხოვს. ისინი აითვისებენ  ბრინჯაოს ეპოქის სხვადასხვა ეტაპების კულტურათა ჩამოყალიბებისა და განვითარების საკითხებს და შესძლებენ შესაბამისი პერიოდის კულტურული პროცესების დახასიათებას, თითოეული ამ დარგის ტექნიკური და მხატვრულ-სტილისტური ნიშნების შეფასების მხრივ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება საბაზისო ცოდნა საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ამ ეპოქის წამყვანი არქეოლოგიური ძეგლების შესახებ და შესძლებს ამ მასალებით ოპერირებას სპეციალობაში მუშაობის დროს.

  • კურსში განხილულია წერის ტიპოლოგიისა და ანბანური დამწერლობის წარმოშობისა და განვითარების საკითხები.
  • განხილულიაა გრამატოლოგიის თეორიული საკითხები.
  • სპეციალური განხილვის საგანია ძველი ქართული ანბანური დამწერლობის წარმოშობისა და განვითარების საკითხები და მოცემულია მისი წერილობითი წყაროს დადგენის ცდა.

სალექციო კურსი ეხება ხელოვნების მხატვრული ანალიზის საფუძვლებს. კურსის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას მხატვრული ნაწარმოების შეფასებისათვის აუცილებელი კრიტერიუმების შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე მსმენელი შეძლებს მხატვრული ნიმუშის შეფასებას, გამხილვასა და ანალიზს. კურსი დაეხმარება სტუდენტს გაეცნოს ხელოვნების მეთოდური და სტრუქტურული ანალიზის სხვადასხვაგარრ ხერხებს; გამოიმუშავებს იმ ძირითადი უნარებს, რაც აუცილებელია მხატვრული ნაწარმოების კრიტიკული ანალიზის, შეფასებისა და წერისათვის.