სალექციო კურსი მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტს პატრისტიკული ღვთისმეტყველება დოგმატური  ფორმულირებების  ანალიზის კუთხით. ყურადღება გამახვილებულია ტრინიტარულ და ქრისტოლოგიურ ტერმინოლოგიაზე. სტუდენტი გაეცნობა დოგმატურ ფორმულირებებთან მჭიდროდ დაკავშირებულ ნომინაციის საკითხს ისე, როგორც ეს წარმოდგენილია ეკლესიის მამათა ენის თეორიაში. ძირითად საკითხავ მასალად შერჩეულია იოანე დამასკელის „გარდამოცემა“, რომელშიც წარმოდგენილია პატრისტიკულ ტრადიციაში საუკუნეების განმავლობაში შემუშავებული საღვთისმეტყველო-დოგმატური ტერმინოლოგია. ბერძნული ორიგინალი სისტემატური სახით უდარდება ეფრემ მცირისა და არსენ იყალთოელის თარგმანებს, აგრეთვე თანამედროვე ქართულ თარგმანს  ქართული ტერმინოლოგიის შესწავლისა და ანალიზის  მიზნით. დოგმატური ტერმინოლოგიისა და ფრაზეოლოგიის დასაზუსტებლად სისტემატური სახით მოხმობილია პარალელები ინგლისური და სხვა ევროპული ენებიდან.

კურსის მიზანია ბერძნული ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის საკითხების შესწავლა თანამედროვე კულტუროლოგიის კუთხით და XX საუკუნის ბერძნულ ლიტერატურაში წარმოდგენილი რიტუალების ანალიზი. მხატვრულ ნაწარმოებებში რიტუალთა ფუნქციასა და როლთან ერთად ყურადღება გამახვილდება რიტუალთა უნივერსალურ და ბერძნული სინამდვილისათვის დამახასიათებელ ასპექტებზე.

9025088