კურსის მიზანია სკანდინავიის რეგიონის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის  შესახებ სიღრმისეული და სისტემური ცოდნის მიცემა სტუდენტებისთვის, რათა მათ შეეძლოთ სკანდინავიის ქვეყნების მაგალითზე პატარა ქვეყნების  საგარეო პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა და შეფასება.

სასწავლო კურსის მიზანია, მაგისტრანტმა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა სკანდინავიის ქვეყნების ლიტერატურათა ისტორიაში. შვედეთისა და ფინეთის ლიტერატურების მაგალითზე. სკანდინავიის ამ ქვეყნების ლიტერატურებს შემოქმედებითი განვითარების სერიოზული მსგავსება გააჩნიათ, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, განპირობებულია იმით, რომ ფინეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შვედეთის სამეფოს ნაწილს წარმოადგენდა. დღესაც, დამოუკიდებლ ფინეთში, შვედური მეორე ოფიციალური ენაა, ფინურენოვანი მწერლობის პარალელურად კი არსებობს და ვითარდება ფინეთის შვედურენოვანი ლიტერატურაც. კურსის შესწავლისას განიხილება შვედეთის და ფინეთის მწერლობის მიერ განვლილი გზა უძველესი დროიდან თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებამდე; შეისწავლება ამ ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობები და ტენდენციები.

სასწავლო კურსის მიზანია, მაგისტრანტმა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა სკანდინავიის ქვეყნების ლიტერატურათა ისტორიაში ნორვეგიული, დანიური და ისლანდიური ეროვნული ლიტერატურების მაგალითზე. სკანდინავიის ამ ქვეყნების ლიტერატურებს საერთო ძირები და შემოქმედებითი განვითარების სერიოზული მსგავსება გააჩნიათ. კურსის შესწავლისას განიხილება აღნიშნული ეროვნული ლიტერატურების განვლილი გზა უძველესი დროიდან 1860-იან წლებამდე; მაგისტრანტები შეისწავლიან ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ ძირითად ლიტერატურულ მიმდინარეობებს და ტენდენციებს. ასევე, ყურადღება დაეთმობა აღნიშნული პერიოდის ნორვეგიული, დანიური და ისლანდიური ლიტერატურების ჟანრობრივ და ესთეტიკურ თავისებურებებს.

9221216