თანამედროვე მსოფლიო წესრიგი ეს ერების (ნაციების) მსოფლიო წესრიგია. ერების წარმოშობაში, ასევე განგრძობადობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნაციონალიზმის იდეოლოგიას.  ამგვარად, ამ ფენომენების არსის ღრმად  გაგების გარეშე შეუძლებელია ეროვნული ისტორიების რეპრეზენტაცია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს ცნებები გაიგება სხვადასხვაგვარად გამომდინარე ამოსავალი თეორიული პოსტულატებიდან. ამ განსხვავებული მიდგომების ცოდნა აუცილებელია. ისტორიული რეპრეზენტაცია , ისტორიული პრაქტიკა დამოკიდებულია სწორედ ამ ცნებების გაგებაზე.  აქედან გამომდინარე ყველა ისტორიკოსისათის აუცილებელია გაერკვეს ერისა და ნაციონალიზმის იდეოლოგიის სხვადასხვა დეფინიციაში.  ამ კურსის ფარგლებში სწორედ ამის საშუალება მიცემათ სტუდენტებს. აღნიშნულ სფეროში ფაქტობრივი ცოდნის დაგროვების გარდა,, ისისნი გააცნობიერებენ თეორიის მნიშვნელობას ისტორიული კვლევისათვის, ასევე ცნობილი ქართველი მოღვაწეების ნააზრევის განხილვას შეძლებენ თანამედროვე თეორიების კონტექსტში

იდენტობა ნიშნავს გარკვეული ნიშნებით მარკირებული ჯგუფის წევრობის ცნობიერებას. მრავალი ტიპის იდენტობა არსებობს. ისტორიული პროცესების რეპრეზენტირებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოლექტიური კულტურული იდენტობანი. მათ რიცხვს განეკუთვნება ეთნიკური და ნაციონალური (ეროვნული) იდენტობანი.  ქართული იდენტობა ძალიან საინტერესო მოვლენაა. მრავალ ეროვნულ იდენტობათა შორის მას გამოარჩევს დიდი განგრძობადობა. ამიტომ მისი კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო კონკრეტული ფაქტების მოძიების, არამედ თეორიული განზოგადებებისათვისაც. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში იდენტობის კვლევა არ ხდებოდა. ქართული იდენტობის ისტორიოგრაფია სულ ორ ათეულ წელს ითვლის. ეს კურსი მიზნად ისახავს ამ ხარვეზის შევსებას. სტუდენტები გაეცნობიან თანამედროვე დასავლურ თეორიულ მიდგომას, რომლის საფუძველზე  მიზანშეწონილია, რომ მოხდეს იდენტობის  ფორმირების პროცესის რეპრეზენტირება, აგრეთვე,  დაუკვირდებიან ორ  უმნიშნელოვანეს იდენტობრივ მარკერს: თვითსახელწოდებას და ენას.

9145544