სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტმა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა სკანდინავიური ენების წარმოშობისა და განვითარების შესახებ. კურსის შესწავლისას განიხილება სკანდინავიური ენების ადგილი გერმანიკულ ენათა პერსპექტივაში, და ნორვეგიული და შვედური ენების ისტორია სკანდინავიურ ენათა ჩამოყალიბებისა და განვითარების კონტექსტში.

სასწავლო კურსის მიზანია, შეასწავლოს სტუდენტებს სკანდინავიური კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის - ფოლკლორული და ლიტერატურული ზღაპრის ჟანრობრივი მახასიათებლები, თხრობითი ტრადიციის თავისებურებები და სოციოისტორიული ასპექტები. სასწავლო კურსი მოიცავს კონკრეტული ტექსტების განხილვას შვედური, ნორვეგიული, ფინური და დანიური ფოლკლორიდან და აგრეთვე, დისკუსიებს საავტორო ზღაპრების სპეციფიკური იდეოლოგიური აქცენტების შესახებ (გენდერული როლები, ადამიანის იდენტობა, გარემოს დაცვა).

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა სკანდინავიური ლიტერატურის შესახებ ნორვეგიული ლიტერატურის მაგალითზე. კურსის შესწავლისას წარმოჩინდება ნორვეგიული (და საზოგადოდ სკანდინავიური) ლიტერატურის განვითარების გზა უძველესი დროიდან მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებამდე; შეისწავლება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობები და ტენდენციები. ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა აღნიშნული პერიოდის ნორვეგიული ლიტერატურის ჟანრობრივ და ესთეტიკურ თავისებურებებს.

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა სკანდინავიური ლიტერატურის შესახებ ნორვეგიული ლიტერატურის მაგალითზე. კურსის შესწავლისას წარმოჩინდება ნორვეგიული (და საზოგადოდ სკანდინავიური) ლიტერატურის განვითარების გზა  მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან თანამედროვე ეპოქამდე; შეისწავლება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობები და ტენდენციები. ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა აღნიშნული პერიოდის ნორვეგიული ლიტერატურის ჟანრობრივ და ესთეტიკურ თავისებურებებს.

8957688