არჩევითი კურსი კავკასიის შედარებით პოლიტიკაში მიზნად ისახავს კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესების გაცნობას, რეგიონში შემავალი სახელმწიფოების საშინაო და საგარეო პოლიტიკის ანალიზს. კურსის ფარგლებში ასევე შეისწავლება რეგიონში მოქმედი გეოპოლიტიკური აქტორების გავლენა და კონცეფციები, რომლებიც კავკასიის რეგიონული კუთვნილების ხელახალ გადახედვას ითვალისწინებს. აღნიშნული კურსის თემატიკა ეხება, კავკასიაში მიმდინარე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ პროცესებს და ხშირ შემთხვევაში მათ ისტორიულ წინამძღვრებს; ურთიერთდაპირისპირების დინამიკას და კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტებს;