კურსის მიზნია განიხილოს ურთიერთობა  ორ სამყაროს შორის: ქრისტიანული, ევროპული ანუ დასავლური სამყარო და აღმოსავლური ანუ ისლამური სამყარო. საკითხები დაჯგუფებულია ორი ძირითადი თემის გარშემო: შეჯახება/კონფლიქტი და მშვიდობიანი თანაარსებობა/დიალოგი.

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტის გათვითცნობიერებას მსოფლიოში მიღებული გარკვეული დიპლომატიური ცერემონიალების და პროტოკოლით განსაზღვრული ქცევებისა და ნორმების წესებში. ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვა. საქართველოს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად აღიარებამ, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებამ, ქვეყანაში საზღვარგარეთის სახელმწიფოების დიპლომატიური, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს წარმომადგენლობე-ბის გახსნამ მკვეთრად შეცვალა ვითარება. შემოთავაზებული კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს როგორ გახდეს თავდაჯერებული საზოგადოებაში, გადალახოს მრავალი საყოყმანო მომენტი, იყოს ინიციატორი თუნდაც ისეთი, ერთი შეხედვით მარტივი საკითხების მოწესრიგებისა, როგორიცაა საუბრის წარმართვა, შესაბამისად ჩაცმა და სხვ. კურსის მიზანია სტუდენტს ასევე გააცნოს ზოგადად დიპლომატიის არსი და მნიშვნელობა.. ასევე გაარკვიოს, რა მიზნით ეწყობა დიპლომატიური ცერემონიალი – როგორც გარკვეული ფორმალობების მკაცრი დაცვა. ასევე გათვითცნობიერდეს პროტოკოლის, როგორც იერარქიული წესრიგის ფორმის მნიშვნელობაში, ასევე დაეხმაროს სტუდენტს კარგი მანერების ათვისებაში.

სასწავლო კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს ისტორიული მეცნიერების განვითარების ცალკეული ეტაპები რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამ ქვეყნებში ისტორიულმა მეცნიერებამ განვითარების საინტერესო გზა გაიარა და თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო ისტორიის განვითარებაში. საგნის გავლის შემდეგ სტუდენტს შეეძლება სხვადასხვა პერიოდისა და იდეურ საფუძვლებზე მდგომი ისტორიული მოსაზრებების შედარებისა, რაც უდავოდ დაეხმარება მას შემდგომ მუშაობაში.

შემოთავაზებული სალექციო კურსი მიზნად ისახავს არა მარტო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ღრმად გაცნობას სტუდენტებისათვის, არამედ მის საფუძვლიან განხილვას იმ პერიოდის მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან ურთიერთკავშირში, რაც უნდა შესძლონ არა ზედაპირულად და მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან, არამედ იმ პერიოდის მსოფლიოში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინების ფონზე. მით უმეტეს, რომ წარმოდგენილი რეგიონი ისევე როგორც ადრე, ამჟამადაც ერთ-ერთ კრიზისულ კვანძად იქცა ევროპის და ზოგადად მსოფლიოს საერთაშორისო ურთიერთობებში.

რომის პაპების პოლიტიკა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. მათი პოლიტიკური საქმიანობა განსაკუთრებით საინტერესოა ახალი ისტორიის პერიოდიდან. კურსში განხილულია პერიოდი პაპობის წარმოშობიდან ბენედიქტე XVI-ის ჩათვლით, ასევე მათი ბულები, პაპობის როლის დაკნინება და რეფორმაცია.

World War II is the most tragic page in the human history. 50 million people, much more than in any other war, were killed during the Second World War. The course will help you to understand what were the reasons of the Second World War, who were guilty in undoing the war, how did they come to power, etc. Want to find answers on these and many other questions regarding the Second World War? Then you are in a right place. You will learn the course of war, the basic operations, wartime diplomacy among the anti-German coalition. This course also will help you meet other goals, like an ability to inquire, think and analyze, an understanding of human behaviour.

კურსის ფარგლებში სტუდენტი გაეცნობა საფრანგეთის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდს, რომლის დროსაც საფრანგეთი იქცა იმ პერიოდის ზესახელმწიფოდ. კურსის ძირითად ნაწილებს წარმოადგენს:

*ანრი IV-ის საფრანგეთი;

*ლუი XIII-ის მეფობა და კარდინალ რიშელიეს მოღვაწეობა;

*კარდინალ მაზარინის საშინაო და საგარეო პოლიტიკა;

*ლუი XIV-ის საფრანგეთი.

12045504