კურსის მიზანია ტექსტის სტილისტიკის ასპექტების ინტეგრირებული სწავლების დანერგვა. სტუდენტების მიერ ლინგ­ვის­ტური და ლიტერატურათმცოდნეობითი სტილისტიკის ნა­წი­ლობრივი კომპეტენციების საფუძველზე ერთიანი კონცეპტუალური ცოდნის შეძენა.

ამოცანები: მოიცვას სტილისტური მოვლენების რაც შეიძ­ლება ფართე სპექტრი, რომელიც შეესაბამება:

-         ლიტერატურათმცოდნეობითი სტილისტიკის თეორიის თანამედროვე გაგებას.

-         სტილისტიკის ლინგვისტური (ფუნქციონალური და პრაგმატიკული) თეორიების განვითარების უახლეს საფეხურს.

ამგვარი კომბინაცია ლიტერატურული და ლინგვისტური მიდგომებისა ისეთი კვლევის ობიექტისადმი როგორიც არის ტექსტი საშუალებას  იძლევა შეუქმნას სტუდენტს მხატვრული/ფიქციონალური ტექს­ტე­ბის ინტერპრეტაციისა და არამხატვრული, (პრაგმატიკული) ტექს­ტების ანალიზის  მეთოდოლოგიური (თეორიულ-პრაქტიკული) საფუძველი, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებში ტექსტზე ორიენტირებული მუშაობის ინტერესის გაღვიძებასთან ერთად  ტექსტის კვლევის თეორიულ– მეთოდოლოგიური საფუძველის შექმნას სამაგისტრო ნაშრომებზე მუშაობისთვის, მომავალი სამეცნიერო  ან/და პრაქტიკული საქმიანობისთვის.  

სასწავლო კურსი განკუთვნილია გერმანული ფილოლოგიის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის.

კურსი გერმანული ენათმეცნიერების ძირითადი ასპექტები საკომპეტენციოა და გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის მაგისტრატურის ორივე მოდულის: გერმანული ენათმეცნიერება და გერმანული ლიტერატურათმცოდნეობა სტუდენტების სწავლებისთვის არის განკუთვნილი მათ მიერ კურსის შესაბამისი  კომპეტენციების გერმანული ფილოლოგიის  მოდულში: გერმანული ენათმეცნიერება დაუფლებისთვის

მიზანი:

- გააცნოს MA  გერმანისტული ლინგვისტიკის თანამედროვე დონე და  ჩაუყაროს საფუძველი მომდევნო ორ სემესტრში    შემოთავაზებული  სპეციალური თეორიული დისციპლინების ძირითადი სპექტრის შესწავლას გერმანულ ენათმეცნიერებაში. გამოუმუშავოს სისტემატური, მოდულზე გერმანული ენათმეცნიერება ორიენტირებული ცოდნა. 

- სპეციალურად შერჩეულ სამეცნიერო ლიტერატურაზე  მუშაობისა და ლინგვისტური პრობლემების იდენტიფიკაციისა და მათი სხვადასხვა მეთოდებით გადაწყვეტის უნარი.

- ამა თუ იმ პრობლემაზე კრიტიკული ინფორმაციის მოძიების ან თავად კრიტიკული პოზიციის გამომუშავების უნარი, რათა  გაღრმავდეს გერმანული ენათმეცნიერების ასპექტებისადმი   მეცნიერული ინტერესი იმგვარად, რომ მათ შესძლონ მიღებული ნაწილობრივი კომპეტენციების შედარების საფუძველზე თვით წამოაყენონ მათთვის საინტერესო ჰიპოტეზა ამა თუ იმ ასპექტში და შესძლონ გამოიყენონ თანამედროვე მეთოდები  შესაბამისი ენობრივი ერთეულების კორპუსის ან ტექსტის კვლევის დროს.   

სოციოლინგვისტიკა არის სოციოლოგიისა და ლინგვისტიკის მიჯნაზე მგდომი დისციპლინა. მან გერმანულ რეალობაში შეიძინა ინდივიდუალური შტრიხები, რის გამოც ეწოდა სახელი "გერმანისტული სოციოლინგვისტიკა". მისი შესწავლის ობიექტი ორი კომპონენტით არის წარმოდგენილი:

1) ის აღწერს გერმანული ენის, ერთი მხრივ, როგორც მშობლიურისა და მეორე მხრივ, როგორც უცხოური ენის გავრცელების არეალებს, მის მომხმარებლებს და მოხმარების ინდივიდუალობებს ენის ფუნქციურ დატვირთულობასთან მიმართებაში; წარმოაჩენს გერმანული ენის ვარიეტეტებს გერმანულენოვან ქვეყნებში; მის სახელმწიფოებრივ სტატუსს, ასევე მის სტატუსს საერთაშორისო ორგანიზაციებში

2) შეისწავლის სოციალურ გრადაციას/სოციალურ შკალირებას და მასთან დაკავშირებულ სოციოლექტებს, იდიოლექტებს, დიალექტებს; აღწერს ენობრივ კონფლიქტებს ინდივიდის სოციალურ გრადაციასთან და მის ენობრივ სოციალიზაციასთან მიმართებით; ასევე ოფიციალურ ინსიტუციებში წარმოქმნილ ენობრივ ბარიერს/ კონფლიქტების კლასიფიცირებასა და მათი პოტენციური გადალახვის შესაძლებლობას

წინამდებარე კურსს პირველად ვთავაზობთ გერმანული ფილოლოგიის მიმართულების მაგისტრებს.ის არ არის ინტეგრირებული ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში. მისი შემოტანის აუცილებლობა განპირობებულია სინტაქსის თეორიის კვლევის განვითარების მაღალი დონით და ამასთან დაკავშირებით წარმოქმნილი სხვადასხვა მიმდინარეობის ცოდნის აუცილებლობით. კურსი იკითხება გერმანულსა და ქართულ ენაზე შეჯრით (შესაბამისად ჯგუფის მომზადების დონისა) და რამდენიმე მიზანს ემსახურება

1) მისი პირდაპირი დანიშნულებაა, სწავლების რაკურსში მოაქციოს ხუთი სინტაქსური თეორია,რომლებიც ყალიბდებოდა ზოგადად ლინგვისტურ სივრცეში, მათ შორის გერმანულ არეალში, გასული საუკუნის ორმოციანი წლებიდან მოყოლებული გარკვეულწილად როგორც ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული, მაგრამ არსებითდ როგორც ერთმანეთის შემავსებელი თეორიები, რამდენადაც თითოეული მათგანი ინდივიდუალური პოზიციიდან ესწრაფვოდა აღსაწერი ფენომენის მაქსიმალურად ადეკვატური სურათის შექმნას. ესენია:წინადადების ველებად დაყოფის თეორია (das Stellungfeldmodell) ; ვალენტობის თეორია (die Valenztheorie) ; გენერატიული გრამატიკა (die generative Grammatik); ფუნქციონალური გრამატიკა (die funktionale Grammatik) ; ოპტიმალობის თეორია (die Optimalisatstheorie)

2) წარმოაჩინოს ამ ფონზე გერმანული ლინგვისტური თეორიები, როგორც მსოფლიო ლინგვისტური აზროვნების პროცესის იმანენტური ნაწილი, ისევე როგორც მათი თავისებურებანი გერმანული ენის სპეციფიკის გათვალისწინებით

3)გამოუმუშაოს მაგისტრანტს უნარი ორიგინალურ ლინგვისტურ ლიტერატურაში დამოუკიდებლად წვდომისა, ურთიერთგამომრიცხავი თეორიების გაანალიზებისა და თითოეულ მათგანში რაციონალური მარცვლის დანახვისა. 

4)ჩამოუყალიბოს მაგისტრანტს დისციპლინათშორისი აზროვნების უნარი, კერძოდ, შესწავლილი თეორიებისა და კვლევის მეთოდების/ ტესტების განზოგადება და მათი გამოყენება-მისადაგება მშობლიური ენის , ასევე მისთვის ნაცნობი სხვა ენების მიმართ

8903712