კურსი ინტერდისციპლინურია და მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატიის აქტივობების განხილვას საგარეოპოლიტიკურ, ისტორიულ, პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ, მედია და კომუნიკაციების კონტექსტში. პირველად და მეორეულ წყაროებზე დაყრდნობით, შესწავლილ იქნება 1945 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა საპრეზიდენტო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული სახალხო დიპლომატიის განვითარების თავისებურებები, მახასიათებლები და მიზნები. წყაროების განხილვის შედეგად მაგისტრანტები შეძლებენ გაიგონ, თუ როგორ აისახა შეერთებული შტატების დიპლომატიური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ტენდენციები სახალხო დიპლომატიის შემუშავებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ისტორიული კომპარატივისტიკის, კრიტიკული ანალიზის, პირველწყაროების ანალიზის, ისტორიზმისა და სამეცნიერო ობიექტურობის პრინციპების გამოყენებით მაგისტრანტებს საშუალება ექნებათ საკითხები შეისწავლონ და შეადარონ სხვადასხვა ისტორიული მოვლენის დინამიკაში. კურსის ფარგლებში განხილული იქნება სხვადასხვა საპრეზიდენტო ადმინისტრაციის წლებში ამერიკული სახალხო დიპლომატიის ჩამოყალიბებასთან, განვითარებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით სახალხო დიპლომატიის ისტორიული და თანამედროვე მახასიათებლები - მოსმენა, ადვოკატირება, კულტურული დიპლომატია, გაცვლითი პროგრამების დიპლომატია, საერთაშორისო მაუწყებლობა; ყურადღება გამახვილდება სახალხო დიპლომატიის მიმართულებებზე, მათ შორის,  ჯაზის დიპლომატია, სამოქალაქო დიპლომატია, ბალეტის დიპლომატია, ციფრული დიპლომატია დაგეოგრაფიულ განზომილებაზე - აღმოსავლეთ-დასავლეთი, დასავლეთ-დასავლეთი, ჩრდილოეთ-სამხრეთი; ამის ფონზე გაანალიზდება სახალხო დიპლომატიის საკითხები, რომელიც მოიცავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების როლს, შიდაპოლიტიკურ კონტექსტსა და ამ თემების ფონზე სახალხო დიპლომატიის ცვალებად და ტრსნაფორმაციულ ბუნებაზე. კურსი ფოკუსირებულია მე-20 და 21-ე საუკუნის ისტორიულ რეალობაზე.

პედაგოგი: ანასტასია ზაქარიაძე

ამერიკული პრაგმატიზმი და კონტინენტური ტრანსცენდენტალიზმი - ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა

8598936