კურსის მიზანია გამოუმუშავოს სტუდენტს პრაქტიკულ ენაზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და შეუქმნას სათანადო ბაზა მომავალში ენის დისტანციური სწავლებისათვის; შესძინოს მას თანამედროვე ფრანგული ცივილიზაციისა და კულტურის ზოგადი ცოდნა; ასევე გამოუმუშავოს ტექნოლოგიური უნარები: კერძოდ, ინტერნეტ-რესურსების გამოყენება ენის დამოუკიდებლად შესწავლის პროცესში. (გრამატიკული, ლექსიკური, ფონეტიკური სავარჯიშოები ინტერნეტში, ინტერნეტ ლექსიკონის გამოყენება). მულტიმედიური საშუალებების გამოყენებით სტუდენტი გაცილებით ადვილად შეძლებს ფრანკოფონულ სივრცეში სრულ ინტეგრირებას, ვინაიდან ეს კურსი გულისხმობს არა მარტო საკომუნიკაციო ენის, არამედ თანამედროვე და მრავალფეროვანი ფრანკოფონული კულტურის შესწავლასაც.

სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენს დ/ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანული ენის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის იტალიური ენის, როგორც მეორე ენის სწავლებას, ევროგაერთიანების “Quadro di riferimento europeo delle lingue”-ს მოთხოვნათა შესაბამისად (A1 დონე) კურსის ამოცანაა, რომ სტუდენტებმა შეიძინონ ენის გრამატიკული და ლექსიკური ბაზისური ცოდნა. გამოიმუშაონ ზეპირი მეტყველების და წერითი უნარ-ჩვევები, რათა შეძლონ იტალიური ენაზე წერა, კითხვა, თარგმნა იტალიურიდან მშობლიურ ენაზე და პირიქით. ასევე უნდა შეძლონ იტალიურ ენაზე არსებული სხვადასხვა ხასიათის მარტივი ტექსტების კითხვა და ანალიზი, ინფორმაციების თარგმნა და რეფერირება, საუბარი პროგრამით გათვალისწინებული სხვადახვა შინაარსის მარტივ თემებზე.
აღნიშნული კურსის მიზანია დაინტერესებულ სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია სემიტური ენების, მათი კლასიფიკაციისა და ზოგადი მახასიათებლების შესახებ.
9592416