კავკასიის რეგიონი გამოირჩევა ეთნიკური სიჭრელით. ეს რეგიონი პირობითად შეგვიძლია დავყოთ ორ მხარედ. ჩრდილო და სამხრეთად. ჩრდილოეთ კავკასია და სამხრეთ კავკასია ისტორიულად, სოციალურ-ეკონომიკურად, კულტურისა და რელიგიის თვალსაზრისით მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. სალექციო კურსში 15 კვირის განმავლობაში აღწერილი იქნება ამ რეგიონში მცხოვრები ხალხებს შორის ურთიერთობა უძველესი პერიოდიდან დღემდე.

   Цель курса - дать студентам необходимые знания для деятельности в академической сфере, овладение лингвистическими и герменевтическими компетенциями , историческими знаниями и теоретическими инструментарием, необходимыми для аналитического чтения и использования в собственной исследовательской работе научных текстов, принадлежащих к различным континентально-европейским традициям. Обучить студента сущности критического мышления, мышления, терминам, понятиям , категориям, основным элементам, а также научить хорошо разбираться в критической ситуации и, соответственно, ориентироваться в ней.

კუსრის მიზანია გააცნოს სტუდენტებს შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი პრინციპები, მხატვრულ-ლიტერატურული აზროვნების განვითარების უმთავრეს ეტაპთა ანალიზი დასავლურ-აღმოსავლური კულტურული ეპოქების კონტექსტში. კომპარატივისტული მიმართების დადგენა ისტორიულ და კულტურულ მენტალობასთან, ლიტერატურის ნაციონალურ და მსოფლიო გაგებასთან. კულტურათაშორისი დიალოგის ძირითადი ასპექტების გააზრება.

კურსის გავლით სტუდენტს შეექმნება წარმოდგენა ეთნოლოგიის თეორიულ საკითხებზე, შეძლებს გაიაზროს ეთნოლოგიური თეორიების პრაქტიკული მნიშვნელობა და ეთნოლოგიური ტერმინებითა და კატეგორიებით ოპერირების მიზანშეწონილება სხვადასხვა სახის თემატური კვევებისათვის.

კურსის მიზანია ანტიუტოპიური ჟანრის განვითარების უკეთ წარმოჩენა მეოცე საუკუნის ინგლისურენოვან ლიტერატურაში. მასში აღწერილის მომავლისეულ, მეცნიერულ-ფანტასტიკურ მოვლენები. გარდა ამისა კურსი მოიცავს მეოცე საუკუნის ინგლისურენოვანი მწერლების მიერ შექმნილ სხვადასხვა ნაწარმოებებს. როგორებიცაა უილიამ გოლდინგის- ბუზთა ბატონის, ჯორჯ ორეულის 1984-ის, ენტონი ბერჯესის მექანიკური ფორთოხლის, და ოლდოს ჰაქსლის - საოცარი ახალი სამყაროს ანალიზს. 

 კურსი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთათვის, მასწავლებელთათთვის, ფილოლოგებისათვის, ჟურნალისტებისა და საკითხით დაინტერესებულ პირთათვის. კურსის თითოეულ თავს ერთვის ცოდნის შესამოწმებელი კითხვები, სავარჯიშოები და ტესტები.

სასწავლო კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს გერმანულენოვანი პერიოდული მასალა, რომელიც ეძღვნება რუსეთ-კავკასიის ურთიერთობების აღწერას, ანალიზსა და შეფასებას. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს. პერიოდული მასალა წარმოდგენილი იქნება ქართულ ენაზე, რათა სტუდენტებს არ შეექმნათ ენობრივი ბარიერი მუშაობის პროცესში. აღნიშნული პერიოდული მასალის ანალიზი მოხდება სტუდენტების მიერ შესაბამის პრაქტიკულ ჯგუფებში, რის შედეგადაც წარმოვადგენთ ერთობლივი ძალებით თითოეული განხილული წყაროს ჩვენეულ ინტერპრეტაცია-შეფასებას. სასწავლო კურსი მიზნად ისახავს, დახვეწოს სტუდენტების წყაროთმცოდნეობითი კვლევის და ჯგუფში მუშაობის უნარები.

კურსი განკუთვნილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. მისი მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს ძველბერძნულ-რომაული მწერლობა, რომელიც ევროპული ლიტერატურის საწყისს წარმოადგენს. თითქმის ყველა სამწერლობო ჟანრი ანტიკურობაში შეიქმნა. ევროპელი მწერლები და ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლები ეწაფებოდნენ და დღესაც ეწაფებიან ანტიკურ თემატიკას თავიანთი ნაწარმოებებისა თუ ნამუშევრების შესაქმნელად.