აირჩიეთ სასურველი საგანი და დააჭირეთ ღილაკს "enroll me". 

  • კურსის მიზანია ბეჭდურ მედიაში გაძლიერებული პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და ჟურნალის დამოუკიდებლად წარმოების ეტაპების შესწავლა.
  • კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს აქვს პრაქტიკული მუშაობის ყველა უნარ-ჩვევა; მას შეუძლია თავად განსაზღვროს სარედაქციო პოლიტიკა, აცნობიერებს მედიის როლს თანამედროვე საზოგადოებაში.

  • სტუდენტი ლექცია–სემინარებზე მიღებული ცოდნით ფლობს  ბეჭდური მედიის  სპეციფიკას, რესპონდენტებთან მუშაობის მეთოდებს, გაზეთის და ჟურნალის წარმოების პრაქტიკულ უნარებს.

  • კურსი ითვალისწინებს სტუდენტების გასვლას პრაქტიკაზე სხვადასხვა რეგიონში, სადაც ისინი სრულიად უცხო გარემოში ეცნობიან  კუთხის სპეციფიკას, მოიძიებენ თემებს, პრობლემებს, წყაროებს, თავადვე გეგმავენ ჟურნალის მასალებს და მუშაობენ ჟურნალის გამოცემისთვის.

სახელმწიფოს დემოკრატიის ხარისხისა და წარმატებული ყოფის ერთ-ერთი საზომი ისიცაა, რამდენად ექცევა ყურადღება ბავშვთა უფლებების დაცვას. წინამდებარე კურსის მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს, შეძლონ მასმედიაში ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების ისე გაშუქება, რომ მასალა შეესაბამებოდეს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ სტანდარტებსა და ეთიკურ ნორმებს, ასევე, იცავდეს ბავშვთა უფლებებს. კურსის ძირითადი მიზანი ახალგაზრდა ჟურნალისტების ისეთი თაობის ჩამოყალიბებაა, რომელთაც შეეძლებათ მედიაში ბავშვთა საკითხებზე ადეკვატური, არადისკრიმინაციული, ხარისხიანი მასალების შექმნა.
ჩვენს მედიაში არსებული ბავშვებთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი მაგალითების შესწავლა-ანალიზი დაეხმარება ახალგაზრდებს, გაიწაფონ მონიტორინგის უნარები და არსებული გამოცდილების,პროფესიული სტანდარტისა და სამართლებრივ-ეთიკური ნორმების გათვალისწინებით თავიანთი ორიგინალური მასალა შექმნან.
  • კურსის მიზანია, სტუდენტებისთვის ბეჭდური მედიის შესახებ თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის გადაცემა, ბეჭდური მედიის თავისებურებების, გაზეთისა და ჟურნალის  სახესხვაობის, სარედაქციო მუშაობის სპეციფიკის გაცნობა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება  და  მედიაბაზრისთვის  მომზადება;

  • სწავლების პროცესში გამოყენებული მეთოდებია: ლექცია, სემინარი, პრაქტიკული მეცადინეობები; ლაბორატორიული მუშაობა (ნიუსრუმები);
  • ლექცია –სემინარები მიმდინარეობს სარედაქციო მუშაობის რეჟიმში. 

  • თეორიული ცოდნის დაგროვების შემდეგ (სემესტრის შუა პერიოდში)  ჯგუფი პრაქტიკულ მეცადინეობებზე მუშაობს გაზეთის ელექტრონული და ბეჭდური ვერსიის მომზადებაზე;

  • სტუდენტები შეისწავლიან მაკეტირებას,  შრიფტებზე მუშაობას, ილუსტრაციების განლაგებას გაზეთის გვერდებზე, დაკაბადონების კომპიუტერულ პროგრამას (InDesign) , რაც მათ დაეხმარებათ თავადვე მოამზადონ  საბოლოო პროდუქტი პრეზენტაციისთვის.

  კურსის მიზანია, სტუდენტმა გაიღრმავოს ცოდნა და უნარები სატელევიზიო მედიაში მუშაობის მიმართულებით; შეძლოს საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვვების გამოყენება და მედიაპროდუცირება.  

სტუდენტები უნდა მოერგონ შეთავაზებულ გარემოს, ადაპტირდნენ მასთან, რათა შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან კადრებად ცამოყალიბდნენ. 

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სემესტრის განმავლობაში, სტუდენტები შეასრულებენ კურსის ფარგლებში გათვალისწინებულ კონკრეტულ პრაქტიკულ დავალებებს. მათ მიერ მომზადებული მედიაპროდუქტი კი (რეცენზირების შედეგად) თსუ-ს მულტიმედიურ ვებგვერდზე განთავსდება, რაც, სამომავლოდ, დამსაქმებლისთვის სასარგებლო რესურსი იქნება, ობიექტურად შეაფასოს ბაკალავრის უნარ-ჩვევები. 

,,ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". რანაირად?

ეს კურსი არის ყველაზე არაზუსტი კურსი სიზუსტეზე, სიმართლეზე, გულწრფელობაზე, საზოგადოების ერთგულებაზე და ყველა იმ ნიშანზე მედიაში, როგორსაც დემოკრატიისკენ მსწრაფი საზოგადოება ჟურნალიზმს სხვადასხვა სისტემაში ხედავს.

 

კურსის მიზანია ონლაინმედიის სპეციფიკის და ინტერნეტისთვის ჟურნალისტური მასალების შექმნის საფუძვლების სწავლება. ახალი მედიის ინსტრუმენტებით მულტიმედიური პროდუქტის შექმნის უნარების გამომუშავება სტუდენტებ

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მე-19-მე-20 საუკუნეების ძირითადი კულტურული მიმდინარეობების (რეალიზმი, მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი) წარმოჩენასა და მათი თავისებურებების შესატყვისი მედიატექსტების გაცნობა-გაანალიზებას. კურსის ფარგლებში სტუდენტი გაეცნობა პუბლიცისტურ ტექტებზე ამ მიმდინარეობათა გავლენის ხარისხს, ქართული და ევროპული რეალისტური, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული პრესის სპეციფიკას, ტოტალიტარზმის ეპოქის ჟურნალისტიკის პრობლემატიკას, გააანალიზებს, რა სირთულეები ახლდა ე. წ. „გადასვლის“ პერიოდის პუბლიცისტიკას და როგორ ასახა იგი მაშინდელმა მედიასაშუალებებმა. სწავლების თეორიულ საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ესთეტიკური მიმდინარეობების შესახებ არსებული კულტუროლოგიური ხასიათის გამოკვლევები (როგორც ქართული, ისე ევროპული და ამერიკული), ხოლო ემპირიულ ბაზად გამოყენებულია აღნიშნულ სფეროში დასავლური და ქართული ჟურნალისტიკისა და მწერლის პუბლიცისტური და, ზოგადად, კრეატიული მედიაგამოცდილება. 

კურსის მიზანია, ახალი ტექნოლოგიების განვითარებისა და მედიათა შერწყმა/კონვერგენციის ფონზე, მოამზადოს ისეთი უნარების მქონე ჟურნალისტები, რომლებიც ახერხებენ მუშაობას მულტიპლატფორმებისთვის და ამბის მრავალფორმატულ თხრობას.

10970016