აირჩიეთ სასურველი საგანი და დააჭირეთ ღილაკს "enroll me". 

სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტმა:

 •         ეფექტიანად გამოიყენოს უახლესი ტექნოლოგია ინფორმაციის შეგროვების, გავრცელების და მომხმარებლისთვის მიწოდების პროცესში;

•         განავითაროს მობილური ჟურნალისტიკისთვის აუცილებელი ტექნიკური უნარ-ჩვევები და ისწავლოს სხვადასხვა პროგრამის გამოყენება (მათ შორის, ვიდეო და აუდიომონტაჟი სმარტფონის დახმარებით)  პროდუქტის ეფექტურად მიწოდებისთვის;

•         შექმნას საკუთარი  ბრენდი მობილურ ჟურნალისტიკაზე მორგებულ სოციალურ მედიაპლატფომებზე;

•         გუნდური მუშაობის შედეგად შექმნას ახალი/თანამედროვე კონტენტი და ისწავლოს  სმარტფონის მეშვეობით მისი მართვა ფეისბუქზე, ტვიტერზე, ინსტაგრამზე  და სხვა პლატფორმებზე;

•             გაიგოს ინფორმაციის სმარტფონით მიწოდების რამდენად მოქნილი და ინოვაციური ფორმებია საჭირო, რომ მობილური ჟურნალისტიკისთვის დამახასიათებელი წარმატებული ინდუსტრია შექმნას სოციალურ ქსელში.

  • კურსის მიზანია ბეჭდურ მედიაში გაძლიერებული პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და ჟურნალის დამოუკიდებლად წარმოების ეტაპების შესწავლა.
  • კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს აქვს პრაქტიკული მუშაობის ყველა უნარ-ჩვევა; მას შეუძლია თავად განსაზღვროს სარედაქციო პოლიტიკა, აცნობიერებს მედიის როლს თანამედროვე საზოგადოებაში.

  • სტუდენტი ლექცია–სემინარებზე მიღებული ცოდნით ფლობს  ბეჭდური მედიის  სპეციფიკას, რესპონდენტებთან მუშაობის მეთოდებს, გაზეთის და ჟურნალის წარმოების პრაქტიკულ უნარებს.

  • კურსი ითვალისწინებს სტუდენტების გასვლას პრაქტიკაზე სხვადასხვა რეგიონში, სადაც ისინი სრულიად უცხო გარემოში ეცნობიან  კუთხის სპეციფიკას, მოიძიებენ თემებს, პრობლემებს, წყაროებს, თავადვე გეგმავენ ჟურნალის მასალებს და მუშაობენ ჟურნალის გამოცემისთვის.

  • კურსის მიზანია, სტუდენტებისთვის ბეჭდური მედიის შესახებ თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის გადაცემა, ბეჭდური მედიის თავისებურებების, გაზეთისა და ჟურნალის  სახესხვაობის, სარედაქციო მუშაობის სპეციფიკის გაცნობა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება  და  მედიაბაზრისთვის  მომზადება;

  • სწავლების პროცესში გამოყენებული მეთოდებია: ლექცია, სემინარი, პრაქტიკული მეცადინეობები; ლაბორატორიული მუშაობა (ნიუსრუმები);
  • ლექცია –სემინარები მიმდინარეობს სარედაქციო მუშაობის რეჟიმში. 

  • თეორიული ცოდნის დაგროვების შემდეგ (სემესტრის შუა პერიოდში)  ჯგუფი პრაქტიკულ მეცადინეობებზე მუშაობს გაზეთის ელექტრონული და ბეჭდური ვერსიის მომზადებაზე;

  • სტუდენტები შეისწავლიან მაკეტირებას,  შრიფტებზე მუშაობას, ილუსტრაციების განლაგებას გაზეთის გვერდებზე, დაკაბადონების კომპიუტერულ პროგრამას (InDesign) , რაც მათ დაეხმარებათ თავადვე მოამზადონ  საბოლოო პროდუქტი პრეზენტაციისთვის.

  კურსის მიზანია, სტუდენტმა გაიღრმავოს ცოდნა და უნარები სატელევიზიო მედიაში მუშაობის მიმართულებით; შეძლოს საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვვების გამოყენება და მედიაპროდუცირება.  

სტუდენტები უნდა მოერგონ შეთავაზებულ გარემოს, ადაპტირდნენ მასთან, რათა შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან კადრებად ცამოყალიბდნენ. 

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სემესტრის განმავლობაში, სტუდენტები შეასრულებენ კურსის ფარგლებში გათვალისწინებულ კონკრეტულ პრაქტიკულ დავალებებს. მათ მიერ მომზადებული მედიაპროდუქტი კი (რეცენზირების შედეგად) თსუ-ს მულტიმედიურ ვებგვერდზე განთავსდება, რაც, სამომავლოდ, დამსაქმებლისთვის სასარგებლო რესურსი იქნება, ობიექტურად შეაფასოს ბაკალავრის უნარ-ჩვევები. 

,,ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". რანაირად?

ეს კურსი არის ყველაზე არაზუსტი კურსი სიზუსტეზე, სიმართლეზე, გულწრფელობაზე, საზოგადოების ერთგულებაზე და ყველა იმ ნიშანზე მედიაში, როგორსაც დემოკრატიისკენ მსწრაფი საზოგადოება ჟურნალიზმს სხვადასხვა სისტემაში ხედავს.

 

კურსის მიზანია ონლაინმედიის სპეციფიკის და ინტერნეტისთვის ჟურნალისტური მასალების შექმნის საფუძვლების სწავლება. ახალი მედიის ინსტრუმენტებით მულტიმედიური პროდუქტის შექმნის უნარების გამომუშავება სტუდენტებ

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მე-19-მე-20 საუკუნეების ძირითადი კულტურული მიმდინარეობების (რეალიზმი, მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი) წარმოჩენასა და მათი თავისებურებების შესატყვისი მედიატექსტების გაცნობა-გაანალიზებას. კურსის ფარგლებში სტუდენტი გაეცნობა პუბლიცისტურ ტექტებზე ამ მიმდინარეობათა გავლენის ხარისხს, ქართული და ევროპული რეალისტური, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული პრესის სპეციფიკას, ტოტალიტარზმის ეპოქის ჟურნალისტიკის პრობლემატიკას, გააანალიზებს, რა სირთულეები ახლდა ე. წ. „გადასვლის“ პერიოდის პუბლიცისტიკას და როგორ ასახა იგი მაშინდელმა მედიასაშუალებებმა. სწავლების თეორიულ საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ესთეტიკური მიმდინარეობების შესახებ არსებული კულტუროლოგიური ხასიათის გამოკვლევები (როგორც ქართული, ისე ევროპული და ამერიკული), ხოლო ემპირიულ ბაზად გამოყენებულია აღნიშნულ სფეროში დასავლური და ქართული ჟურნალისტიკისა და მწერლის პუბლიცისტური და, ზოგადად, კრეატიული მედიაგამოცდილება. 

10374424