კლინიკური ფსიქიატრიის კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლონ და გამოუმუშავონ უნარები შემდეგ საკითხებში:
1. ფსიქიკური დაავადებების განვითარების, კლინიკური გამოვლინებების, მიმდინარეობის, დიაგნოსტიკის საფუძვლები და მკურნალობის ძირითადი პრინციპები
2. ფსიქიკური პრობლემების მქონეავადმყოფის გამოკვლევის მეთოდები - კლინიკური ინტერვიუს წარმოება,ფსიქოლოგიური გამოკვლევები და სხვა
3. ფსიქიკურ აშლილობათა დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და კლასიფიკაცია;
4. ფსიქიკურ აშლილობათა დიაგნოსტიკის პროცესში ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების ადგილი, მათი საჭიროების განსაზღვრა და მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია
5. ფსიქიკური აშლილობების მართვის პროცესში მკურნალობის (მედიკამენტური თერაპია, ფსიქოთერაპიული ინტერვენცია და სოციალური რეაბილიტაცია) მეთოდების გამოყენება მტკიცებულებითი მედიცინის პრინციპების დაცვით
6. პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან ეფექტური კომუნიკაცია, ინფორმირებული თანხმობის მოპოვება
კურსის ძირითად ამოცანას წარმოადგენს კრიტიკული აზროვნებისა და ფაქტებზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღების კომპეტენციების განვითარება ფსიქიატრიის სფეროში. კერძოდ, დარგობრივი კომპეტენციებიდან გამომდინარე, სტუდენტს უნდა განუვითარდეს ფსიქიკური აშლილობების არსებითი ნიშნების დიაგნოსტირებისა და მწვავე შემთხვევების მართვის ელემენტარული თეორიული და კლინიკური უნარ-ჩვევები.

8658976