კურსის მიზანია განავითაროს სტუდენტების რეცეპციული უნარ-ჩვევები,მეორეს მხრივ იზრუნოს მისი ლექსიკური მარაგის გაფართოებაზე,რათა დამოუკიდებლად შეიმუშავოს კომპლექსური ტექსტები.კურსი ფარგლებში სტუდენტი ხვეწს სამეტყველო უნარ-ჩვევებს.მოცემული კურსის წინაპირობაა ბ2 დონის ინგლისური ენის ცოდნა.

კურსი ეხება ხატვის საფუძვლებს და განკუთვნილია საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. საგანი არის ხელოვნებათმცოდნეებისთვის სავალდებულო, დანარჩენი სპეციალობისთვის არჩევითი.

ძველი ბერძნული ენის კურსი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის.

კურსი განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვისა და მასწავლებლობის მსურველთათვის. კურსის მანძილზე გავეცნობით წერისა და კითხვის მეთოდებს,მასწავლებლის გზამკვლევს.

კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ დავალებებს.

სასწავლო კურსი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს შეიძინოს ცოდნა, განივითაროს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნება, ინოვაციური საქმიანობის წარმართვის უნარ–ჩვევები. ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი ორიენტირების გათვალისწინებით სტუდენტი შეისწავლის: შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვას ქართული ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, სამოდელო გაკვეთილების ჩვენებას: წარმართვას, შეფასებას, პრეზენტაციასა და კითხვის სხვადასხვა სტრადეგიების გამოყენებას.

კურსი მოიცავს: პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და ღირებულებებს, პედაგოგიური სიტუაციის/ინფორმაციის/მონაცემების შეფასება-ანალიზს, პრობლემის მიზეზების, შედეგების ურთიერთკავშირის გაცნობიერებასა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას.

 

სასწავლო კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს კულტურის მეცნიერებებში გამოყენებული ძირითადი კატეგორიები და მათი ურთიერთმიმართება; კულტურის მეცნიერებებში არსებული უმთავრესი სკოლები და მათ წარმომადგენელთა შეხედულებები; მისცეს ზოგადი წარმოდგენა კულტურათა ტიპოლოგიის შესახებ; აჩვენოს კულტურის ფენომენის ინტერდისციპლინური შესწავლის აუცილებლობა, საკვლევ საკითხთა აქტუალურობა და მათი კავშირი თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან.

კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურული მრავალფეროვნების როგორც ფასეულობის დამკვიდრებას, განსხვავებული კულტურის პატივისცემის, მრავალფეროვან კულტურულ გარემოში წარმატებული ორიენტაციის, კულტურათაშორისი კომუნიკაციის, ურთიერთშემეცნებისა და ურთიერთგაგების უნარის გამომუშავებას.

განათლების სისტემები დამათიაგების სამართლებრივი საფუძვლები.
კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტს განათლების სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, კონსტიტუცია, კანონი "ზოგადი განათლების შესახებ", ეროვნული სასწავლო გეგმა (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისათვის), ნორმატიული აქტები, აგრეთვე ზოგადი განათლების მართვა და ის ცვლილებები, რომელიც ტარდება ქვეყანაში განათლების სფეროში იმისათვის, რომ სწავლების შედეგი აკმაყოფილებდეს სახელმწიფოს მოთხოვნას.
კურსის მონაწილე იძენს ცოდნას განათლების სისტემებისა და მისი აგების სამართლებრივ საფუძვლებზე;
გაეცნობა პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო დოკუმენტებს და შეისწავლის მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების და სკოლის სხვა თანამშრომლების უფლებებსა და მოვალეობებს.

ამ კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ინგლისური ენის დროებს. 

კურისი მიზანია სტუდენტებს წარმოდგენა შეუქმნას ანთროპოლოგიური/ეთნოლოგიური მეცნიერების განვითარების დინამიკაზე, კვლევის სფეროსა და თეორიული მიდგომების კონცეპტუალიზაციის გზაზე, ყველაზე მნიშვნელოვან ავტორებსა და თეორიებზე ევროპასა და ამერიკაში, რომელთაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს კულტურისა და საზოგადოების შესწავლაში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელი ვალდებულია შეასრულოს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსითა და დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრული მოვალეობათა და პასუხისმგებლობათა ერთობლიობა საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, გააცნობიეროს თითოეული მოსწავლის უნიკალურობა და მათი პიროვნული, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური განვითარებისთვის გამოიყენოს სწავლების დიფერენცირებული სტრატეგიები. საკუთარი საქმიანობისა და მოსწავლეთა შეფასების ანალიზის საფუძველზე გააუმჯობესოს მოსწავლეთა მიღწევები და საკუთარი სასკოლო პრაქტიკა; ითანამშრომლოს მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან თითოეული მოსწავლის ჰარმონიული განვითარებისათვის, პრობლემის ერთობლივად გადაჭრისა და საკუთარი პროფესიული განვითარებისთვის. იყოს რეფლექსიური, სიახლეების მიმღები და დამნერგავი პედაგოგიურ პრაქტიკაში, ფლობდეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს და შეეძლოს მათი სწავლების პროცესში გამოყენება, ორიენტირებული იყოს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.

სასწავლო კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტებ ჰიბრიდული ომის კონცეფცია, არსი და მისი გამოვლინებების მრავალფეროვნება; რა საფრთხეებისა და გამოწვევბის შემცველია და რა პრევენციული ზომებია საჭირო სახელმწიფოსთვის ჰიბრიდული ომისგან თავის დასაცავად. კურსში სტუდენტები გაეცნობიან რუსული ჰიბრიდული ომის სპეციფიკას და საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს და შეისწავლიან არაერთ ისტორიულ ფაქტს აღნიშნული თემის გარშემო.

აღნიშნული კურსის მიზანია, ფრანგული ენის შესწავლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტებისათვის. კურსი მოიცავს ენობრივი კომპეტენციების (წერა, მეტყველება) შესწავლასა და გაუმჯობესებას.