წინა ორი საუკუნის განავლობაში საქართველო მონარქისტული და საბჭოთა რუსეთის იმპერიის პერიფერიას წარმო­ადგენდა. შესაბამისად, ქართველი ხალხის ცხოვრება თანდათან გარაიქმნა რუსულ-იმპერიული მოდელის მიხედვით. მიუხედავად ამისა, ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილში, ამ პერიოდის განმავლობაში პერმანენტულად ძლიერდებოდა ქვეყნის მოსახლეობის ევროპული განვითარების საჭიროების აზრი.

წარმოდგენილი სალექციო კურსის მიზანია მაგისტრანტებისთვის XIX-XXI საუკუნეების საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნების ურთიერთობის ისტორიის გაცნობა და სწავლება. სწავლების პროცესში, სტუდენტების ყურადღება მიექცევა ორი თეზისის დასაბუთებას. ერთის მხრივ, რუსეთის იმპერიის რეალობა, ქართგველი ხალხისთვის წარმოადგენდა აზიურ-მუსლიმური გარემოცვიდან თავდახსნისა და მასთან შედარებით პროგრესიული ყოფითი ფორმების დამკვიდრების საშუალებას. ქართველობას კულტურულ-ეკონომიკური და ფიზიკური განვითარების უკეთესი პირობები შეექმნა. მეორე მხრივ, ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო მტკიცდებოდა აზრი, რომ რუსულ რეალობასთან შედარებით ბევრად უფრო პროგრესული იყო ევროპული კულტურულ-ეკონომიკური, იურიდიული, სახელ­მწი­ფოებრფივ-პოლიტიკური თუ სხვა ფორმების დამკვიდრება.

აღნიშნული თვალსაზრისის დასაბუთება ცხადია განხორციელდება XIX-XXI საუკუნეების საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნების ურთიერთობების ისტორიის სათანადო მასალებისა და სამეცნიერო ლიტერატურის საშუალებით და სწავლებით. აღნიშნული ისტორიის სწავლება ხელს შეუწყობს დასავლური ღირებულებებისადმი სტუდენტობის რაციონალური დამოკიდე­ბუ­ლების გამომუშავებას და მისი პროგრესულობის ტრადიციის შექმნას. ევროპეიზმის ისტორიულ-ინტელექტუალუ­რი საფუძ­ვლი­სა და მარაგის შექმნა თავისთავად ხელს შეუწყობს სტუ­დენ­ტების მიერ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დასავ­ლუ­რი კურსის გააზრებას და აპრობირებას, დასავლური ღირე­ბულებებისადმი მისი ჯანსაღი ინტეგრირების პროცესს.

კურსის მიზანია ისტორიკოს სტუდენტებს მისცეს ელემენტარული განათლება სამართლის ნორმებში, სამართლის ისტორიასა და ტრადიციებში, გააცნოს საქართველოში სამართლებრივი აზროვნების და ტრადიციების განვითარება, რაც სამომავლოდ სამართლის ისტორიის კვლევის უნარ-ჩვევებს შესძენს და ამასთან მისცემს საშუალებას სტუდენტს საჯარო სამსახურში მუშაობისას გააჩნდეს იურიდიული განათლების გარკვეული საფუძვლები.

მსოფლიოს კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობის ანტიკური მითოლოგიური და ისტორიული სახეების მსოფლიო ხელოვნების შედევრებში ასახვის ტენდენციების შესწავლა

კურსის მიზანია, სტუდენტს გაუღვივოს ინტერესი ფილოლოგიური კვლევებისადმი, გააცნოს ფილოლოგიის ერთ-ერთი დისციპლინის – ტექსტოლოგიის ისტორია, მისი ძირითადი ცნებები და მეთოდები. ამასთან ერთად, მისცეს მას გამოუცემელ და გამოცემულ ტექსტებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. კურსის მიზანია, ჩამოაყალიბოს პროფესიონალი მკითხველი და წიგნის მომხმარებელი, საფუძველი ჩაუყაროს ტექსტის პროფესიონალი დამდგენ-გამომცემლის, ფილოლოგ-ტექსტოლოგის მომზადებას.

კურსი მოიცავს, ყურანის, როგორც ლიტერატურული ძეგლის შესწავლას და მის, როგორც საღვთო წიგნისა და ისლამური იდეოლოგიის საფუძვლის გააზრებას. ყურანის ანალიზს ენობრივ, მხატვრულ, ისტორიულ-პოლიტიკურ დონეებზე. 

სასწავლო კურსის მიზანია წმ. წერილის ქართული თარგმანის ენისა და სტილის, როგორც  მწიგნობული ენის საფუძველისა და თარგმანის ტექნიკის საკითხების შესწავლა, აგრეთვე – ტექსტოლოგიურ და ლინგვისტური კომპარატივისტიკის კვლევის მეთოდების აპრობაცია, ბიბლიის ქართული თარგმანების შეფასება ქართული სალიტერატურო ენის ფორმირებისთვის.

სასწავლო კურსის მიზანია:  მაგისტრანტებმა შეისწავლონ ლინგვისტური სემანტიკის ისტორია,   მისი თანამედროვე მდგომარეობა, სემასიოლოგიის მნიშვნელოვანი პრობლემები, სემანტიკური სისტემის - ენობრივი მნიშვნელობების - ძირითადი ერთეულები სისტემური კავშირების ფარგლებში (გამოხატულების პლანის ფონეტიკურ და გრამატიკულ ერთეულებთან, ლექსიკურ-სემანტიკური პარადიგმებისა და ფუნქციურ-სემანტიკური ველების სხვადასხვა პარადიგმებთან მიმართებაში; აგრეთვე ცნებით და სემანტიკურ კატეგორიებთან კავშირში).   ამ დისციპლინის ამოცანაა თანამედროვე ლინგვისტური სემანტიკის მეთოდოლოგიური და ტერმინოლოგიური აპარატის გამოყენება მნიშვნელობის ძირითადი კონცეფციებისა და ასპექტების განხილვისას და სხვადასხვა ენობრივი ერთეულების თავისებურებების გამოვლენისას.  ენისადმი ქმედითი მიდგომის გამოყენება ტექსტების შექმნისა და ანალიზის დროს სხვადასხვაგვარი შემოქმედებითი ამოცანების გადასაჭრელად.  

მეცადინეობებზე განიხილება კურსის  თეორიულ პრობლემატიკასთან დაკავშირებული კონკრეტული მაგალითები, მიმოიხილება სემანტიკური თეორიები (როგორც თანამედროვე, ისე  ტრადიციული), რომლებიც, ზოგადად,  მნიშვნელობის  თეორიას ეხება და რომლებმაც  გარკვეული როლი ითამაშეს სემანტიკის როგორც მეცნიერების განვითარებაში; ყურადღება დაეთმობა, ასევე, სემანტიკის ადგილს თანამედროვე ლინგვისტურ კონტექსტში; სემიოტიკის ძირითად დებულებებსა და მიღწევებს.

კურსის მიზანია სტუდენტებს საფუძვლიანად შეასწავლოს ქართული ენის სტრუქტურული მოდელები და მათი ტიპლოგიური შედარება-შეპირისპრება თანამედროვე ინდო-ევროპულ ენებთან; ენის დონეების ერთმანეთისგან გამიჯვნა და მორფონოლოგიური და მორფოსინტაქსური პროცესების გარჩევა.

ინგლისური ენის ლექსიკოლოგია/A Сourse in English Lexicology

ინგლისური ენის ლექსიკოგრაფიის კურსი წარმოადგენს სავალდებულო კურსს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. ინგლისური ენის ლექსიკოლოგიის კურსის მიზანია ინგლისური ენის ლექსიკური სისტემის შესწავლა როგორც სინქრონული, ისე დიაქრონული კუთხიდან. შესაბამისად, სტუდენტი შეისწავლის ინგლისური სიტყვების მნიშვნელობებს, მათ სტილისტურ დახასიათებას, ინგლისური ენის ლექსიკური სისტემის განახლებისა და მისი არქაიზაციის პროცესების ანალიზს; ასევე, განხილული იქნება ლექსიკური მნიშვნელობის კველვის ლინგვისტური მეთოდები. სტუდენტები შეისწავლიან ინგლისური ენის ლექსიკას როგორც ურთიერთდამოკიდებული ელემენტების სისტემას. კურსის გადაცემისას დიდი ყურადღება დაეთმობა თანამედროვე ინგლისური ენის ლექსიკოლოგიის პრობლემატურ და სადისკუსიო საკითხებს, რათა სტუდენტებმა განივითარონ ენათმეცნიერული შრომებისადმი კრიტიკული მიდგომის უნარ-ჩვევები.

წინამდებარე კურსი გათვალისწინებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის – ქართული ფილოლოგია – სტუდენტებისათვის; ის არის არჩევითი სახის და რეკომენდირებულია მოდულისათვის – ძველი ქართული ლიტერატურა.

კურსის მიზანია:

- ქართულ ლიტერატურაში ადამიანის მხატვრული მოდელის, კონცეფციის გააზრება.

- ქრისტიანული ანთროპოლოგიის არსის გაცნობა ძველი და ახალი ლიტერატურის მაგალითზე.