სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტებს შეასწავლოს XX საუკუნის 20-იანი წლების ლიტერატურული სკოლებისა და მიმდინარეობების ისტორია. პროცესები, რომლებმაც გარკვეულწილად განსაზღვრეს  მწერლობის გარკვეული ეტაპი; შემდგომში განვითარებულმა პოლიტიკურმა (იდეოლოგიურმა) მოვლენებმა მკვეთრად შეაფერხა ლიტერატურის განვითარების გზა. ის ევროპული არეალი, რომლის სააზროვნო სივრცეში იწერებოდა ქართული ლექსი თუ რომანი, მკვეთრად შემცირდა. მოდერნიზმის (თუ ავანგარდიზმის) განვითარება მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნის კულტუროლოგიაში. თითოეული ლიტერატურული სკოლის თუ დაჯგუფების სერიოზული გაცნობით და შესწავლით სტუდენტებს თვალსაჩინოდ დავანახოთ, თუ როგორ ახერხებდა ხელისუფლება გარკვეული მოსაზრებების გავრცელებას და ზეგავლენის მოხდენის მცდელობასაც. ყოველ დაჯგუფებას და სკოლას თავისი ლიტერატურული გემოვნება და მკვეთრი პოლიტიკური პოზიცია გააჩნდა. ეს კიდევ უფრო ძაბავდა ერთმანეთთან დამოკიდებულებას და დროის გადასახედიდან საინტერესო და ანგარიშგასაწევ ისტორიას ქმნიდა.

კურსის მიზანია ისტორიის სპეციალობის სტუდენტებს შევთავაზოთ საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფოს ფარგლებს მიღმა არსებული ისტორიული ქართული ტერიტორიების, აქ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის და მცხოვრები ქართველებისა თუ ქართველთა ჩამომავლების ისტორია, პოლიტიკური, ეთნიკური თავგადასავალი (ტაო-კლარჯეთი ანუ თურქეთის საქართველო, ჰერეთი ანუ აზერბაიჯანის საქართველო, ლორე-ტაშირი ანუ სომხეთის საქართველო). კურსი ითვალისწინებს აგრეთვე საქართველოდან სხვადასხვა დროს ემიგრირებული ან იძულებით გასახლებული კომპაქტურად მცხოვრები ქართველების ისტორიის შესწავლას (ქართველი მამლუქები სირიასა და ერაყში, კახეთიდან გასახლებულნი XVII ს-დან ირანში ფერეიდანის პროვინციაში, 1944 წ. შუა აზიაში გასახლებული მაჰმადიანი მესხები, 1918-1921 წწ. პოლიტიკური ემიგრაცია ევროპაში, პოსტსაბჭოთა ემიგრაცია დსთ, ევროპასა და ამერიკაში).

დიასპორების ისტორიის ამ სახით შესწავლა განამტკიცებს მშობლიური ეთნოსის ისტორიის ცოდნას სპეციალისტი ისტორიკოსებისგან. შექმნის კურსდამთავრებულ სპეციალისტ ისტორიკოსებსა და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარების სასურველ წინაპირობას, რაც ორმხრივად სასარგებლოა და "ჩვენებურების" კულტურული ცხოვრების გაღრმავებისა და გააქტიურების კარგ საშუალებას წარმოადგენს.

კურსის მიზანია:

  • წარმოაჩინოს  ბიზანტიის როლი და მნიშვნელობა აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს ხელოვნების ფორმირებაში;
  • განსაზღვროს ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ძირითადი მახასიათებლები და ურთიერთკავშირის ასპექტები;
  • სასემინარო მუშაობის დროს სტუდენტებს განუვითაროს მასალის მხატვრულ-სტილისტური ანალიზის, ანალიტიკური მსჯელობის უნარი.

კურისის მიზნია შუსაუკუნეების და აღორძინების პერიოდის ინგლისური ლიტერატურის ძირითადი ტენდენციებისა და ავტორების შესწავლა, რაც სტუდენტს გამოუმუშავებს მხატვრული ტექსტის კითხვის, ანალიზისა და ინგლისურ ენაზე ლიტერატურის დამუშავების უნარ–ჩვევებს. სემინარებზე დისკუსიაში მონაწილეობა და პრეზენტაციის გაკეთება კი საკუთარი აზრის არგუმენტირების და საჯაროდ წარდგენისა და დაცვის უნარ–ჩვევებს განუვითარებს.

აღნიშნული კურსი სტუდენტებს გააცნობს ესპანური ენის წარმოშობასა და მის ისტორიას. კურსში განხილულია ესპანური ენის ისტორიული ევოლუციის ძირითადი ეტაპები, ფონეტიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური დონის ცვლილებები. კურსის შედეგად სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას რადიკალური ცვლილებების განმაპირობებელი იმ ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური ფაქტორების შესახებ, რამაც განაპირობა ესპანური ენის თანამედროვე სახით ჩამოყალიბება

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ანგლისტიკის სპეციალობის მაგისტრატურის ინგლისური ენის თეორიის მოდულის არჩევითი კურსი.

სასწავლო კურსის მიზანია მაგისტრანტებს მისცეს საფუძვლიანი
ცოდნა ინტერკულტურული კომუნიკაციის ინტერკულტურული
და კულტურათაშორისი ასპექტების შესახებ. შეასწავლოს ამ
საგნისათვის სპეციფიკური ტერმინოლოგიური აპარატი და
მეთოდოლოგიური პერსპექტივები (მეტყველების ეთნოგრაფია,
საუბრის ანალიზი, ინტერაქციული ლინგვისტიკა, თავაზიანობის
თეორია, კონტრასტული პრაგმატიკა) სხვადასხვა ტიპის
დისკურსში ( ინსტიტუციალური, პროფესიული, სასაუბრო,ა.შ)
შესაბამისად, ამ კურსის კონკრეტული მიზნებია: ა) მისცეს
სტუდენტებს ცოდნა ენისა და კულტურის ურთიერთმიმართების
შესახებ; ბ) შეუქმნას მდიდარი თეორიული ბაზა
ინტერკულტურული და კულტურათაშორისი კომუნიკაციის
თანამედროვე მდგომარეობის შესახებ;