ოკუპაციური თერაპია ხანდაზმულებთან

კურსის მიზანი

ხანდაზმულ პოპულაციასთან მუშაობის თეორიების, მიდგომებისა და მტკიცებულების გაცნობა. კურსი ორიენტირებულია უპირატესად პრევენციისა და პრომოუშენის სტრატეგიებზე. მოცემული კურსი თეორული ხასიათისაა. 

სწავლის შედეგები

კურსის წარმატებით დასრულებისას სტუდენტს შეეძლება: 

ოკუპაციურ თერაპიაში ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა

-   ხანდაზმულობისას წარმოშობილი ძირითადი სამქიანობითი გამოწვევებისა და შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკის შესახებ მსჯელობა

- ოკუპაციურ თერაპიასა და მომიჯნავე დარგებში არსებული კვლევების ანალიზი, რომლებიც ეხება აქტიურ ხანში შესვლის პროცესსა და დამატებითი გართულებების თავიდან აცილებას 

- კლიენტზე ცენტრირებული მიდგომის გამოწვევებისა და ეთიკური დილემების ანალიზს რაც თავს იჩენს ხანდაზმულ პირებთან მუშაობისას 

კურსის სწავლების მეთოდოლოგია

კურსის განმავლობაში სტუდენტები დაამუშავებენ ლიტერატურას, იმუშავებენ  კონკრეტული შემთხვევის (case) ანალიზზე, ჩაერთვებიან დისკუსიებში და იმუშავებენ დავალებებზე.


 

8481104