მოგესალმებით !! თქვენ ამ სემესტრში შეისწავლით სასწავლო დისციპლინას „საბანკო საინფორმაციო სისტემები“. ლექციები ჩატარდება  დისტანციურად, Zoom-ში, ხუთშაბათობით.  საღამოს 7 საათზე. პირველი საათი დაეთმობა თეორიული მასალის გადმოცემას, შემდგომ ორი საათის განმავლობაში ჩატარდება სემინარები.  მუდლში შესასვლელად საჭიროა სისტემაში  შეიყვანოთ კოდი-murtazi20. Zoom-ში  შესასვლელად საჭიროა ჯერ აკრიფოდ ჩემი იდენტიფიკატორი-2452702456და შემდეგ გამოჩენილ ფანჯარაში პაროლი-122 187. სალექციო მასალა და სემინარებისთვის  დავალებები განთავსებული იქნება მუდლში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს.

საგნის სწავლების ძირითადი მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემების თეორიის საფუძვლები და დაპროექტების ძირითადი დებულებები, გააცნოს მათ ამ პრობლემებისადმი თანამედროვე მიდგომა და მათი რეალიზაციის საშუალებანი; ჩამოუყალიბოს სტუდენტებს სისტემური წარმოდგენა ინფორმაციის, ეკონომიკური ინფორმაციის, საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების, ეკონომიკური საინფორმაციო სისტემების დაპროექტების პროცესის ორგანიზაციისა და მართვის შესახებ და გამოუმუშავოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები დაპროექტების სამუშაოთა რაციონალურად წარმართვისა და  შესაბამისი პროექტის შექმნის შესახებ.

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ორგანიზაციულ–ეკონომი­კური დანიშნულების ობიექტებზე მონაცემთა ბაზების შექმნისა და ფუნქციონი­რების მეთოდები და საშუალებები,  სტრუქტურული შეკითხვების ენა SQL და მისი გამოყენება მონაცემთა დამუშავებაში.

სტუდენტს ეცოდინება:

  • მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა – Access  და მისი გამოყენების სფეროების განსაზღვრა;
  • მონაცემთა ბაზის დაპროექტების ძირითადი ეტაპები და  მეთოდები;
  • მონაცემთა ბაზის დაპროექტება;
  • სტრუქტურული შეკითხვების ენა SQL;
  • მონაცემთა ბაზის მართვა MS Access-ის გამოყენებით.
9237184