სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია სტუდენტებს გააცნოს და შეასწავლოს ქართული ეთნოლოგიური სკოლის მიერ შექმნილი სამეცნიერო მემკვიდრეობა. სასწავლო კურსში ძირითადი ყურადღება დაეთმობა ქართული ეთნოლოგიური მეცნიერების ნაშრომთა კონკრეტული მონაკვეთების შესწავლას, რომლებიც განკსაუთრებით კარაგდ ასახევნ ქართული ყოფისა და კულტურის ამა თუ იმ სეგმენტს. 

რელიგია, როგორც კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, პირველი ეთნოგრაფიული სკოლების გაჩენისთანავე მოექცა მკვლევართა ინტერესების სფეროში. ტერმინის განსაზღვრებას, რელიგიის არსის, მისი საფუძვლებისა და ელემენტების გარკვევას, საზოგადოებაზე მისი გავლენის ანალიზს დიდ ყურადღებას უთმობდნენ ე. ტეილორი, ჰ. სპენსერი, ჯ. ფრეზერი, ე. დიურქჰეიმი, ბ. მალინოვსკი, ა. რედკლიფ-ბრაუნი, ლ. ლევი-ბრული, კ. ლევისტროსი და ა.შ. თითოეული კონკრეტული მკვლევარისა და სკოლის განსხვავებული მიდგომა ამ საკითხებისადმი განაპირობებდა შესაბამისი კვლევის მეთოდის შემუშავებას. რელიგია ანთროპოლოგიური თვალსაზრისით კულტურული ფენომენია, რომელიც კულტურული კონტექსტის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანის გონების მდგომარეობის ასახვას წარმოადგენს. ანთროპოლოგთათვის არსებითია არა კითხვა თუ რა სწამს ადამიანს, არამედ როგორ სწამს. მნიშვნელობა ენიჭება არა ღვთაებრივი ჭეშმარიტების დადგენას, არამედ რელიგიური ან ასეთად მიჩნეული რწმენის გამოვლინებათა ანალიზს. არსებითი ხდება ფაქტების აქტუალური კონტექსტი. რელიგიის ისტორიის ცოდნა მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული განხრის ყველა სპეციალისტისათვის. წარმოდგენილი კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ამ სფეროში დაგროვილი ინფორმაცია და წარმოდგენა შეუქმნას მსოფლიოში არსებული რწმენა-წარმოდგენების სისტემების ჩასახვა-განვითარების შესახებ.

8976112