კულტურა მულტიტექსტუალური ფენომენია, რომელიც თავის თავში ისევე გულისხმობს ვერბალურ ტექსტს, როგორც სხვა დანარჩენს. ამას გარდა, კულტურის შემადგენელი ტექსტების განტექსტება დამატებით ენის მეშვეობით ხორციელდება, ანუ კულტურისა – ტექსტებში ენის მეშვეობით. შესაბამისად, ტექსტი ავლენს იმ თავისებურებებს, რომელი კულტურის წიაღშიც ის წარმოიშვა. ტექსტები ინარჩუნებენ გარკვეულ კულტურულ კოდებს, ხოლო მათი მეშვეობით შესაძლებელია კულტურის ნებისმიერი ეპიზოდის რეტროსპექცია. ეს ეხება ნებისმიერ ტექსტს და მითუმეტეს ვერბალურს, სადაც მათი გაგება არამარტო ენობრივი, არამედ სამყაროს ცოდნისა და კულტურული გამოცდილების პირდაპირპროპორციულია.

ლექსიკოლოგია არის ენათმეცნიერების დარგი, რომელიც ამა თუ იმ ენის ლექსიკური ფონდს, მის აგებულებას შეისწავლის. სიტყვათა ურთიერთმიმართებები, ლექსიკური მარაგის სოციალური, კულტურული, ისტორიული ასპექტები ლექსიკოლოგიის შესწავლის მთავარ საგანს წარმოადგენს.

სემინარი "შესავალი გერმანული ენის ლექსიკოლოგიაში" განკუთვნილია გერმანული ფილოლოგიის მე3 საბაკალავრო კურსისთვის (მე6 სემ.). სემინარის მონაწილეები გაეცნოებიან ლექსიკოლოგიის ძირითად ცნებებსა და პრობლემებს, ამავე დროს ლექსიკური ფონდის უშუალო მეცნიერული ანალიზით, პრაქტიკული დავალებების შესრულებითა და სხვადასხვა ტიპის ლექსიკონებზე მუშაობით გაიღრმავებენ (გერმანულის) ლექსიკურ ცოდნას და უფრო ღრმად გაიაზრებენ სიტყვებთან დაკავშირებულ ენათმეცნიერულ პრობლემებს.

შენიშვნა: წინამდებარე ონლაინ–პრეზენტაცია სემინარის მხოლოდ დამხმარე კურსს წარმოადგენს. ის სასემინარო მუშაობას ვერ შეცვლის. აქ შეგიძლია ნახოთ სალექციო მასალები (სკრიპტი, პრეზენტაციები), დავალებები, ლექსიკოლოგიური ცნებების მცირე ლექსიკონს და სასარგებლო ბმულებს. ამავე დროს ფორუმში შესაძლებლობა გექნებათ სალექსიო კურსთან დაკავშირებული შედარებით ძნელად გასაგები საკითხები უკეთ გაარკვიოთ.

კურსი განკუთვნილია გერმანული ფილოლოგიის სტუდენტებისათვის.

ტექსტის ლინგვისტიკა შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა, რომელიც  1960 წელს ჩამოყალიბდა. მისი მთავარი ფუნქციაა "ტექსტის", ენობრივი სტრუქტურების კვლევა (რომელი მახასიათებლებით განსხვავდება "ტექსტი" --> "არა-ტექსტისაგან"). ტექსტის ლინგვისტური ანალიზი გულისხმობს ტექსტუალობის მახასიათებლების (კოჰეზია, კოჰერენცი, ინტენციურობა, მისაღებობა, ინფორმაციულობა, სიტუაციურობა, ინტერტექსტუალობა, კულტურალობა) გათვალისწინებას. 

გერმანული ენის ისტორია შეისწავლის გერმანული ენის განვითარებას გერმანელი ხალხის განვითარებასა და ისტორიასთან მჭიდრო კავშირში. გერმანული ენის ისტორია გერმანისტიკის ნაწილია, იგი ენას დიაქრონულ-სინქრონულ ასპექტში შეისწავლის, მაგრამ ენისადმი დიაქრონული მიდგომა წამყვანია ენის ისტორიაში. აღწერს რა ენის სინქრონულ ჭრილებს, მათი შედარების საფუძველზე (დიაქრონია) იგი ადგენს ენის განვითარებისა და ცვალებადობის კანონზომიერებებს. შესაბამისად, გერმანული ენის ისტორიის საგანია ამ ენის ჩამოყალიბების პროცესი, მისი განვითარების კანონზომიერებები, ენის ფონეტიკური და გრამატიკული სისტემების, გერმანული ენის ლექსიკური მარაგის ჩამოყალიბება და ცვლილება, გერმანული ენის სტილური სისტემები. მისი კვლევის საგანია, ერთი მხრივ, ენობრივი სისტემის მუდმივი მახასიათებლები, მეორე მხრივ, ენის ცვალებადობის დინამიკა და ძირითადი ტენდენციები, ასევე გერმანული ენის არსებობის ფორმები, სოციალურ-ისტორიულად განპირობებული ცვალებადობა და თანამედროვე გერმანული ნაციონალური ენის ჩამოყალიბების პროცესი. ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს, ავხსნათ თანამდეროვე გერმანული ენის სტრუქტურა, კანონზომიერებები, უკეთესად გავიაზროთ ამ ენაზე შექმნილი ძეგლები, გერმანელი ხალხის ისტორია და კულტურა.

10004960