აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტოპროგრამა – ქართული ლიტერატურის ისტორიის მაგისტრანტთათვის. ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი– თამარ პაიჭაძე კურსი მოამზადა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის მიმართულების დოქტორანტმა – სოფიკო ძნელაძემ.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია სტუდენტმა მიიღოს გაღრმავებული ცოდნა თანამედროვე (უახლესი ლიტ. ისტორიის პერიოდის) ქართული რომანის შესახებ შედარებით პერსპექტივაში. კურსის შესწავლისას გამოვლინდება ქართული რომანისტიკის განვითარების გზა. ქართული ლიტერატურული პროცესი განიხილება საზღვარგარეთულ ლიტერატურაში განვითარებულ მოვლენათა ფონზე. კურსის შესწავლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, გამოააშკარაოს ის კულტურულ-ლიტერატურული კავშირი და მიმართება, რომელიც არსებობს (და არსებობდა) ქართულ და მსოფლიო მწერლობას შორის, და რომელიც, გარკვეულწილად, იჩქმალებოდა საბჭოთა ეპოქის ლიტერატურათმცოდნეობის მიერ

9866744