დაათვალიერეთ ლექსიკონი ამ ინდექსის გამოყენებით.

განსაკუთრებული | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | Q | R | S | T | U | V | W | X | Y | Z | ყველა

ნკ

მუალაკები

ნინო კვირიკაშვილი - ოთხშაბათი, მარტი 31 2010, 12:56 PM-ით
 
მუალაკები ისლამამდელი არაბული პოეზიის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი წარმოადგენს ჩვ. წ. აღ. V საუკუნის დასასრულის – VII საუკუნის დასაწყისის პოეტების რჩეულ კასიდთა კრებულს. მუალაკების კრებული, ისლამამდელი პოეზიის სხვა ნიმუშბთან ერთად იმ ნაწარმოებთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც ხანგრძლივი დროით განსაზღვრეს მომდევნო ხანის არაბული პოეზიის ხასიათი, თემატიკა, ფორმა. მუალაკებში ასახულია ისლამამდელი არაბთა სულიერი თუ ყოფითი კულტურა, ბუნებრივი გარემო, რწმენები, წეს–ჩვეულებები, ტომობრივი ურთიერთობა.
ისლამამდელი ცნობილი პოეტები არიან: იმრუ ლ–კაისი, ტარაფა, ზუჰაირი, ლაბიდი, ამრ იბნ ქულსუმი, ანთარა, ჰარის იბნ ჰილიზა,ნაბიღა ზუბიანელი, ალ–აშა, აბიდ იბნ ალ–აგრასი.

წყარო
ნ. ფურცელაძე, მუალაკები, თბილისი, 1985


ნკ

ქითაბ ალ–აღანი

ნინო კვირიკაშვილი - პარასკევი, აპრილი 9 2010, 8:10 PM-ით
 
ქითაბ ალ–აღანი – "სიმღერების წიგნი", ლექსების ენციკლოპედიურო ხასიათის კრებული, რომელიც შეკრიბა –VIII-IX საუკუნეებში მოღვაწე აბუ ლ–ფარჯ ალ–ისფაჰანიმ და საკუთარი ლექსებიც დაურთო.
კრებული საკმაოდ ვრცელია– მოიცავს დაახლოებით 10 000 გვერდს


ნკ

ყურანი

ნინო კვირიკაშვილი - ხუთშაბათი, აპრილი 1 2010, 11:31 AM-ით
 
ყურანი (არაბ. القرآنر al-qurʾān ) -მუსლიმთა წმინდა წიგნი, ისლამის დოგმებისა და დებულების კრებული, ისლამის ფუძემდებლისმუჰამედის მიერ წინასწარმეტყველური ზეშთაგონებისა და აღტკინების დროს (მექასა და მედინაში) წარმოთქმული ქადაგებები. დაწერილია არაბულ ენაზე. შედგება 114 სურებისაგან.