დაათვალიერეთ ლექსიკონი ამ ინდექსის გამოყენებით.

განსაკუთრებული | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | Q | R | S | T | U | V | W | X | Y | Z | ყველა

ნკ

გეზერის კალენდარი

ნინო კვირიკაშვილი - ორშაბათი, მარტი 29 2010, 12:12 AM-ით
 
გეზერის კალენდარი იერუსალიმიდან 50 კმ. ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ გეზერში აღმოაჩინეს. იგი წარმოადგენს პროტო-ებრაული ანბანით ქვაზე ამოტვიფრულ ტექსტს, რომელშიც თვეების მიხედვით გაწერილია შესასრულებელი სამუშაოები: ხვნა, თესვა, ბარვა და ა. შ.


ნკ

მასადა

ნინო კვირიკაშვილი - ორშაბათი, მარტი 29 2010, 12:44 AM-ით
 
ციხე-სიმაგრე მკვდარი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც აშენდა ძვ. წ. აღ. I საუკუნეში და დაინგრა ახ. წ . აღ. 73 წ. რომაელთა მიერ.


ნკ

მიშნა

ნინო კვირიკაშვილი - კვირა, მარტი 28 2010, 11:52 PM-ით
 
მიშნაში მოცემულია საკულტო და საღვთისმეტყველო-იურიდიულ ნორმათა ახსნა და სისტემატიზაცია ავტორიტეტული სწავლულების მიერ.


ნკ

მკვდარი ზღვის გრაგნილები

ნინო კვირიკაშვილი - ორშაბათი, მარტი 29 2010, 12:39 AM-ით
 
მკვდარი ზღვის გრაგნილბი იუდას უდაბნოში (ყუმრანისა და მურაქქაბის ხეობის გამოქვაბულებში და მასადაში) აღმოაჩინეს. მათი დიდი ნაწილი ებრაულ ენაზეა დაწერილი ძვ. წ. აღ. II -ახ. წ. აღ. I საუკუნეებში.
ყუმრანის ხელნაწერების დიდი ნაწილი ძველი აღთქმის ტექსტებს შეიცავს (ესთერის წიგნის გარდა ყველა წიგნი გვხვდება), რომლებიც მოცემულია როგორც ებრაულად, ისე თარგამნების სახით - არამეულად და ბერძნულად. აღმოჩენილია ასევე აპოკრიფული თხზულებები.
მურაბბათის ხეობის გამოქვაბულებში ბიბლიური ტექსტების გრდა დაცული იყო იურიდიული და სამურნეო შინაარსის ტექსტები.
მასადის ციხესიმაგრეში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ოსტრაკადა ხელნაწერები ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე, რომლებსაც ძვ. წ. აღ. I საუკუნით ათარიღებენ.



ნკ

ოსტრაკონი

ნინო კვირიკაშვილი - ორშაბათი, მარტი 29 2010, 12:18 AM-ით
 
ოსტრაკონი (ბერძ. ὄστρακον ostrakon) თიხის ჭურჭლის ნატეხი (ძირითადად, ლარნაკის) რომელზეც შესრულებული წარწერა


ნკ

ყუმრანის გამოქვაბულები

ნინო კვირიკაშვილი - ორშაბათი, მარტი 29 2010, 12:45 AM-ით
 
მდებარეობს იუდას უდაბნოში. ცნობილია მასში აღმოჩენილი გრაგნილებით.