თანამედროვე ეთიოპური ენები

ამჰარული
ამჰარული წარმოადგენს ეთიოპიის სახელმწიფო ენას, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი საუბრობს. იგი წარმოიქმნა გეეზისაგან დამოუკიდებლად, ეთიოპიის სამხრეთ მთიანეთში, საბაური ენის სხვადასხვა კილოების საფუძველზე და ადგილობრივი კუშიტური (კუშიტები) ენის ძლიერი ზეგავლენის შედეგად.
დამწერლობა ამჰარულს გვიან გაუჩნდა, XV-XVI საუკუნიდან ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ სიმღერათა მცირერიცხოვანმა ნაწილმა, რომელთა ჩაწერა გაცილებით გვიან მოხდა. გარკვეული მცდელობები ეწერათ ამჰარულ ენაზე XVII ს.-შიც იყო, თუმცა სალიტერატურო ენად ამჰარული მხოლოდ გასულ საუკუნეში იქცა, როცა მასზე ტიპოგრაფიული ხერხით ლიტერატურის გამოცემა დაიწყეს.

ტიგრინია
ტიგრინია წარმოადგენს აბისინიის (აბისინია) მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ენას. მკვლევართა აზრით, იგი გეეზის მემკვიდრეა და მის შემდგომ განვითარებას წარმოადგენს. იგი ძირითადად გავრცელებულია იმ ტერიტორიაზე, რომლის ცენტრს წარმოადგენს აქსუმი.

ტიგრე
იმავე ტიპის ენა, რაც ტიგრინია. მასზე ძირითადად წითელი ზღვის პირას მცხოვრები მუსლიმები საუბრობენ.