ქანაანური ენები. ფინიკიურ-პუნიკური ენა

ფინიკიური ენა ცნობილია მხოლოდ წარწერებიდან, რომელთაგან უძველესი – კვიპროსის წარწერა – ძვ. წ. X ს-მდე აღწევს. წარწერათა უმრავლესობა ძვ. წ. V ს-დან იწყება. ეს წარწერები შესრულეებულია ფინიკიასა და მის მეზობელ ქვეყნებში (ეგვიპტე, საბერძნეთი, კვიპროსი). ფინიკიური წარწერები გვხვდება აფრიკის ჩრდილო სანაპიროზეც, განსაკუთრებით კართაგენიში, რომელიც ფინიკიელთა კოლონიას წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი წარწერები ერთგვარ დიალექტურ სხვაობას ავლენენ ზემოაღნიშნულ წარწერებთან. ფინიკიური ენის ამ დიალექტს – პუნიკურს უწოდებენ.
აღნიშნულ წარწერათა გარდა ფინიკიური საკუთარი სახელები და ცალკეული სიტყვები გვხვდება ბერძენ და რომაელ ავტორთა ნაწარმოებებში.
აღსანიშნავია, რომ ფინიკიური დამწერლობა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია მარცვლოვანი სისტემის მქონე დაფიქსირებულ დამწერლობის ნიმუშებს შორის.
გრამატიკული სტრუქტურითა და ლექსიკის მხრივაც ფინიკიურ-პუნიკური მეტად ახლოსაა ებრაულთან.

წყარო
კ. წერეთელი, ბიბლიის ებრაული, თბილისი, 2001