კვირეული მონახაზი

  • ლექცია I. ევროპული ცივილიზაციისა და საქართველოს კულტურული კავშირის პროცესი; უმთავრესი თეორიები ქართველთა ეთნოგენეზისისა და უძველესი კულტურული კავშირის თაობაზე

    • ქართველთა ეთნოგენეზისისა და უძველესი
      კულტურული კავშირების შესახებ წერილობითი პირველწყაროები არ არსებობს.
      მიუხედავად ამისა, ქართული ეთნოსის პრეისტორიის თაობაზე როგორც ქართულ,
      ასევე ევროპელ მეცნიერებებში სხვადასხვა თეორია არსებობს უმთავრესი
      ენათმეცნიერული, არქეოლოგიური და მითოლოგიური ფაქტების ინტერპრე-
      ტაციების საფუძველზე.
      ქართული ეთნოსის უძველესი კონტაქტების შესახებ თეორიები ევროპაში
      დაიწყო ზოგი ლინგვისტიკის მეცნიერული კვლევებითა და თეორიებით XVII-XVIII
      საუკუნეების მიჯნაზე. გ.ლაიბნიცი მსგავსებებს ეძიებდა ქართულ და ინდოევროპულ
      ენათა ოჯახებს შორის. მარი ბროსესა და ფრანც ბობის თვალსაზრისით,
      ქართველური ენები ინდოევროპული (ინდურ-ირანული) ოჯახის წევრადაა
      მიჩნეული. ახალ თვალსაზრისს ავითარებს ფრიდრიხ მიულერი 1864 წლიდან,
      ქართველური და მთის კავკასიური ენების ერთ ენათა ოჯახად მოაზრებით. ამ
      თვალსაზრის დაუჭირა მხარი ივანე ჯავახიშვილმა, არნოლდ ჩიქობავამ და ეს
      თეორიაა დღეს პოპულარული და ოფიციალურად მიღებულია ლინგვისტურ
      წრეში. ნიკო მარი თავდაპირველად ქართულ ენას სემიტური ოჯახის წევრად
      თვლიდა. შემდგომში ქართული და მედიტერანული მკვდარი ენები (პელაზგები,
      ეტრუსკული და მათთან ერთად ბასკურიც) ერთ იაფეტურ ენათა ოჯახად მიიჩნია და
      ბოლოს ამ ოჯახს ინდოევროპული ოჯახის ენებიც დაუკავშირა.
      ამ ლინგვისტური თეორიებიდან ამოიზარდა უძველესი ქართული სამყაროს
      ეთნო-კულტურილი კავშირის თეორია წინარე ბერძნული (პელაზგურ) და ასევე
      ეტრუსკული და ბასკური მოსახლეობიდან [პაულ კრეჩმესი 1896წ); ფრიტც
      შახერმაიერი (1955წ); ე. ფურნეე 1979წ). ქართველ მეცნიერთაგან ამ თეორიას
      ავითარებს რისმაგ გორდეზიანი.
      ბერძნული და ქართული მითოსის უძველესი ბერძნული ეპოსის (ჰომეროსი)
      ცალკეული ფაქტების ანალიზით (ამირანის ეპოსი, პრომეთე; პელაზგური არგო)
      პარალელების გარკვეული თვალსაზრისებია გამოთქმული. (წაიკითხეთ ჩემი
      მიმოხილვითი სტატია: ჟურნ.: „ქართველოლოგი“ √10, 2003წ. გვ. 45-49).
      2. საისტორიო ფაქტებით და წყაროებით მოღწეული ცნობების თანახმად
      ქართული კულტურული და კერძოდ ლიტერატურული ურთიერთობების ძალზე
      მნიშვნელოვანი კულტურული და კერძოდ ლიტერატურული ურთიერთობები
      ძალზე მნიშვნელოვანი იყო ბერძნული-ბიზანტიურ, სომხურ, სპარსულ, არაბულ,
      ევროპულ და რუსულ კულტურულ სამყაროებთან, ძირითადად ამ ურთიერთო-
      ბების წიაღში ვითარდება ქართული ქრისტიანული ანუ სასულიერო და მეორე
      მხრივ, შუა საუკუნეების საერო მწერლობის პროცესი საქართველოში. ბერძნულ-
      ბიზანტიური ურთიერთობით დაწყებული ქართული სასულიერო მწერლობა (IVVსს)
      ქრისტიანული ეკლესიის დიოფიზიტურად და მონოფიზიტურად დიდი
      გათიშვის გამო V საუკუნის დასასრულიდან ქართული მწერლობა უპირატესად
      სომხურ-ქართულ ურთიერთობების სფეროში ვითარდება. ქართულ-სომხური
      საეკლესიო გათიშვიდან (VIIს. პირველი ათწლეული) ქართული საზოგადოებრივი
      აზრი და მწერლობაც თანდათანობით უახლოვდება და ვითარდება ბიზანტიური
      საღვთისმეტყველო-ლიტერატურული პროცესის კვალდაკვალ. თუმცა ქართული
      საეკლესიო პრაქტიკა და შესაბამისად სასულიერო მწერლობა ინარჩუნებს
      ტრადიციულ სტილს და მიმართულებებს და გამოკვეთს ეროვნულ
      თავისთავადობას საღვთისმეტყველო-ლიტერატურულ პრაქტიკაში.
      VIII-X საუკუნეების ქართულ სასულიერო მწერლობას კ. კეკელიძე უწოდებს
      ქართული მწერლობის ეროვნულ ხანას: ეროვნული, ორიგინალური ქართული
      ჰიმნოგრაფიული მწერლობის განვითარება და სხვა. ქართულ საეკლესიო
      მწერლობაში გამოიკვეთება ეროვნულ-პატრიოტული სტილი და შემდგომში XII
      საუკუნეში ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაში ჩამოყალიბდება ე.წ.
      მესიანისტური კონცეფცია. ამ ეტაპზე ქართულ ლიტერატურულ პროცესში
      მნიშვნელოვანია ქართული მწერლობის კავშირი არაბულ სასულიერო
      ლიტერატურასთან. თანდათან იწყება ერთგვარი შეტოლება დიდ ბიზანტიურ
      მწერლობასთან და ამ პრინციპის წიაღში დაფუძნდება ათონის ქართული
      საღვთისმეტყველო – ლიტერატურული სკოლა – X-XI საუკუნეები (იოანე
      ათონელი, ეფთვიმე ათონელი, გიორგი ათონელი – ათონელი ანუ მთაწმინდელი).
      ათონის ლიტერატურული სკოლიდან დაწყებული თანდათან იცვლება
      ქართული ლიტერატურის ძირითადი მიმართულება, აქცენტი გადადის ბიზანტიური
      მწერლობის საფუძვლიან ათვისებაზე. ანუ – თარგმანის უპირატესი მნიშვნელობა
      და ზუსტი თარგმანის პრინციპის დამკვიდრება. ეს ტენდენცია ათონის სკოლიდან,
      გადადის შავი მთის საღვთისმეტყველო-ლიტერატურულ სკოლაში (ეფრემ მცირე),
      შემდეგ გელათის ლიტერატურულ სკოლაში (არსენ იყალთოელი, იოანე
      პეტრიწი). ქართულ თეოლოგიურ-ფილოსოფიურ მწერლობაში მკვიდრდება ის
      ახალი თეოლოგიური სტილი, რაც ბიზანტიაში გამოჩნდა მანგანის აკადემიაში (XI
      საუკუნის II ნახევრიდან), რომელიც ანტიკურ ბერძნულ ფილოსოფიას (პლატონი,
      არისტოტელე) უხსნის გზას თეოლოგიის პრობლემატიკის დამუშავებაში. ეს
      მიმართულება განაპირობებს ევროპული გვიანდელი შუასაუკუნეების თეოლო-
      გიურ-ფილოსოფიურ აზროვნებას, რომელსაც სქოლასტიკას უწოდებენ; ხოლო
      მის უმაღლეს ეტაპს განვითარებულ ანუ მაღალ სქოლასტიკას. ეს მიმართულებაა
      მკვეთრად გამოხატული იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში და რუსთველის
      შემოქმედებაში.
      XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ქართულ მწერლობაში ე.წ. საერო მწერლობა,
      რაც გამოწვეული იყო ქართული ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცებით და
      ქვეყანაში საზოგადოებრივი ყოფის რადიკალური ცვლილებებით - ფეოდალური
      კლასის, სამხედრო არისტოკრატიის და სამეფო კარის დაწინაურებით. ეს
      ლიტერატურული მიმართულება თავდაპირველად სპარსული ენიდან თარგმნილი
      („ვისრამიანი“) და აღმოსავლური სტილით შექმნილ ნაწარმოებებში („ამირანდა-
      რეჯანიანი“) გამოვლინდა. „ვეფხისტყაოსნის“ საფუძველზე ქართულ ლიტერატუ-
      რულ აზროვნებაში გამოიკვეთა ევროპული, ქრიატიანული აზროვნების ის ეტაპი,
      რომელიც ე.წ. გვიანდელი შუასაუკუნეების ანუ წინარე რენესანსის ეპოქის
      აზროვნებაში გამოვლინდა, ქართული მწერლობის ნიმუშების ბაზაზე ქართველი
      ავტორის მიერ შეიქმნება ევროპული მწერლობის შედევრი („ბალავარიანი“ –
      „ვარლამისა და იოასაფის ისტორია“).
      როგორც უკანასკნელი ათწლეულის სამეცნიერო კვლევებმა დაამტკიცა,
      ქართული „ვეფხისტყაოსანი“ ევროპული დიდი რენასანსული მწერლობის – XVII
      საუკუნის დასაწყისის ინგლისური დრამატურგიის სიუჟეტურ წყაროდაა
      გამოყენებული.

  • ლექცია II. ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების დასაწყისი; ქართული ლიტერატურის დასწყისის და ქართული ანბანის გენეზისის პრობლემა.

    • ძირითადი დასამუშავებელი ლიტ.: ე. ხინთიბიძე, „ქართულ ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიისათვის“, 1982 წ. გვ. 32-35; ქართული ლიტერატურის დასაწყისი და ქართული ანბანის გენეზისის პრობლემა (ძირითადი დასამუშავებელი ლიტ.: ე.ხ., „ქართული დამწერლობისა და მწერლობის სათავეებთან“: სტატია ჟურნალში - ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, 1983 წ. #1. (გაწვდით ელ. ვერსიას); ე. ხინთიბიძე, ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში, თბ. 2003 წ. გვ. 214-216.
      საკითხთა ჩამონათვალი:
      თემა 2: ორი თვალსაზრისი ქართული ლიტერატურის დასაწყისზე: ქრისტიანობის გავრცელების პერიოდიდან (დაახ. მე-4 ს.); ქრისტიანობამდელი ხანიდან (ძირითადი არგუმენტები თითოეული თეორიისა). აშკარა წყაროები ქართული მწერლობის არსებობისა (ქართული, უცხოური). სავარაუდო მინიშნებები ქრისტიანობამდელ ქართულ მწერლობაზე: ქართული საისტორიო ქრონიკების ფაქტები, ბერძნული ვარაუდები კოლხთა მწიგნობრობაზე; „ფარნავაზიანი“.
      ქართული და სომხური პირველწყაროები ქართული ანბანის წარმოშობაზე. კორიუნის „მესროპ მაშტოცის ცხოვრება.“ ივანე ჯავახიშვილის არგუმენტირება ამ ცნობის არა ავთენტურობაზე. ლეონტი მროველის ცნობა ფარნავაზის მიერ ქართული მწიგნობრობის შექმნაზე. ამ ცნობის პოპულარობა საქართველოში სავარაუდოდ მე-6 საუკუნიდან (დავათის სტელა). ქართული ანბანის შექმნის ფინიკიურ-არამეული ჰიპოთეზა (ივ. ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, რამაზ პატარიძე), არმაზის ბილინგვა. ქართული ანბანის (ასომთავრულის) ერთიანი გრაფიკული სისტემა (ვინფრიდ ბოედერი, ელენე მაჭავარიანი, თამაზ ჩხენკელი).
      თემა 1. ქართული სასულიერო მწერლობის დასაწყისის პრობლემა (არსებითად შემდეგ ლექციაზე დამუშავდება). ძირითადი ორიენტირები შუასაუკუნეების ქართული სასულიერო ლიეტარტურის ბიზანტიურის გზით განვითარებისა: ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა“; იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა“; დიონისე არეოპაგელის არეოპაგიტული კორპუსი, პროკლე დიადოხოსის „კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“, ათონის ქართული საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა.

  • ლექცია III. ქართულ-სომხური საეკლესიო- კულტურული ურთიეთობები V-VII საკუნეებში. ქართული ბიბლიური წიგნები და მათი უძველესი რედაქციების შექმნის პრობლემა.

    • დასამუშავებელი ლიტერატურა: 1. ე. ხინთიბიძე, ბიზანტიუ-
      ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი, 1969წ. გვ.44-50; 2. ე.
      ხინთიბიძე, ქართული-ბიზანტიური ურთიერთობის ისტორიისათვის,
      1982წ. გვ. 90-96; 3. ე. ხინთიბიძე, ქართული ლიტერატურა ევროპულ
      მეცნიერებაში, 2003წ. გვ. 2017-2020.
      საკითხთა ჩამონათვალი:
      ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება (451წ); დიოფიზიტური და
      მონოფიზიტური ქტისტოლოგია. აღმოსავლური მონოფიზიტური
      საეკლესიო უნია და სპარსეთ-ბიზანტიის პოლიტიკური მეტოქეობა.
      კირონ ქართლის კათალიკოსი და კიროს ალექსანდრიის პატრიარქი;
      მონოთელიტური ერესი. ქართული და სომხური საეკლესიო გათიშვა.
      ქართული ბიბლიური წიგნები. სახარების და დავითნის ძველი
      ქართული რედაქციები. ქართული ბიბლიური კორპუსის ძველი
      რედაქციები (ათონის, მოსკოვის, მცხეთის, გელათის). ქართული ბიბლიის
      უძველესი თარგმანის პრობლემა. არგუმენტები ქართული ბიბლიური
      წიგნები თავდაპირველი რედაქციების ბერძნულიდან მომდინარეობის
      თაობაზე.

  • ლექცია IV. ათონის ლიტერატურული სკოლა და ახალი ეტაპი ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობებისა; ძირითადი მთარგმნელობითი სკოლები ძველ საქართველოში

  • ლექცია V. ძველი ქართული მწერლობის წინარეელინისტური და ელინისტური სკოლები და მათი დიდი წარმომადგენლები

    • • საკითხთა ჩამონათვალი
      o XI-XII ს. საქართველოს საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლები:
      ათონის, შავი მთის, გელათის;
      o ეფთვიმე მთაწმიდელის "ცხოვრება", უმთავრესი თხულებანი;
      o გიორგი მთაწმიდელის "ცხოვრება" (გიორგი მცირის აგიოგრაფიული
      ცხოვრების მიხედვით), გიორგი მთაწმიდელი და საეკლესიო რეფორმა
      საქართველოში, უმთავრესი თხზულებანი;
      o ეფრემ მცირე და შავი მთის ქართველთა საღვთისმეტყველო-
      ლიტერატურული წრე, ეგრემ მცირის მთარგმნელობითი პრინციპები, ეფრემ
      მცირე - პირველი ქართველი ფილოლოგი, ეფრემის უმთავრესი თხზულებანი;
      o არსენ იყალთოელი და გელათის ლიტერატურული სკოლა, არსენ
      იყალთოელის ვინაობისათვის, არსენის თხზულებანი;
      o იოანე პეტრიწი და მოსაზრებანი მის ვინაობაზე,, პეტრიწის თხზულებანი,
      პეტრიწი - სქოლასტიკოსი, პროკლეს "კავშირნი ღმრთისმეტყველებითნი" და
      პეტრიწის "თარგმანებაი".

      • დასამუშავებელი ლიტერატურა
      1) ე. ხინთიბიძე, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების
      ისტორიისათვის (1982 წ.) – გვ. 108-125;
      დამატებითი ლიტერატურა: იმავე წიგნის გვ. 176-179; გვ. 186 - 206.

  • ლექცია VI

    • თემა 1: ძველი ქართული მწერლობის თხზულებანი ბიზანტიურ მწერლობაში; 2. მიქელ საბაწმინდელის მარტვილობა – აბუკურა; 3. გიორგი მთაწმიდელის ცხოვრების ერთი მონაკვეთის ბერძნული და ლათინური თარგმანი


      დასამუშავებელი ლიტერატურა: ე. ხინთიბიძე, "ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი", თბ. 1969, გვ. 14-19; ე. ხინთიბიძე, "ქართული აგიოგრაფიული ტექსტის XIII საუკუნის ბერძნული და ლათინური თარგმანი": კრებული - ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, თბ. 1999.


      საკითხების ჩამონათვალი: ვარაუდი ივირონის მაშენებელთა ბერძნულ ცხოვრებათა ქართული წარმოშობის თაობაზე; გიორგი მთაწმიდელი და ბერძენ-რომაელთა საეკლესიო გათიშვა; "გიორგი მთაწმიდელის ცხოვრების" ერთი ფრაგმენტი ლათინურ კრებულში; ეფთვიმე ათონელის ბერძნულად თარგმნილი "აბუკურა", "მიქელ საბაწმიდელის მარტვილობა", "მიქელ საბაწმიდელის მარტვილობის კვალი ბერძნულ მწერლობაში"

  • ლექცია VII.

    • სალექციო თემატიკა: 1. თეორიები და ჰიპოთეზები: წარმოშობით ქართველ ავტორთა თხზულებანი ევროპულ მწერლობაში. 2. დიონისე არეოპაგელი და პეტრე იბერიელი. 3. არეოპაგიტული თხზულებანი.


      დასამუშავებელი ლიტერატურა: 1. ე. ხინთიბიძე, „ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი“, გვ. 28-40.
      2. ე. ხინთიბიძე, „ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში“, გვ. 191-194.
      3. ე. ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო“, გვ. 723-729.


      საკითხთა ჩამონათვალი: არეოპაგიტული კორპუსი; მოციქული დიონისე არეოპაგელი; პეტრე იბერი; იოანე რუფუსის „პეტრე იბერის ცხოვრება“; პეტრე იბერისა და ფსევდო დიონისე არეოპაგელის იდენტიფიკაციის არგუმენტები; არეოპაგიტული ფილოსოფიის უმთავრესი პრობლემატიკა; დიონისე არეოპაგელი და შუასაუკუნეების ქართული მწერლობა (ეფრემ მცირე, ჩახრუხაძე, რუსთველი.

  • ლექცია VIII

    • სალექციო თემატიკა: 1. ქართველ ავტორთა თხზულებანი ბიზანტიურ მწერლობაში; 2. გრიგოლ ბაკურიანისძე „პეტრიწონის მონასტრის წესდება“. „სიბრძნე ბალავარისი“ და „წმიდა იოადასაფის ცხოვრება“. 3. გვიანდელი შუასაუკუნეების ევროპის ხალხთა პოპულარული თხზულება „ვარლაამ და იოასაფის ამბავი“.


      დასამუშავებელი ლიტერატურა:
      1. ე. ხინთიბიძე, „ბიზანტიურ - ქარტული...“, 1969 წ., გვ. 22-28.
      2. ე. ხინთიბიძე, „ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში, 2003, გვ. 18-21, 190-191; 226-228.


      საკითხთა ჩამონათვალი: 1. ათონის ბერძნულ ხელნაწერებში დაცული ზოგიერთი თხზულების შესაძლებელი ან სავარაუდო კავშირი ქართველ მოღვაწეებთან; გრიგოლ ბაკურიანისძის ბიოგრაფია; პეტრიწონის მონასტერი; გრიგოლ ბაკურიანისძის ტიპიკონი ანუ წესდება; გრიგოლის ეროვნული სულისკვეთება; გრიგოლის ეროვნული სადაურობის პრობლემატიკა. 2. „ბალავარიანის“ ორი ქართული რედაქცია და მათი ერთმანეთთან მიმართება. „სიბრძნე ბალავარისი“ (შინაარსი), „ბალავარიანის“ იგავები. „ბალავარიანის“ პირველი ქრისტიანული რედაქცია ამ აღმოსავლური ამბისა. „ვარლაამ და იოასაფის ამბავი“ ევროპულ მწრლობაში. „ვარლაამ და იოასაფის“ ავტორობის შესწავლის მეთოდოლოგიის საკითხები.

  • ლექცია IX

    • სალექციო თემატიკა:
      „ვარლაამ და იოასაფის“ ავტორობის პრობლემა: პირველწყაროები და მეცნიერული თვალსაზრისები.


      დასამუშავებელი ლიტერატურა:
      1. ე. ხინთიბიძე, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიისთვის, 1982, გვ. 263-288.
      2. ე. ხინთიბიძე, ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში, გვ. 17-21.
      3. ე. ხინთიბიძე, „კიდევ ერთი ახლებური თვალსაზრისი „ვარლაამ და იოასაფის“ ავტორობის საკითხზე“: ჟურნ. „მაცნე“, 2003, გვ. 52-78.


      საკითხთა ჩამონათვალი: „ბალავარიანის“ ფაბულის მოგზაურობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ; „ვარლაამ და იოასაფის“ გავრცელება XII-XVI საუკუნეების ევროპაში; ქართული, ბერძნული და ლათინური პირველწყაროები „ვარლაამ და იოასაფის“ ბერძნული რედაქციის შექმნაზე. ზოტენბერგის, პეეტერსის, დელგერისა და კაჟდანის თვალსაზრისები „ვარლაამ და იოასაფის“ ბერძნული რედაქციის შექმნაზე.

  • ლექცია X - დიდ კაპადოკიელ წმინდა მამათა ეროვნული სადაურობის პრობლემა

    • სალექციო თემატიკა: 1. არეოპაგიტული კორპუსის ავტორობის თეორიის კვლევის თანამედროვე მდგომარეობა. 2. დიდ კაპადოკიელ წმინდა მამათა ეროვნული წარმომავლობის პრობლემა.


      დასამუშავებელი ლიტერატურა: 1. ე. ხინთიბიძე, „ქართულ-ბიზანტიური...“, თსუ, 1982, გვ. 207-262; 2. ე. ხინთიბიძე, „ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში“, 2003, გვ. 193-4; 3. ე. ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსანი შექსპირისა და მისი თანამედროვეების ინგლისურ დრამატურგიაში“, თბ. 2016, გვ. 25-27.


      საკითხთა ჩამონათვალი: ბოლო პერიოდის გამოკვლევები არეოპაგიტული კორპუსის ავტორობის საკითხზე; ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი - საეკლესიო მოღვაწეობა და ლიტერატურულ-თეოლოგიური მემკვიდრეობა; ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის საგვარეულო და შავიზღვისპირეთის ქართველური მოსახლეობა; კაპადოკიელობა, როგორც ეთნიკური წარმომავლობა; ბერძნული გადმოცემები კოლხეთზე, როგორც კაპადოკიულ წმინდა მამათა ეროვნული ისტორია და მითოსი.

  • ლექცია XI. „ვეფხისტყაოსანი“ მე-17 საუკუნის ინგლისურ დრამატურგიის ლიტერატურული წყარო: „ვეფხისტყაოსნის“ გზა ინგლისის თეატრალურ დასამდე; ბომონტისა და ფლეტჩერის პიესები და „ვეფხისტყაოსანი“.

    • დასამუშავებელი ლიტერატურა:
      1. „ვეფხისტყაოსნის გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ“: ე. ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსანი შექსპირისა და მისი თანამედროვეების ინგლისურ დრამატურგიაში, თბ. 2016, გვ. 124-148;
      2. ბომონტისა და ფლეტჩერის „მეფე და არამეფე“ და „ფილასტერი“ - მათი სიუჟეტური პარალელები ვეფისტყაოსანთან - ე. ხინთიბიძე, „ვეფხ. შექსპირისა და მისი ტანამედროვეების ...“, გვ. 68-123.
      3. მოკლედ და თეზისურად იხილეთ: „მეშვიდე საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები, თბ. 2016, გვ. 46-50.
      საკითხთა ჩამონათვალი: ქართველ არისტოკრატთა წრე XVI-XVII საუკუნეების მიჯნის სპარსეთის შაჰის კარზე და მათი ინტერესები: ინგლისელ ინტელექტუალთა ექსპედიცია სპარსეთში მე-16 საუკუნის დასასრულს; ბომონტისა და ფლეტჩერის „მეფე და არა მეფე“ და „ვეფხისტყაოსანი“; ბომონტისა და ფლეტჩერის „ფილასტერი“ და „ვეფხისტყაოსანი“.

  • ლექცია XII. "ვეფხისტყაოსანი" - XVII საუკუნის ინგლისური დრამატურგიის ლიტერატურული წყარო: "ვეფხისტყაოსანი" და "ციმბელინი"

    • დასამუშავებელი ლიტერატურა: ე. ხინთიბიძე, "ვეფხისტყაოსანი" შექსპირისა და მისი თანამედროვეების ინგლისურ დრამატურგიაში, 2016, თბილისი. გვ. 154-217

      საკითხთა ჩამონათვალი: 1. ანტონი შერლის ექსპედიციის მასალის ასახვა შექსპირის პიესებში; 2. "ციმბელინი" და შექსპირის შემოქმედების ბოლო პერიოდი; "ციმბელინის" შინაარსი; 3. "ციმბელინის" კავშირი ბომონტისა და ფლეტჩერის "ფილასტერთან"; 4. "ციმბელინის" "ვეფხისტყაოსანთან" მიმართების ძირითადი მახასიათებლები: თემა, იდეა, ჩარჩო-ფაბულა, კომპოზიცია, მხატვრული სახეები.  

  • ივნისი 17 - ივნისი 23

  • ივნისი 24 - ივნისი 30

  • ივლისი 1 - ივლისი 7