კურსი სწავლობს ბილოგოირ, ფსიქოლოგიურ და სოიცალურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის განვითარებასა და ქცევაზე
კურსის მიზანია ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სფეროში სოციალური სამუშაოს განვითარების საშუალებით ხელი შეუწყოს ჯანსაღი შთამომავლობის ჩამოყალიბებას საქართველოში.
კურსის ერთ-ერთი ამოცანაა, აამაღლოს სტუდენტთა ცოდნის დონე ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების კომპლექსურობის შესახებ, რომელიც მოიცავს მის ფიზიკურ, კოგნიტიურ, ემოციურ და სოციალურ მხარეებს. სტუდენტები გაეცნობიან ბავშვზე დაკვირვების ტექნიკებს, პათოლოგიის ნიშნების დროული აღმოჩენის და განვითარების ნორმის ფარგლებში დაბრუნების მიზნით.
სტუდენტები ასევე გაეცნობიან ძირითად ფასეულობებს და ეთიკის ნორმებს, რომელიც ბავშვთან მუშაობისას უნდა დაიცვას სოციალურმა მუშაკმა.
გარდა მიკრო დონის პრაქტიკისა, სტუდენტები მიიღებენ ცოდნას მაკრო დონის შესაძლო ინტერვენციების შესახებ. გაეცნობიან მსოფლიოში არსებულ პრაქტიკას.