კურსი განკუთვნილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.


კურსი შეეხება XX საუკუნის დასაწყისის, კერძოდ 1910–20–იანი წლების ქართულ მხატვრობას, როდესაც რუსეთისგავლითევროპიდანშემოჟონილმაავანგარდულმამიმდინარეობებმა ახალი ფურცელი შექმნა ქართულ ხელოვნების ისტორიაში. ეს ხანა (1910 წლიდან 30-იანწლებამდე) ერთ-ერთიყველაზესაინტერესოდამნიშვნელოვანიეტაპია XX საუკუნისქართულხელოვნებაში. ახალიშემოქმედებითიენერგიითივსებახელოვნებისყველასფერო, მათშორისსახვითიხელოვნება. დასავლურიდარუსულიმოდერნისმიღწევებისათვისება-გათავისებასთანერთადხელახლა (ანუფრომართებულიიქნება, თუვიტყვით, პირველად) დგება ეროვნულობისპრობლემასმხატვრობაში. ამდროსთავსიჩენსახლებური, უფროჯანსაღიმიდგომატრადიციისადმი. ამავედროსქართველიარტისტებიძალუმადეწაფებიანმსოფლიოხელოვნებისახალმიმდინარეობებს. ძველისდაახლისორგანულისინთეზისშედეგადიქმნება, პირობითად 1920-იანიწლებითსახელდებული, უაღრესადსაინტერესოდათავისთავადიმხატვრობა.


XXI საუკუნეში მსოფლიო ენერგეტიკულმა ბაზარმა ქვეყნის სიძლიერე ენერგორესურსების ფლობის სიდიდით განსაზღვრა, რის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციას უმნიშვნელოვანესი ადგილი ერგო. მსოფლიო ენერგობაზარზე მიმდინარე მოვლენების წყალობით ქვეყნის (რუსეთის) ენერგორესურსებმა სტრატეგიული ღირებულება შეიძინა, რომელიც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების დიდ ნაწილს, მეორეს მხრივ კი, ენერგომომხმარებლებზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეგავლენის მიღწევის საშუალებას წარმოადგენს.
ცივი ომის დროს რუსეთის უმთავრესი იარაღი კომუნისტური იდეოლოგია იყო. დღეს, როდესაც კრემლს უნივერსალური იდეოლოგია აღარ გააჩნია, მის პოლიტიკურ იარაღად გაზი იქცა. ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა ვითარებამ და ენერგორესურსების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურათა სიმცირემ საგრძნობლად გაზარდა ევროპის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე.
ვითარება, რომელიც 2009 წლისთვის იქმნება, ნაკლებად სასიამოვნო შეიძლება აღმოჩნდეს დასავლეთისთვის. დასავლეთი ,,ენერგო ომის’’ საფრთხის წინაშე დგას!


სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენს დ/ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანული ენის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის იტალიური ენის, როგორც მეორე ენის სწავლებას, ევროგაერთიანების “Quadro di riferimento europeo delle lingue”-ს მოთხოვნათა შესაბამისად (A1 დონე) კურსის ამოცანაა, რომ სტუდენტებმა შეიძინონ ენის გრამატიკული და ლექსიკური ბაზისური ცოდნა. გამოიმუშაონ ზეპირი მეტყველების და წერითი უნარ-ჩვევები, რათა შეძლონ იტალიური ენაზე წერა, კითხვა, თარგმნა იტალიურიდან მშობლიურ ენაზე და პირიქით. ასევე უნდა შეძლონ იტალიურ ენაზე არსებული სხვადასხვა ხასიათის მარტივი ტექსტების კითხვა და ანალიზი, ინფორმაციების თარგმნა და რეფერირება, საუბარი პროგრამით გათვალისწინებული სხვადახვა შინაარსის მარტივ თემებზე.
კურსის მიზანია გამოუმუშავოს სტუდენტს პრაქტიკულ ენაზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და შეუქმნას სათანადო ბაზა მომავალში ენის დისტანციური სწავლებისათვის; შესძინოს მას თანამედროვე ფრანგული ცივილიზაციისა და კულტურის ზოგადი ცოდნა; ასევე გამოუმუშავოს ტექნოლოგიური უნარები: კერძოდ, ინტერნეტ-რესურსების გამოყენება ენის დამოუკიდებლად შესწავლის პროცესში. (გრამატიკული, ლექსიკური, ფონეტიკური სავარჯიშოები ინტერნეტში, ინტერნეტ ლექსიკონის გამოყენება). მულტიმედიური საშუალებების გამოყენებით სტუდენტი გაცილებით ადვილად შეძლებს ფრანკოფონულ სივრცეში სრულ ინტეგრირებას, ვინაიდან ეს კურსი გულისხმობს არა მარტო საკომუნიკაციო ენის, არამედ თანამედროვე და მრავალფეროვანი ფრანკოფონული კულტურის შესწავლასაც.
სასწავლო კურსის ფარგლებში დოქტორანტები შეისწავლიან საუნივერსიტეტო კურიკულუმის შემუშავების ძირითად პრინციპებს, ბოლონიის პროცესის, საქართველოს კანონმდებლობისა და სააკრედიტაციო მოთხოვნების შესაბამისად, გაეცნობიან ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე პროცესებს, და გამოიმუშავებენ სილაბუსის წერისა და შეფასების, სამივე საფეხურის, პროფესიული უმაღლესი, უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და შეფასების უნარს.
აღნიშნული კურსის მიზანია დაინტერესებულ სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია სემიტური ენების, მათი კლასიფიკაციისა და ზოგადი მახასიათებლების შესახებ.
კურსი განკუთვნილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კავკასიოლოგიის ინსიტუტის ბაკალვრიატის სტუდენტებისათვის.

ბიბლიის წყაროების შესწავლა ძველი აღმოსავლეთის ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში, ბიბლიური სამყაროს ზოგადი ასპექტების, დარგის კვლევის მეთოდოლოგიის, ისტორიული და გეოგრაფიულ-კულტურული ასპექტების კვლევის ზოგადი მიმართულებების ჩათვლით და სხვა კონტრეტული საკითხების მიმოხილვით

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს სამუზეუმო სივრცეში ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების აღრიხვა-პასპორტიზაიის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამას, რომლის აუცილებლობა განაპირობა საქართველოს მიერთებამ ევროპულ კონვენციებთან და ბევრმა უაღრესად მწვავე საკითხმა, მათ შორის, უკიდურესად მძიმეა სამუზეუმო კოლექციების (ფონდების) მდგომარეობა და ხშირად უნიკალურ ექსპონატებს განადგურების საფრთხე ემუქრება; მუზეუმებში დაცულ საგანძურზე ინფორმაცია ფაქტობრივად უცნობია არა მხოლოდ საზოგადოებისათვის, არამედ სპეციალისტებისთვისაც, რაც ხელს უშლის მუზეუმის უმთავრესი მისიის - საზოგადოების ყველა ფენისათვის ხელმისაწვდომობის განხორციელებას. კურსის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების ადაპტირება და საქართველოს მუზეუმების გააქტიურება არსებული პრობლემების გაანალიზებისა და მოგვარების მიმართულებით, კერძოდ, უნიკალურ ექსპონატთა დაცვა-აღრიცხვისა და კოლექციათა შეფასების თანამედროვე პრინციპების დანერგვის კუთხით.