სასწავლო კურსის მიზანია: სიღრმისეულად შეასწავლოს თარგმანი, როგორც პროცესი და ძირითადი მთარგმნელობითი სტრატეგიები. განუვითაროს სათარგმნი ტექსტების ფუნქციურ-სტილისტური და ჟანრული თავისებურებების კრიტიკულად გააზრების უნარი, რათა წარმატებით გამოიყენოს ის როგორც თარგმანმცოდნეობით კვლევებში, ასევე პრაქტიკული მთარგმნელობითი პრობლემების გადასაჭრელად მთარგმნელის პროფესიული ქცევის, პროფესიული ეთიკის ნორმებისა და მორალური პრინციპების დაცვით.

სასწავლო კურსის მიზანია, სისტემურად გააცნობიერებინოს სტუდენტს თარგმანმცოდნეობის ადგილი და დანიშნულება ჰუმანიტარული ცოდნის სფეროში, ის მზარდი მასშტაბები და სოციო-კულტურული მნიშვნელობა, რომელიც შეიძინა მთარგმნელობითმა საქმიანობამ.

ქართული ენის პრაქტიკული კურსი ისწავლება სამაგისტრო პროგრამაზე „თარგმანის თეორია და მთარგმნელობითი პრაქტიკა“ ორივე მოდულზე:
I მოდული: დარგობრივი თარგმანი, ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი იურიდიული დოკუმენტების თარგმანი; II მოდული: ფართო პროფილის თარგმანი (გერმანული//რუსული ენები).

კურსი მოიცავს ქართული ენის მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხებს, რისი დაუფლებაც მთარგმნელების კვალიფიკაციას აამაღლებს.

ქართული ენის პრაქტიკული კურსი №1 ისწავლება სამაგისტრო პროგრამაზე „თარგმანის თეორია და მთარგმნელობითი პრაქტიკა“ (I მოდული: დარგობრივი თარგმანი, ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი იურიდიული დოკუმენტების თარგმანი; II მოდული: ფართო პროფილის თარგმანი (გერმანული//რუსული ენები).
მოიცავს ქართული ენის მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხების პირველ ნაწილს.

ქართული ენის პრაქტიკული კურსი №2 ისწავლება სამაგისტრო პროგრამაზე „თარგმანის თეორია და მთარგმნელობითი პრაქტიკა“ (I მოდული: დარგობრივი თარგმანი, ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი იურიდიული დოკუმენტების თარგმანი; II მოდული: ფართო პროფილის თარგმანი (გერმანული//რუსული ენები).
მოიცავს ქართული ენის მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხებს (მეორე ნაწილს).

9868040