ენათმეცნიერების შესავალი ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო კურსია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რომლის მიზანია ძირითადი ენათმეცნიერული თეორიების, კვლევის მეთოდებისა და პრინციპების სტუდენტებისათვის გაცნობა. კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საბაზისო ცოდნა და კვლევა-ძიების გამოცდილება ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების სფეროში.

კურსის მიზანია, აღჭურვოს სტუდენტები ცოდნით სხვადასხვა კულტურებში ისტორიის ორგანიზების, წარსულის დამახსოვრებისა და აღქმის თავისებურებათა შესახებ, გააცნოს მათ მეხსიერების კვლევათა სფეროში არსებული ძირითადი ცნებები და თეორიები, აჩვენოს  წარსულიდან დასამახსოვრებელი ინფორმაციის შერჩევისა და ინტერპრეტაციის სოციალური და კულტურული განპირობებულობა, დაანახოს ისტორია როგორც ინტერპრეტაცია.

 

კურსი განკუთვნილია უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის. კურსის წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ახლო აღმოსავლეთის ისტორიული კონტექსტების და თანამედროვე მოვლენების შესახებ ცოდნის გადაცემა-განხილვა. კურსის ობიექტივი მოიცავს არაბულ სამყაროს, ეგვიპტეს, თურქეთს, სპარსეთის ყურეს და ირანს. განიხილება რეგიონისთვის მახასიათებელი ძირითადი კონფლიქტური ზონების ისტორიოგრაფია და რეალური პლოტიკური, სოციო-ეკონომიკური და კულტურული საკითხები. ურთიერთობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, დასავლეთან პაექრობის გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ასპექტები.

კურსის მოთხოვნები განისაზღვრება გარკვეული კრიტერიუმებით. სტუდენტები დაესწრებიან და განავითარებენ საკუთარ უნარებს სალექციო თემებზე მუსაობით და დისკუსიებში მონაწილეობით. შეფასების სისტემის დიფერენცირება შემდეგია:

  • ორი შუალედური გამოცდა - 15-15%
  • აკადემიური აქტიურობა - 20%
  • შემაჯამებელი გამოცდა - 50%,

როგორც შუალედური, ასევე შემაჯამებელი გამოცდა შეიძლება ჩატარდეს ტესტური, ზეპირი ანალიტიკური დისკუსიით ან შესაბამისი თემატური ესეის წერითი სახით წარდგინებით. 

ყოველ სალექციო თემას თან ერთვის საჭირო ლიტერატურა მითითებული გვერდებით.

   მხატვრული ლიტერატურა ხელოვნების ერთადერთი დარგია, რომელიც, როგორც სიტყვაზე აგებული და ნაშენი, საკუთარ ენობრივ საზღვრებშია მოქცეული და, ამდენად, დედნის ენის მცოდნისთვისაა გასაგები მხოლოდ. ამავე დროს, მაღალმხატვრულ ნაწარმოებში, და უპირველესად პოეზიაში, დევს ის მძლავრი მუხტი, რომელიც მოსვენებას არ აძლევს მთარგმნელს, შედევრი სხვა ხალხისთვისაც, სხვა ერითვისაც ხელმისწავდომი და ძვირფასი რომ გახადოს. თარგმანმცოდნეობა ისევე, როგორც თარგმანი, მთელი თავისი წარსულით ნათლად მოწმობს იმ ფაქტს, რომ ყოველ ეპოქასა და ყოველ ქვეყანაში თარგმანი იყო გამოძახილი იმ ცოდნისა და კულტურისა, რომელიც გააჩნია ერს, ერთი მხრივ, ენის ფენომენის მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, ნაწარმოების, როგორც ერთი მთლიანის გაგების თვალსაზრისით. ამდენად, ნებისმიერი თარგმანის ანალიზი მისი დედნის ღრმა ანალიზს გულისხმობს და მხოლოდ მასთან ურთიერთობაში გამოვლინდება. ეს ეხება უპირველესად პოეტურ ტექსტს, რომელიც განსაკუთრებული ინფორმატიული, ემოციური და ესთეტიკური ტევადობის გამო ჩვენ კვლევის ობიექტად გამვაცხადეთ.

კურსის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხთან - ინტერკულტურულ დიალოგთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები. კურსში  გაანალიზებულია ინტერკულტურული დიალოგის არსი და თანამედროვე მსოფლიოში მისი აქტუალიზაციის განმაპირობებელი მიზეზები, ცივილიზაციათა დიალოგისა და ცივილიზაციათა ალიანსის ინიციატივა. ინტერკულტურული დიალოგის როლი თანამედროვე მსოფლიოს პრიორიტების - კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და კულტურული უსაფრთხოების - დაცვაში. ხაზგასმულია ინტერკულტურული დიალოგის მნიშვნელობა მრავალკულტურულ საზოგადოებაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის "ბერძნულ-რომაული ფილოლოგია" სასწავლო კურსის "ანტიკური ლიტერატურის ჟანრები - დრამა" მიზანია ანტიკური ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ჟანრის – დრამის ღრმა და სისტემური შესწავლა და მისი ანალიზი ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის კონტექსტში.