სტუდენტებს საშუალებას მისცემს მიიღონ ცოდნა :

სოციალური გავლენების შესახებ

გაეცნონ ჯგუფის  დინამიკას. 

ყურადღება გავამახვილედება ზოგადად გავლენების ზემოქმედებაზე ადამიანზე და ჯგუფზე,

უმრავლესობის გავლენაზე უმცირესობაზე და პირიქით. 

განვიხილავთ გავლენების სახეებს: კონფორმულობა, მიყოლა,მორჩილება, პროპაგანდა.

სასწავლო კურსი მოიცავს ორ ასპექტს: პრაქტიკული გრამატიკა და საუბრის ხელოვნება.

პრაქტიკული გრამატიკის სწავლების მიზანია:

ასწავლო სტუდენტს ამა თუ იმ გრამატიკული ფრომის სწორად აგება და კომუნიკაციისთვის მისი სწორად გამოყენება.

საუბრის ხელოვნების ასპექტის სწავლების მიზანია:

განუვითაროს სტუდენტს ეფექტური დიალოგური და მონოლოგიური მეტყველების უნარ-ჩვევები, რაც გულისხმობს ეფექტური ზეპირი კომუნიკაციის პრინციპების პრაქტიკაში გამოყენების უნარს, კერძოდ კი ზეპირი შეტყობინების ადეკვატურ აღქმას, ეფექტურ პროდუცირებასა და კონსტრუირებას B1 + დონისათვის რელევანტური თემატიკის ფარგლებში. 

კურსის მიზანია, სტუდენტებს დაეხმაროს გაანალიზონ, თუ რას ნიშნავს ისტორიის აღქმა და დამახსოვრება, რატომ არის იგი მუდმივად ტრანსფორმირებადი? კურსის ფარგლებში სტუდეტები გაეცნობიან მეხსიერების კვლევების ძირითად კონცეფციებსა და თეორიებს. ნახავენ, როგორ იცვლება დამოკიდებულება საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენებისადმი. კურსი ხაზს უსვამს, რომ წარსულის დამახსოვრება და რეპრეზენტაცია სოციალურად და კულტურულად არის განპირობებული. იგი საშუალებას მისცემს სტუდენტებს გამოიყენონ ისტორიის ცოდნა კონფლიქტური სიტუაციებისა და პოლიტიკური პროცესების გაანალიზების დროს.  

დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ელექტრონული სასწავლო კურსი მიზნად ისახავს, სტუდენტებს გააცნოს დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების არსი, მისი შემადგენელი ხელოვნების დარგები, მათი განვითარების ისტორია ეპოქების, რეგიონებისა და მასალის მიხედვით, დეკორატიულობისა და ანსამბლურობის ცნება და კომპოზიციის აგების ძირითადი პრინციპები. . დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო კურსის შედეგად, სტუდენტები შეიძენენ როგორც სპეციფიკურ ცოდნას დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების არსსა და ფუნქციებზე, მის ადგილსა და არსზე სახვითი ხელოვნების ერთიან სისტემაში, დარგის შემადგენელ ელემენტებსა და მათი განვითარების ისტორიაზე, ასევე, გაეცნობიან დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების შესწავლისათვის სტანდარტულ და  გამორჩეულ მეთოდებს პრობლემების გადასაჭრელად. კურსის შედეგად სტუდენტებს განუვითარდებათ  მონაცემების შეგროვებისა, განყენებული მონაცემების ანალიზისა და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი.

კურსის ფარგლებში სტუდენტი შეიძენს ცოდნას რუსეთის ევროპული პოლტიკის ისტორიისა და  ევროკავშირთან მისი ურთიერთობების შესახებ. დიდი ყურადღება დაეთმობა ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიის განხილვას და მსოფლიო პოლიტიკის ძირითად პრობლემებზე მისი პოზიციების გაანალიზებას.

მოგესალმებით, 

კურსი განკუთვნილია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც აირჩიეს საგანი შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია. 

ელექტრონული კურსის მიზანია გაგვიადვილდეს წვდომა სხვადასხვა სასწავლო რესურსთან და რაც მთავარია, ერთმანეთთან. :)

კურსზე წარმოდგენილი იქნება დავალებები, ტესტები, შემაჯამებელი სამუშაოები და სხვა, რის მიხედვითაც დააგროვებთ ქულებს. 

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით სემინარის ხელმძღვანელს.

გისურვებთ წარმატებას! 

კურსი წარმოადგენს საქართველოს სახმედრო ისტორიის სწავლების ელექტრონულ ნაწილს. კურსში მოცემულია მასალები საქართველოს სამხედრო ისტორიის შესასწავლად უძველესი დროიდან მეცამეტე საუკუნის ჩათვლით.

კურსის მიზანია მისცეს სტუდენტს კომპლექსური ცოდნა და დამოუკიდებელი კვლევის ჩვევები ისეთი საკითხების კვლევის სფეროში, როგორიც ანტიკურ სამყაროსთან ძველი ქართული ტომების ადრეული კონტაქტები და ამ ურთიერთობათა განვითარების მატერიალური საფუძვლები. მისი ქრონოლოგიური საზღვრები არის ძვ.წ. II-I ათასწლეულები. ამ ხანის ქართველური ტომების განვითარების შესწავლით, იკვეთება მომდევნო ხანის მჭიდრო საერთაშორისო ურთიერთობების სურათიც.

კურსის მიზანია მსოფლიოს კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობის ანტიკური მითოლოგიური და ისტორიული სახეების მსოფლიო ხელოვნების შედევრებში ასახვის ტენდენციების შესწავლა. 

2012-2013 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრიდან  თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ლექციებს კითხულობს პროფესორი რისმაგ გორდეზიანი

ელექტრონულ კურსზე რეგისტრაციისათვის ან/და დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ დოქტორანტ თამარ ლეჟავას 

ელ-ფოსტა: tamar.lezhava@tsu.ge 

CAE არის კემბრიჯის ერთ-ერთი გამოცდა.

კურსის მიზანია მსმენელში ისეთი ინტერპერსონალური უნარების ჩამოყალიბება და განვითარება, როგორიცაა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია სწავლასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ადამიანებთან ურთიერთობა განსხვავებულ სიტუაციებში, საქმიანი ურთიერთობის ეტიკეტისა და ეთიკის ნორმების დაცვა და ა.შ.