მოცემული კურსის მიზანია, სტუდენტს გააცნოს ფემინისტური ლიტერატურის საფუძვლები და ძირითადი ტენდეციები მე-18 საუკუნის დასასრულიდან დღემდე. ლექციებზე განხილული იქნება ფემინისტური მოძრაობებისა და ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენლების შემოქმედებითი გზა, ასევე ფემინისტური ლიტერატურის, ქალური წერის თავისებურებები. სემინარებზე გაანალიზდება ქალი ავტორების მიერ შექმნილი მხატვრული ნაწარმოებები, როგორც სტილურ-ჟანრობრივ ასპექტში, ასევე მათი კავშირი ფემინისტურ მსოფლმხედველობასთან.

კურსი მიმოიხილავს მეოცე საუკუნის დასაწყისის ამერიკულ პროზას. კერძოდ ეს კურსი მოიცავს სამ ამერიკელ მწერალს: ჰემინგუეის, ფიცჯერალდს და ფოლკნერს. კურსის მიზანია ამ ავტორთა მნიშვნელოვანი ნაშრომების ურთიეთკავშირის განხილვა სამ ძირითად ჭრილში: ამერიკისა და მსოფლიოს ისტორია, მოდერნიზმის სტილისტური და ფორმალური ინოვაციები და მეოცე საუკუნის ფსიქოლოგიური კონცეფციები.

კურსი არის ინგლისურენოვანი და განკუთვნილია მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. კურსი ეყრდნობა იელის უნივერსიტეტის სილაბუსს.

კურსის ფარგლებში განვიხილავთ ინტერპერსონალური კომუნიკაციის არსსა და მნიშვნელობას; გავეცნობით კომუნიკაციის პროცესის შემადგენელ ელემენტებს და ეფექტური კომუნიკაციის ძირითად მახასიათებლებს. ასევე განვიხილავთ ინტერპერსონალურ კომუნიკაციაზე ისეთი ფაქტორების ზეგავლენას, როგორიცაა კულტურა, სოციალური ნორმები, გენდერი, ასაკი და ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები. 

 

კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ის ხერხები, გზები და საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია კითხვის უნარების განვითარება მეორე ენის სწავლების პროცესში. სტუდენტები გაეცნობიან სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას, გააანალიზებენ და განსაზღვრავენ მათ პრაქტიკულ მნიშვნელობას კითხვის უნარის განვითარებისათვის. სტუდენტების გაეცნობიან იმ პრინციპებს, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს მეორე ენის სწავლების პროცესი. 

კურსი განკუთვნილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

სასწავლო კურსის მიზანი

ენათა კონტაქტების კურსი მიზნად ისახავს ჰუმანიტარული ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერების განყოფილების მაგისტრანტებს მისცეს ცოდნა ენობრივი სოციუმების ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების როგორც ენათა ფონეტიკურ, მორფოლოგიურ, სინტაქსურ და ლექსიკურ სისტემათა განმაპირობებელი ფაქტორის შესახებ; შეასწავლოს სტუდენტებს ენათა კონტაქტების როლი ისოტირულ-შედარებითი თვალსაზრისით ენების კვლევის პროცესში; ადსტრატული და სუპერსტრატული ენების ჩამოყალიბება და მათი გამოვლენა კონკრეტული ენის დიაქრონული თვალსაზრისით შესწავლისას. მაგისტრანტი ამ კურსის ფარგლებში აგრეთვე შეისწავლის ენათა კავშირებს და თანამედროვე ენათა კონტაქტებს მზარდი გლობალიზაციის ფონზე; ქართულ და ქართველურ ენებთან ისტორიულად და დღეს კონტაქტში მყოფი ენებსა და მათი გავლენის შედეგებს.

თურქოლოგია, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინა, ჩვენში ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ. თურქული ენის სისტემური კურსი თსუ-ში 1938 წლიდან მიჰყავდა ს. ჯიქიას, რომელიც ითვლება თურქოლოგიის ფუძემდებლად საქართველოში.

თურქულ ენათა შესწავლის შესავალი არის ერთ სემესტრიანი, 5 კრედიტიანი კურსი, რომელიც სავალდებულოა თურქოლოგიის ბაკალავრიატის სტუდენტთათვის. კურსის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თურქული მოდგმის ტომებს, მათ მიგრაციებს, სამეტყველო ენის მსგავსებებსა და განსხვავებებს, აგრეთვე ზოგადად მიმოხილული იქნება თურქული ენის განვითარება და თურქოლოგიის როლი საქართველოში.

საჯარო გამოსვლა ერთგვარი ხელოვნებაა, იქნება ეს სცენაზე სიტყვის წარმოთქმა, მცირე ან დიდი აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის გაკეთება თუ სხვა. სიტყვით გამომსვლელმა მრავალი დეტალი უნდა გაითვალისწინოს იმისათვის, რომ მისი გამოსვლა წარმატებული იყოს. პირველ რიგში კი ის აუცილებელი დეტალები, რის გარეშეც უბრალოდ შეუძლებელია აუდიტორიის მოხიბვლა.

თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჯარო გამოსვლები და ორატორული ხელოვნება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მისი თუნდაც ელემენტარული პრინციპების ცოდნის გარეშე წარმატების მიღწევა ინტელექტუალურ სფეროში ძალიან რთულია. შესაძლოა მეცნიერი, მკვლევარი იყოს ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული, მაგრამ არ ჰქონდეს საკუთარი სათქმელის სწორად პრეზენტაციის და აუდიტორიამდე მიტანის უნარი, რაც მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს მის კარიერულ წინსვლაზე.სწორედ საკითხის მნიშვნელობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, ამ კურსში აქცენტი კეთდება საჯარო გამოსვლების საფუძვლების შესწავლაზე.

კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის საგნის არსი და ძირითადი საკითხები, თეორები, მეთოდები და გამოყენებითი სფეროების მიმართულებები.

კურსი განკუთვნილია გერმანული ფილოლოგიის სტუდენტებისათვის.

ტექსტის ლინგვისტიკა შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა, რომელიც  1960 წელს ჩამოყალიბდა. მისი მთავარი ფუნქციაა "ტექსტის", ენობრივი სტრუქტურების კვლევა (რომელი მახასიათებლებით განსხვავდება "ტექსტი" --> "არა-ტექსტისაგან"). ტექსტის ლინგვისტური ანალიზი გულისხმობს ტექსტუალობის მახასიათებლების (კოჰეზია, კოჰერენცი, ინტენციურობა, მისაღებობა, ინფორმაციულობა, სიტუაციურობა, ინტერტექსტუალობა, კულტურალობა) გათვალისწინებას.