კურსის მიზანი

კურსის მიზანია მაგისტრატურის სტუდენტებისათვის კვალიფიციური ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა კონფლიქტების ანალიზის და მათი ალტერნატიული გზებით მოგვარების სფეროში.  სემესტრის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან კონფლიქტების ანალიზის მეთოდებს, კონფლიქტის რუკის შედგენას, სტრუქტურული ერთეულების გამოყოფას, გარკვეული სქემების შემუშავებას და სხვა.

 ძირითადი ამოცანები:

  1. კონფლიქტების ანალიზის სტრუქტურული ელემენტების შესწავლა და კონკრეტული შემთხვევების განხილვა;
  2. პრაქტიკული საქმიანობისთის კონფლიქტების ანალიზის მეთოდების და სქემების შესწავლა;
  3. კონფლიქტების მოგვარების ალტერნატიული გზების გაცნობა და დაუფლება;
  4. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლება.

სწავლების შედეგი

ტრანსფერული - სტუდენტები დაეუფლებიან კონფლიქტის გაანალიზების და შედეგის დაწერის უნარს,  კონკრეტული შემთხვევის განხილვას და შემუშავების უნარს, გუნდურად პრობლემის გადაჭრას, პრეზენტაციის  უნარს.

დარგობრივი - კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ დამოუკიდებლად კონფლიქტების ანალიზის  ჩატარებას, რადგან მათ ამის უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბდებათ. მიღებულ ცოდნას და  უნარ-ჩვევებს გამოიყენებენ პრაქტიკულ საქმიანობაში.