სასწავლო კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტს კავკასიის ენათა ფუნქ­ციო­ნირების საკითხები ისტორიული და თანამედროვე თვალთახედვით, აღწეროს და გააანალიზოს XX ს-ის სოციო­ლინგვისტიკაში წარმოდგენილი ყველა მიდგომა, კონცეფცია და ტიპოლოგიური მოდელი.

დაშვების წინაპირობები: 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფა­კულ­ტეტის სტუდენტს მოსმენილი უნდა ჰქონდეს ენათ­მეცნიერების შესავალი, სხვა ფაკულტეტის სტუდენტისათვის წინაპირობა მოხსნილია. 

სასწავლო კურსი განკუთვნილია ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის. ამ კურსზე შეისწავლება  კავკასიოლოგიაში არსებული ისტორიისა და ლინგვისტური საკითხები. ინტერდისციპლინარული მიდგომით განიხილავს კავკასიოლოგიის ისტორიის და ლინგვისტიკის პრობლემებს, შესაბამისად, სტუდენტს ექნება კომპლექსური ცოდნა კავკასიოლოგიური პრობლემატიკის შესახებ.