კურსის მიზანია, სტუდენტებმა ბაზისური ცოდნა მიიღონ თანამედროვე არქიტექტურის ისტორიაში, თვალი გაადევნონ თანამედროვე არქიტექტურის ძირითად მიმართულებებსა და პრინციპებს. შეისწავლონ XIX-XX საუკუნების წამყვანი სკოლები და არქი-ტექტორების შემოქმედება. გაიაზრონ მათი გავლენა მომავლის არქიტექტურაზე. დაინახონ ხელოვნების სინთეზის მნიშვნელობა და აუცილებლობა ადამიანისა და საერთოდ საზოგადოების ცხოვრებაში. თანამედროვე არქიტექტურის როლის განსაზღვრის მსოფლიო ხელოვნების ისტორიულ ჭრილში.

ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მხატვრული ნაწარმოების ანალიზი, მისი განხილვა და შეფასება. მხატვრული ნაწარმოების ანალიზის შედეგად ხელოვნებათმცოდნეს შეუძლია გამოავლინოს ამა თუ იმ ნამუშევრის არსი, მხატვრული თავისებურებები თუ ღირებულებები. აღნიშნული კურსი სტუდენს შესაძლებლობას მისცემს გაეცნოს და შეისწავლოს სხვადასხვა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ხელოვნებათმცოდნე მეთოდურად და სტრუქტურულად შეძლებს მხატვრული ნაწარმოების ანალიზს. კურსი ასევე დაეხმარება სტუდენტს კრიტიკული აზროვნებისა და წერის უნარის განვითარებაში.

კურსი შეისწავლის მსოფლიო ხელოვნების წარმოშობისა და განვითარების ძირითად ეტაპებს პრეისტორიული ხანიდან მე-19 საუკუნის დასაწყისამდე. კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება ვიზუალური ხელოვნებისა და არქიტექტურის ძირიტადი ძეგლები და მოიცავს ფართო გეოგრაფიულ არეალს შორეული აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ აფრიკისა და ევროპის ჩათვლით.   სტუდენტები შეისწავლიან როგორც ნაწარლოების სტილისტურ, კომპოზიციურ და ტექნიკურ თავისებურებებს, ასევე ზოგადად სხვადასხვა კულტურათაშორის დიალოგისა და ასევე ცალკეული კულტურებისთვის დამახასიათებელ სტილურ ნიშნებს კომპარატიული შესწავლის საფუძველზე. კურსი სტუდენტებს განუვითარებთ  კრიტიკულ აზროვნებას. ლექციები და დისკუსიები  განხილული იქნება ვიზუალური მასალის თანხლებით ლექციების ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართელოს მუზეუმებში  დაცულ მსოფლიოს ცივილიზაციის შედევრებს.

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებისთვის ახალი ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის შესწავლა XVIII  საუკუნის მეორე ნახევრიდან XX  საუკუნის შუა წლებამდე; წარმოდგენის შექმნა ახალი ქართული ხელოვნების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესებზე; თბილისის მხატვრული გარემოს მიმოხილვა და ცალკეული თვალსაჩინო მხატვრისა თუ მოქანდაკის შემოქმედების გაცნობა

დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ელექტრონული სასწავლო კურსი მიზნად ისახავს, სტუდენტებს გააცნოს დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების არსი, მისი შემადგენელი ხელოვნების დარგები, მათი განვითარების ისტორია ეპოქების, რეგიონებისა და მასალის მიხედვით, დეკორატიულობისა და ანსამბლურობის ცნება და კომპოზიციის აგების ძირითადი პრინციპები. . დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო კურსის შედეგად, სტუდენტები შეიძენენ როგორც სპეციფიკურ ცოდნას დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების არსსა და ფუნქციებზე, მის ადგილსა და არსზე სახვითი ხელოვნების ერთიან სისტემაში, დარგის შემადგენელ ელემენტებსა და მათი განვითარების ისტორიაზე, ასევე, გაეცნობიან დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების შესწავლისათვის სტანდარტულ და  გამორჩეულ მეთოდებს პრობლემების გადასაჭრელად. კურსის შედეგად სტუდენტებს განუვითარდებათ  მონაცემების შეგროვებისა, განყენებული მონაცემების ანალიზისა და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი.

კურსი შეისწავლის შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების: ინდოეთის, ჩინეთისა და იაპონიის ხელოვნების და მხატვრულ- ისტორიული განვითარების ძირითად ეტაპებს. ამ ქვეყნების ხელოვნების წარმოშობის წყაროებს, ჩამოყალიბების პროცესს. სასწავლო კურსი განიხილავს სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ძირითად მნიშვნელოვან ძეგლებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოში დაცული ამ ქვეყნების ხელოვნების ნიმუშებზე.

ლექციათა კურსის მიზანია, გავაცნოთ სტუდენტებს ძირეული სიახლეები და ცვლილებები თანამედროვე სახვით ხელოვნებაში (XXს-ის შუახანები – XXI ს.), მათი თავისებურებები და გამომწვევი მიზეზები. სწავლის პროცესში სტუდენტები შეიძენენ ცოდნას ახალი დარგების, ჟანრებისა და მიმდინარეობების შესახებ. ისინი გაეცნობიან სახვითი ხელოვნების ნაწარმოებებს მრავაფეროვან ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში, როგორც მოცემული ცივილიზაციისა და ეპოქის სახასიათო ნიმუშებს. სტუდენტები შეისწავლიან და კრიტიკულად გააანალიზებენ მხატვრული გამომსახველობის ახალ ფორმებს თანამედროვე დასავლური კულტურებიდან. ხელოვნების ნაწარმოებების შესწავლისას სტუდენტები განიხილავენ მათთან დაკავშირებულ ისტორიულ, ფსიქოლოგიურმსოფლმხედველობით, სოციალურ-პოლიტიკურ და სხვა ასპექტებს.

10922440