კურსი განკუთვნილია რეზიდენტი ნევროლოგებისათვის, რომელთაც გააჩნიათ სურვილი სამომავლოდ ეპილეპტოლოგიაში მოღვაწეობისა.
ანდროგენიზაცია – ანუ ანდროგენდამოკიდებული სიმპტომების არსებობა როგორიცაა აკნე, სებორეა, ალოპეცია და ჰირსუტიზმი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ანდროგენიზაციის უხშირეს მიზეზს ჰიპერანდროგენია წარმოადგენს (40-80%).
ანდროგენიზაციას საფუძვლად უდევს მნიშვნელოვანი რეპროდუქციულ-ენდოკრინული დარღვევები, მაგრამ მიზეზების დამოუკიდებლად, პაციენტების მიერ თვით ანდროგენიზაცია საკმაოდ მწვავედ აღიქმება, ფსიქოლოგიური სტრესის მიზეზი ხდება დ ახელს უშლის მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში. ამდენად, ანდროგენიზაცია წარმოადგენს მეტად მნიშვნელოვან, აქტუალურ არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალურ პრობლემასაც.

სასუნთქი სისტემის ბიოქიმიის კურსის მიზანია გაეცნოს სტუდენტი სასუნთქი სისტემის ორგანოების უჯრედებში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების ძირითად კანონზომიერებებს,გარდაქმნების თავისებურებებს, სასუნთქი სისტემის ორგანოების ფუნქციონირების მოლეკულურ მექანიზმებს, გარდაქმნების დარღვევის შედეგად გამოწვეულ პათოლოგიებს.

სასწავლო კურსის მ ი ზ ა ნ ს წარმოადგენს სტუდენტთა მიერ ჯანმრთელი ადამიანის ქსოვილების, ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების საფუძვლიანი შესწალვა, სხეულის შრეობრივი აგებულების, ორგანოთა ტოპოგრაფიის სისხლმომარაგებისა და ინერვაციის შესწავლა, აგებულებისა და ტოპოგრაფიის თავისებურებებიდან გამომდინარე ზოგიერთი დაავადებისა და ტრავმის პათოგენეზის შესწავლა და აგრეთვე სხვადასხვა ქირურგიული ჩარევების დროს ოპერაციული მიდგომების ტოპოგრაფიული დასაბუთება.