შესავალი ახალ ბერძნულ ფილოლოგიაში არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საფაკულტეტო არჩევითი კურსი, ამავდროულად ეს არის სავალდებულო კურსი ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულების სპეციალობის სტუდენტებისათვის რომელიც დარგში ორიენტაციას აძლევს პირველკურსელებს. მისი მიზანია, შეუქმნას სტუდენტებს წარმოდგენა ნეოგრეცისტიკის, როგორც მეცნიერების დარგის შესახებ. მისცეს სტუდენტებს ის თეორიული, პრაქტიკული და ბიბლიოგრაფიული ხასიათის ცოდნა, რაც დამწყები სპეციალისტისთვის არის აუცილებელი. აღნიშნული კურსი შეუქმნის სტუდენტებს წარმოდგენას ახალი ბერძნული ფილოლოგიის ძირითადი დარგების კვლევის ისტორიისა და თანამედროვე ვითარების შესახებ, მისცემს მას იმ საბაზისო ცოდნას, რომელიც აუცილებელია მომდევნო კურსებზე ახალი ბერძნული ფილოლოგიის საფუძვლიანი შესწავლისათვის. 

8600856