სასწავლო კურსი შემუშავებულია ევროკავშირის პროგრამით Erasmus+ დაფინანსებულ პროექტში Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia (INTEGRITY) / აკადემიური პატიოსნება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის საქართველოს უსდ-ებში ფარგლებში.
კურსის მიზანია სტუდენტებისთვის დარგობრივი მიმართულებით აკადემიური წერის  და აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება  მათი აკადემიური ინტერესის სფეროში არსებული საიმედო და მიზანშეწონილი წყაროების  გამოყენებით, რის საფუძველზეც ისინი შეძლებენ სამაგისტრო და სხვა სახის კვლევითი ნაშრომების  შესრულებას შესაბამისი აკადემიური სტანდარტების დაცვით. კურსის მიზანია სტუდენტებისთვის დარგობრივი მიმართულებით აკადემიური წერის  და აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება  მათი აკადემიური ინტერესის სფეროში არსებული საიმედო და მიზანშეწონილი წყაროების  გამოყენებით, რის საფუძველზეც ისინი შეძლებენ სამაგისტრო და სხვა სახის კვლევითი ნაშრომების  შესრულებას შესაბამისი აკადემიური სტანდარტების დაცვით. 

სასწავლო კურსი ხელს შეუწყობს ცოდნის დაუფლებასა და უნარ–ჩვევების განვითარებას შემდეგი მიმართულებით:

 

ცოდნა და გაცნობიერება:

სასწავლო კურსის  გავლის შემდეგ მაგისტრანტს შეეძლება:

  • სამეცნიერო წერის  სტანდარტების აღწერა;
  • სტრუქტურულად გამართული სამეცნიერო ნაშრომის,  რეფერატის, ანოტაციის, რეზიუმეს, რეცენზიის კონსტრუირება;
  • ინფორმაციის, ძირითადი და დამხმარე საინფორმაციო წყაროების მიმოხილვა;
  • საკუთარი ნაშრომის დაგეგმვის, შექმნის, კრიტიკულად განხილვის, შესწორების, ბიბლიოგრაფიის მითითების  თეორიული და პრაქტიკული მოთხოვნების დაცვა.

უნარები:

სასწავლო კურსის  გავლის შემდეგ მაგისტრანტს შეეძლება:

  • აკადემიური წერის - ციტირების, შეჯამების, პერეფრაზირების ტექნიკის გამოყენება;
  • აკადემიური პატიოსნების სტანდარტების დემონსტრირება საკუთარი კვლევითი კონცეფციის შესრულებისას; 
  • ინფორმაციის მოძიება და  დახარისხება;
  • ანალიზის საფუძველზე  არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღება და დასაბუთებული დასკვნების გამოტანა;
  • არგუმენტირებული, ანალიტიკური და კრიტიკული აკადემიური ტექსტების შექმნა;
  • კრიტიკულ ანალიზი, ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი და შეფასება;
  • განსხვავებული თვალსაზრისების შედარება;
  • პრობლემის გადაჭრის გზის პოვნა.
  • თანამედროვე დარგობრივი სამეცნიერო ლექსიკის გამოყენებით, აკადემიური ნორმების ფარგლებში, დარგობრივ აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან საკუთარი აზრის ფორმირება, წარდგენა  და დაცვა, როგორც წერილობით ასევე ზეპირად;
  • კვლევის შედეგების პრეზენტაციისას საინფორმაციო-ტექნოლოგიური საშუალებების ეფექტიანად გამოყენება.  

 

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

სასწავლო კურსის  გავლის შემდეგ მაგისტრანტს შეეძლება:

  • მეცნიერული ეთიკის ნორმებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების  დაცვა;
  • პროფესიული  ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა;