კურსის მიზანია მისცეს სტუდენტებს ჯანდაცვის პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების ფართო და ზოგადი ცოდნა, გააცნოს ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნები, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა, დანახარჯები ჯანდაცვაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საკითხები, ჯანდაცვის სისტემები.

სტუდენტები გაეცნობიან სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციის სხვადასხვა დონეებს, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის როლს. აგრეთვე განხილული იქნება მსოფლიოში არსებული ჯანდაცვის სისტემები, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის თავისებურებები. აღნიშნული ხელს შეუწყობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას.

კურსის მიზანია მისცეს სტუდენტებს ჯანმრთელობის სოციოლოგიის ფუნდამენტური პრინციპების, კონცეფციების და თეორიების ღრმა და სისტემური ცოდნა.

მედიცინის სოციოლოგია შეისწავლის ჯანმრთელობას, დაავადებებს, ჯანდაცვის სისტემას სოციალური თვალსაზრისით. შეუძლებელია ჯანმრთელობის, დაავადებების და ჯანდაცვის სისტემის მარტივად გაგება მხოლოდ ბიოლოგიური და სამედიცინო ცოდნის პერსპექტივიდან, არამედ, გათვალისწინებულ უნდა იქნას სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ფაქტორები.

სტუდენტები გაეცნობიან ჯანმრთელობის, დაავადების და ჯანდაცვის სოციოლოგიის ისეთი საკითხებს, როგორიცაა: ჯანმრთელობის სოციალური და კულტურული ასპექტები, ჯანმრთელობის უთანასწორობა, მედიცინის პროფესია, ავადმყოფობის განცდა, ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მცდელობები. მთელი კურსის განმავლობაში სოციოლოგიური თეორია გამოყენებულ იქნება მედიცინის თანამედროვე პრობლემების გასაგებად.

განხილული იქნება ავადობისა და სიკვდილიანობის მიმართ ჯანმრთელობის უთანასწორობის სოციალურ-ეკონომიკური ახსნა, ასევე სოციალური ფაქტორების (მათ შორის სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების) გავლენა ჯანმრთელობაზე; ექიმ-პაციენტის ურთიერთობის შესწავლა ქცევის სოციოლოგიური თეორიების გამოყენებით; ჯანმრთელობის ქცევაზე კრიტიკული მიდგომების განხილვა.

კურსზე აქცენტი გაკეთდება როგორც საქართველოში ასევე გლობალურ კონტექსტში ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას.

ჯანმრთელობა წარმოადგენს სოციალურ სიკეთეს და სოციალური სტრატიფიკაციის საფუძველს. კურსი "ჯანმრთელობას" განიხილავს სოციალური მეცნიერებების პერსპექტივიდან. ჯანმრთელობა განისაზღვრება როგორც სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა.

კურსის მიზანია მისცეს სტუდენტებს ჯანდაცვის  სოციოლოგიის ფუნდამენტური პრინციპების ფართო და ზოგადი ცოდნა. გააცნოს სტუდენტებს ჯანმრთელობის, დაავადების და ჯანდაცვის სოციოლოგიის ისეთი საკითხები, როგორიცაა: დაავადებათა სოციალური წყაროები, მოსახლეობაში დაავადებათა გავრცელების გზების თავისებურებები, სოციალური პროცესების გავლენა ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის გავლენა სოციალურ კეთილდღეობაზე, მედიცინა როგორც სოციალური კონტროლის ფორმა, სხვადასხვა საზოგადოებების განსხვავებული მიდგომები ჯანმრთელობასა და მის წარმოებაზე.  აღნიშნული ხელს შეუწყობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას.

კურსის მიზანია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის კვალიფიციური ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა გამოცდილებითი სწავლა-სწავლების სფეროში. სემესტრის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან გამოცდილებითი სწავლების მეთოდებს, დაეუფლებიან პრაქტიკული სამუშაოს დამოუკიდებლად ჩატარებას, ასევე დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს, რომლითაც ადვილად შეძლებენ ჩაერთონ სწავლა/სწავლების პროცესში.

კურსის მიზანია მისცეს სტუდენტებს ჯანდაცვის პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების ღრმა და სისტემური ცოდნა, გააცნოს ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნები, ჯანდაცვის სამართლიანობის, თანასწორობის, ფინანსური რისკებისაგან დაცვის პრინციპები, ჯანდაცვის დაფინანსების წყაროები, ჯანდაცვის დაფინანსების ფუნქციები და სახელმწიფო რეგულირება, სერვისების ხელმისაწვდომობა, დანახარჯები ჯანდაცვაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საკითხები.

სტუდენტები გაეცნობიან სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციის სხვადასხვა დონეებს (პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალი, ხანგრძლივი სერვისები), სამედიცინო კადრების და განათლების, სამედიცინო ეთიკის და ჯანდაცვის სამართალის აქტუალურ საკითხებს; განხილული იქნება ჯანდაცვაზე ხარჯების ზრდის მიზეზები და ჯანდაცვის ხარჯების შეკავების მექანიზმები, მსოფლიოში არსებული ჯანდაცვის სისტემები (სოციალური დაზღვევის სისტემა, ბევერიჯის სისტემა, ლიბერალური ჯანდაცვის სისტემა, სამედიცინო შემნახველი ანაბრების მოდელი), საქართველოს ჯანდაცვის სისტემის თავისებურებები. აღნიშნული ხელს შეუწყობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას.

ჯანდაცვის სისტემის შეფასება განხილული იქნება მართვისა და ორგანიზაციის სისტემის, დაფინანსების სისტემის ეფექტურობის, სამედიცინო მომსახურების მიწოდების ორგანიზაციის, ფინანსური, გეოგრაფიული და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და უსაფრთხოების, პაციენტის უფლებების დაცვის, აგრეთვე საქართველოში მიმდინარე პროცესების გაითვალისწინებით.

The course covers extensively the social, political and economic events and trends that occurred in and around the South Caucasus republics (Armenia, Azerbaijan and Georgia) since the break-up of the Soviet Union as well as how the interests of the outside powers shape the developments in the Region.